აბსოლუტური მონარქია

ნაწილი პოლიტიკური სერიისა |
მმართველობის ძირითადი ფორმები |
---|
ძალაუფლების წყაროს მიხედვით |
ხელისუფლების დანაწილების მიხედვით |
რეგიონული მოწყობის მიხედვით |
მარტივი
|
სუვერენიტეტის მიხედვით |
აბსოლუტური მონარქია, აბსოლუტიზმი (ლათ. absolutus — „თავისთავადი“, „უთუო“) — სახელმწიფო მმართველობის ფორმა, რომლის დროსაც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ერთადერთი მატარებელია სახელმწიფოს მეთაური — მონარქი. აბსოლუტური მონარქიის ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშია ფრანგი მონარქის ლუი XIV-ის (1643-1715) მმართველობა.
ლუი XIV-ის ცნობილი დევიზი — „სახელმწიფო მე ვარ!“, საფუძვლად დაედო მთელს მის 54-წლიან დამოუკიდებელ მართველობას. სახელმწიფო და საზოგადეოებრივი სისტემის ცენტრად მონარქის ძალაუფლების ქცევის სიმბოლიზაცია იყო ლუი XIV-ის „მეფე-მზედ“ გამოცხადება.
ცენტრალიზებული და აბსოლუტური მონარქიული მართველობის ფრანგული მოდელი მისაბაძ ნიმუშად იქცა ევროპის სახელმწიფოებისათვის. აბსოლუტიზმის სახელით ცნობილია XVII და XVIII საუკუნეებში ევროპაში შეუზღუდავ მონარქიულ სახელმწიფოებში მოქმედი პოლიტიკური რეჟიმი. აბსოლუტიზმი ასევე შეიძლება აღნიშნავდეს ევროპის ისტორიის ამ შუალედს.
დღეს არსებული ქვეყნები აბსოლუტური მონარქიით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 37-39.
- მსოფლიოს ხალხთა რელიგიები და სარწმუნოებრივი წარმოდგენები., გვ357, თბ., 2005
- ისტორია 11, ავტორები: ნოდარ ასათიანი, ნინო კიღურაძე, გიორგი სანიკიძე, ლალი ფირცალავა, ISBN 978-99940-994-7-4