შროშანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შროშანი
ყვავილი სახეობისა Lilium bulbiferum
შროშანი
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Lilium (L., 1753)

შროშანი (ლათ. Lilium) — მრავალწლოვანი ბოლქვიანი ერთლებნიანი ბალახოვანი მცენარეების გვარი შროშანისებრთა ოჯახისა.

90-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. აქედან საქართველოში 8 სახეობა იზრდება, უმეტესობა კავკასიის ენდემია (ლათ. Lilium caucasicum, ლათ. Lilium georgicum, ლათ. Lilium kesselringianum და სხვანი).

დეკორატიული მიზნით აშენებენ ბაღებში, პარკებში. დიდი თეთრი, ყვითელი ან მონარინჯისფრო ყვავილები აქვთ, ბოლქვზე ერთმანეთზე კრამიტივით მიწყობილი ქერქლები.

იზრდება მინდვრებზე, ტყისპირებზე, სუბალპურ მდელოებზე, მაღალ ბალახეულობაში. გამოყვანილია შროშანის მრავალი დეკორატიული ჯიში. ვეგეტაციის პირველ წელს მცენარე, ჩვეულებრივ, არ ყვავილობს, მაგრამ იკეთებს მიწაში პატარა ბოლქვს, რომლის ზომა თანდათან იზრდება შემდეგ წლებში. მხოლოდ ბოლქვში მარაგების გარკვეული რაოდენობის მიღწევის შემდეგ მცენარე იწყებს ყვავილობას და მას შემდეგ ყვავილობს ყოველ წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]