საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კავკასიის რეგიონი 1801-1813 წლებში

საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშისაქართველოს მდგომარეობა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში 1801-1917 წლებში.

XVII საუკუნის ბოლოს საქართველო შინაური მტრობით და მუსულმანური ქვეყნების მიერ შევიწროებით, უკიდურესად იყო დასუსტებული, ქართველი ხალხის ბედი ყოფნა არყოფნის საკითხის წინაშე იდგა, რის გამოც ქართლ-კახეთის სამეფოს საჭეთმპყრობელი გიორგი XII იძულებული შეიქმნა მის მეზობელ და ერთმორწმუნე ქვეყანასთან — რუსეთის იმპერიასთან შეკრულიყო ქვეყნის გადასარჩენად, მითუმეტეს რომ ეს ურთიერთობა ჯერ კიდევ ერეკლე მეფის დროს დაიწყო და გამყარდა გეორგიევსკის ტრაქტატით 1783 წელს. მიუხედავად იმისა თუ რა ხედვა გააჩნდა მეფე გიორგის საქართვოლოს მომავალთან დაკავშირებით, რუსეთის იმპერიის მიზანი იყო ამიერკავკასიის ტერიტორიის, მის იურისდიქციაში მოქცევა და სამომავლოდ კონტრლოლის დამყარება მცირე აზიაზე.

რუსეთთან შეერთების მიზეზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართლ-კახეთის მეფე გიორგი XII

მას შემდეგ რაც 1796 წელს ქართლ-კახეთს აღა-მაჰმად ხანი შემოესია და ტყვედ წაასხა მოსახლეობის დიდი ნაწილი, ქვეყანა სულ დაცალიერდა. არანაკლებ სახარბიელო მდგომარეობა ჰქონდა ქართულ სამეფოს ოსმალეთის მხრიდან, რომლებიც მას ახალციხიდან ავიწროვებდნენ, ხოლო ლეკები კი დაღესტნიდან ძარცვავდნენ ქვეყანას. ამავდროულად იმის თქმა თუ ვინ უფრო მეტ ზიანს აყენებდა ქვეყანას, გარეული თუ შინაური მტერი, რთული იყო. მიუხედავად 1783 წელს რუსეთთან გაფორმებული გეორგიევსკის ტრაქტატისა რუსეთის იმპერატორი — პავლე I არ ჩქარობდა გაეწია სამხედრო დახმარება გიორგი მეფისათვის.

მეფე გიორგიმ არაერთხელ მიმართა თხოვნით რუსეთის იმპერატორ პავლეს პეტერბურგში, რათა გაეწია მისთვის სამხედრო დახმარება, რომლისათვისაც იქ მივლინებული იყო თავადი გერსევან ჭავჭავაძე. გიორგი მეფეს სურდა რომ რუსეთს სამხედრო დახმარების პარალელურად შენარჩუნებულიყო ქართლ-კახეთის სამეფო დინასტია და ეღიარებინა მისი მემკვიდრეც — დავითი.

სწორედ დახმარების გაჭიანურება გახდა ის დამატებითი მიზეზი, რომელიც აქეზებდა გარე მტრებს რაც შეიძლება მეტი ლუკმა წაეგლიჯათ ქართული ერისათვის. ქართული სამეფოების რუსეთთან კომუნიკაციას ძალიან განიცდიდა როგორც ოსმალური ისე სპარსული მხარე. მათ იცოდნენ რუსეთის იმპერიის სამხედრო პოტენციალის შესახებ და ასევე ცხადი იყო რომ რუსეთის მხრიდან სამხედრო დახმარება ნეგატიურად აისახებოდა მათ გავლენაზე კავკასიაში. რუსეთის იმპერიამ კი სამხედრო დახმარებას დროის გაწელვის მეთოდი არჩია, რითაც საბოლოოდ დაასუსტდა და დაუძლურდა ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოები. მიუხედავად იმისა თუ როგორ სავალალო მდგომარეობაში იმყოფებოდა საქართველო, რუსეთის იმპერატორები (ვერც იმპერატორი პავლე და ვერც ალექსანდრე) ვერ ბედავდნენ პირდაპირ გამოსულიყვნენ ქართული ქრისტიანული სამეფო დინასტიის გაუქმებისა და მათ ტერიტორიაზე თავიანთი — რუსული საიმპერატორო დინასტიის ჩანაცვლებით. ამის ნათელი მაგალითია ის რომ იმპერატორი პავლე ქართველ მეფეებთან კომუნიკაციის დროს თანხმდება ქართველ მეფეთა ტიტულატურის შენარჩუნაბაზე, ხოლო იმპერატორი ალექსანდრე კი პირდაპირ წინააღმდეგი იყო როგორც ქართული სამეფოების გაუქმებაზე ისე ქართლ-კახეთის შემოერთებაზე. მიუხედავად იმისა რომ რუსეთის მხრიდან ქართული სამეფოების დახმარება რუსეთის იმპერიას გიორგიევსკის ტრაქტატით უკვე იურიდიულად შეეძლო ის ამას არ აკეთებდა, რითაც ერთგვარად ცდილობდა ქართული მხარეს რუსეთის იმპერიისათვის უფრო დაბეჩავებული პოზიციიდან მიემართა. ყურადსაღებია ის ფაქტი რომ იმპერატორ პავლეს დროს მანიფესტით გამყარებული ურთიერთობა ეჭვის ქვეშ დააყენა იმპერატორმა ალექსანდრემ, იმ მოტივით რომ ეს რუსეთის სამეფო იმპერიისათვის მიუღებელი იყო გაეუქმებინა რომელიმე ქრისტიანული სამეფო დინასტია. აღნიშნული მეტად მტკივნეულად მიიღო როგორც ქართულმა მოსახლეობამ ისე თავადაზნაურობამაც, რადგანაც იმთავითვე ნათელი იყო თუ რა ბედი ეწეოდა საქართველოს ამდაგვარ აქეთ-იქეთ თამაშს. შესაბამისად ამ გათამაშებამ გამოიწვია იმპერატორ პავლესთან დადებული მანიფესტი ახალი მანიფესტით შეცვლილიყო. საბოლოოდ გამოვიდა ის, რომ რუსეთის იმპერია განგებ აჭიანურებდა საქმეს, რომ დასუსტებულ და დაკნინებულ ქართულ სამეფო-სამთავროებს თვითლიკვიდაციისათვის თვითონ მემართათ, ამ საქმეზე „ნეგატიურად“ განწყობილი რუსეთის იმპერიისათვის.

1799 წლის 26 ნოემბერი. პირველი რუსული რაზმის შემოსვლა თბილისში ივანე ლაზარევის მეთაურობით.

1798 წელს სპარსეთის მმართველი ბაბა-ხანი, რომელმაც შემდგომ მიიღო შაჰის ტიტული და დაერქვა ფათალი-შაჰი, შესთავაზა მეფე გიორგის შესულიყო მისი მფარველობის ქვეშ. მან ასევე დაჰპირდა რომ მმართველობაში გადასცემდა - შაქის, შირვანის, განჯას და ერევანის მხარეებს. შეწუხებული მეფე გიორგი პეტერბურგში გერსევან ჭავჭავაძის მიერ გადასცემს რუსეთის იმპერატორს მესიჯს არსებული ვითარების შესახებ, რის შემდეგაც იმის გამო რომ ამიერკავკასია საბოლოოდ არ დაკარგულიყო, იმპერატორი პავლე იძულებული შეიქმნა 1799 წლის 23 თებერვლის ბრძანებით საქართველოში გამოეგზავნა მხოლოდ ერთი რაზმი. ამავდროულად გიორგი მეფეს დაპირდა რომ მასაც აღიარებდა როგორც მეფეს და მის ძეს დავითს როგორც მემკვიდრეს. რაზმი თბილისში გენერალ-მაიორ ლაზარევის მეთაურობით 1799 წლის 26 ნოემბერს ჩამოვიდა. იმავე დროს თბილისში ჩამოდის სტატსკი სოვეტნიკ კოვალენსკის იმპრტატორის ინვესტიტურით. რაზმის გამოგზავნისა და აღიარების გამო 1800 წლის 18 იანვარს გახარებული მეფე რუსეთში გზავნის ელჩებს, ესენი იყვნენ: თავადები გერსევან ჭავჭავაძე, გიორგი ავალიშვილი და ელიზბარ ფალავანდიშვილი. არსებულმა ელჩებმა რუსეთში ჩაიტანეს 16 პუნქტისაგან შემდგარი ნოტა.

მისი აღმატებულება ქართლ კახეთის მეფე გიორგი და მთლიანად მისი ერი თანახმაა შევიდეს რუსეთის შემადგენლობაში და მტკიცედ დაიცვას რუსეთის იმპერიის კანონები; გაერთიანებისთანავე საქართველოს სამეფო გვარის წარმომადგენლებს შეუნარჩუნდეთ სამეფო სტატუსი და მემკვიდრეობა; საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულიყო 8000 მდე რუსი ჯარისკაცი; რუს სამხედროებს მმართველობაში გადაეცემოდათ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა საფორტეფიკაციო ნაგებობა; საქართველოზე უცხო ქვეყნის მხარის მიერ თავზე დასხმის შემთხვევაში ქართული მხარე ვალდებულებას იღებდა რუსულ ჯართან ერთად წინააღმდგომოდნენ მტერს; საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა მოქალაქეს უნდა ქონოდა ყველა ის უფლება რომელიც გააჩნდა იმდროინდელი რუსეთის რიგით მოქალაქეს.

იმისათვის რომ აღნიშნული პირობა ძალაში შესულიყო საჭირო იყო საქართველოს ელჩები ჩამოსულიყვნენ დადებითი პასუხით მეფე გიორგისთან, რათა პასუხი მიეღო, შეეფასებინა და აზრთა ორმხრივი თანხვედრის შემთხვევაში საბოლოოდ გაეშვა პეტერბურგში შეთანხმების გასაფორმებლად. აღნიშნული შეხვედრა ვერ გაიმართა იმის გამო რომ რუსეთიდან ჩამოსულმა საქართველოს ელჩებმა ვერ ჩამოუსწრეს გიორგი XII ცოცხალს. გიორგი მეფე გარდაიცვალა თბილისში 1800 წლის 28 დეკემბერს. გიორგი მეფის სიკვდილით, არსებული შეთანხმება საფრთხის ქვეშ დადგა, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ არსებული შეთანხმება ხელს არ აძლევდა რუსულ მხარეს, რომელიც არ მიესალმებოდა ქართული სამეფო ტიტულის შენარჩუნებას, ცდილობდა ქართული საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ ქართული სამეფო საგვარეულო არათუ ხელს უშლიდა მის განვითარებას, არამედ აფერხებდა ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნებას. სწორედ სამეფო გვარის მემკვიდრეებზე ნადირობა (შემდგომი მათი ქვეყნიდან მოცილებით და პეტერბურგში გადასახლებით) გახდა ის მიზეზი, რომლითაც საომარი კამპანიები მოაწყო ქართლ-კახეთის სამეფოს მეზობელ ქვეყნებში.

ქართლ-კახეთის სამეფო XIX საუკუნის ბოლოს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნის ბოლოს ქართლ- კახეთის სამეფო მოიცავდა ტერიტორიას რომელსაც ჩრდილოეთიდან საზღვრავდა კავკასიის მთავარი ქედი, დასავლეთით იმერეთი და ახალციხის საფაშო, სამხრეთით ყარსის საფაშო მდინარე არაქსით და გოკჩის ტბა რომელიც იყო ერევნის სახანისთან სასაზღვრო ზონა, აღმოსავლეთით კი მდინარე ჯაგორი (განჯის სახანოსაგან გამყოფი) და მდინარე ალაზანი გამყოფი საზღვარი ჭარელი ლეკებისაგან.

იმდროინდელი ზოგადი აღწერით ქართლში 1682, ხოლო კახეთში 324 სოფელი იყო. მოსახლეობა დაახლოებით 160 000 კაცს ითვლიდა. მოსახლეობის მდგომარეობა მეტად მძიმე იყო. გარეშე მტრების გარდა უბრალო კოსახლეობას ძარცვავდენ თავადაზნაურები, იყენებდნენ რა მუქთა დაქირავებულ შრომას. სამართალი წარმოებდა ზეპირად, ძლიერის პოზიციის მხრიდან. მოსახლეობა არ ცდილობდა შეეგროვებინა პროდუქტის რეზერვი.

პავლე I-ის 1801 წლის 18 იანვრის მანიფესტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : პავლე I-ის მანიფესტი.
რუსეთის იმპერატორი პავლე I

1801 წლის 18 იანვარს შედგა ახალი მანიფესტი რომელიც იმპერატორ პავლეს მიერ იყო ხელმოწერილი. მასში ეწერა გიორგი მეფის ყველა მოთხოვნა, თუმცაღა არაფერი არ იყო თქმული ქართული სამეფო დინასტიის ყოფნა არყოფნის შესახებ.

დავით ბატონიშვილი - ქართლ-კახეთის ტახტის მემკვიდრე

1801 წლის 16 თებერვალს აღნიშნული ტექსტი კარლ კნორინგის დავალებით გენერალ-მაიორმა ივანე ლაზარევმა სიონის საკათედრო ტაძარში წაუკითხა საზოგადოებას. თავდაპირველად ის რუსულ და ქართულ ენებზე იკითხებოდა ხოლო შემდეგ სომხური და თათრულ ენაზეც გავრცელდა თბილისში. მანიფესტის წაკითხვისთანავე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ანტონიმ გადაიხადა სამადლობელი პარაკლისი. მთელი დღე გაუჩერებლივ ირეკებოდა ეკლესიის ზარები.

მეორე დღეს 17 თებერვალს კვირას, მანიფესტი სომხურად გამოცხადდა თბილისის ვანქის სომხურ საკათედრო ტაძარში, რომელსაც ესწრებოდა სრულიად სომხეთის პატრიარქი იოსებ არღუთინსკი-დოლგორუკოვი. ვანქში ასევე იმყოფებოდნენ როგორც სომხური იქსე ქართული მაღალი წრის წარმომადგენლები. მანიფესტის შემდეგ ქადაგება წარმოსთქვა სომხეთის პატრიარქმა, რომელმაც უსურვა მთელ ერს რუსეთის იმპერიის ერთგული სამსახური.

იმისათვის რომ აღნიშნული მანიფესტი საზოგადოებას უმტკივნეულოდ მიეღო, კნორინგს დაევალა რომ თავადაზნაურობა დაეწინაურებინათ, ზოგი ხარისხით, ზოგი მედლით, ზოგი ანაზღაურებით. ლაზარევი თავის წერილებში ასევე წერდა, რომ იმდენად გახარებული იყო ქართული საზოგადოება მანიფესტის მიღებით და თავს ისე აღიქვამდნენ რუსებადო, რომ ქართველის დაძახება მათში გულისწყრომას იწვევდაო[1].

1801 წლის 6 მარტს რუსეთის იმპერიის სამთავრობო სენატმა გადაწყვეტა, რომ ქართლის, კახეთისა და სომხეთის ბაზაზე შეექმნათ საქართველოს გუბერნია.

1801 წლის 12 მარტს რუსეთის იმპერატორი პავლე I გარდაიცვალა, ქართულ მოსახლეობაში წარმოიშვა გაურკვევლობა, რადგანაც რუსეთის ტახტის ახალი იმპერატორი ალექსანდრე I სკეპტიკურად იყო განწყობილი მიეღო თუ არა საქართველო მისი მფარველობის ქვეშ. იმპერატორის აზრით რუსეთის იმპერიას არ ჰქონდა მორალური უფლება ლიკვიდაცია მოეხდინა ქართული სამეფოსი, თუმცა მის ამ აზრს სამთავრობო საბჭო არ ეთანხმებოდა. საბჭო მიიჩნევდა რომ დასუსტებული ქართული სამეფო დიდხანს ვერ იარსებებდა და შესაბამისად შედგა ისეთი პროექტი, რომელშიც იდო მუხლი რომ საქართველოს სამეფო გვარის წარმომადგენლები დაინიშნებოდნენ ქვეყნის გამგებლებად გენერალ-გუბერნატორის უფლებით, მაგრამ მეფის ტიტულით და ამავდროულად იყო გამოცხადებული შეცვლილი შინაარსის მატარებელი მანიფესტი. ამით ისარგებლა გიორგი მეფის მემკვიდრემ დავით ბატონიშვილმა და კიდევ ერთხელ სცადა სახელმწიფო სადავეები მის ხელში მოექცია. ლაზარევმა დაუთმო დავით ბატონიშვილს ქვეყნის მმართველობა, ხოლო კნორინგი, რომელიც იმპერატორ ალექსანდრესაგან დავალებული ჰქონდა საქართველოს შემოერთების მიზანშეწონილობა ადგილზე გაერკვია, დაარწმუნა რუსეთის იმპერატორი რომ საქართველოში რამდენიმე სამეფო გვარის ურთიერთქიშპობა ბოლოს მოუღებდა ქვეყანას. 1801 წლის აპრილის თვეში დავით ბატონიშვილის დავალებით კვლავ ჩავიდნენ პეტერბურგში ქართველი ელჩები რათა გადაეცათ იმპერატორისათვის ახალი მესიჯი რომ დანიშნულიყო საქართველოს სამეფო ტახტის რომელიმე მემკვიდრე საიმპერატორო მეფისნაცვლის თანამდებობაზე ოღონდ მეფის ტიტულით. თავისთავად რუსეთის მიერ შეერთებული ქვეყნის მომავალ მმართველად დავით ბატონიშვილი მოისაზრებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთის იმპერიაში შეუძლებელი იყო პარალელურად არსებულიყო სხვა სამეფო ინსტიტუტი, გადაწყდა ყველა სამეფო მეკვიდრის პეტერბურგში გასახლება.

ალექსანდრე I-ის 1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ალექსანდრე I-ის მანიფესტი.

ახალი მანიფესტი 1812 წლის 12 აპრილს გამოქვეყნდა, ხოლო 8 მაისს შეუდგნენ ახალი მთავრობის დაკომპლექტებას.

კარლ კნორინგის მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : კარლ კნორინგი.
კარლ კნორინგი

1801 წლის 24 მაისს თბილისში რუსეთის იმპერატორის დავალებით ჩამოდის კნორინგი, რომელსაც დაევალა ადგილზე გარკვეულიყო იმაში თუ რა სურდა ამჟამინდელ ქართველ ერს, რათა საბოლოო გადაწყვეტილება მიეღო იმპერატორს. თბილისში ჩამოსულმა კნორინგმა დაინახა რა ქავეყანაში არსებული ქაოსი, მასში დავით ბატონიშვილი დაადანაშაულა და წესრიგის აღსადგენად მოითხოვა რომ ყველაფერი დაბრუნებულიყო იმ ვითარებაში როგორიც იყო მანიფესტის გამოცხადების დროს. კნორინგი პეტერბურგში სამი კვირის შემდეგ ბრუნდება. მისი ჩასვლისთანავე იმართება კრება იმის თაობაზე ღირს თუ არა საქართველოს შემოერთება. აღნიშნულმა კრებამ რომელიც შედგებოდა გრაფ პ. სტროგანივის, გრაფ ვ. კოჩუბის, ნ. ნოვოსილცევის და თავადი ადამ ჩარტორისკისაგან უარყოფითად მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს შემოერთების შესახებ. აღნიშნული ვითარების ფონზე რუსეთის იმპერატორმა დიდი ფიქრის შემდეგ მაინც გადაწყვიტა რომ საქართველო შეეერთებინა რუსეთისათვის, რომლისათვისაც გამოსცა თავისი 1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტი.

მანიფესტის გამოქვეყნებისთანავე ალექსანდრე I -მა საჩუქარი გაუკეთა საქართველოს — გადასცა წმინდა ნინოს ჯვარი, რომელიც ისევ და ისევ ქართული მხარის საკუთრებაში იყო ვიდრე მანიფესტის გამოცხადებამდე, ხოლო ალექსანდრისეული მანიფესტის გამოცხადების შემდეგ გიორგი ალექსანდრეს ძე გრუზინსკიმ საჩუქრად გადასცა აღნიშნული ჯვარი რუსეთის იმპერატორს. ქართული მხარე დიდი სიხარულით შეხვდა წმინდა ნინოს ჯვრის ჩამობრძანებას საქართველოში.

1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტი საქართველოში 1802 წლის 12 აპრილს გამოცხადდა, ხოლო 8 მაისს კი საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს უზენაესი მთავრობა კნორინგის მეთაურობით. ამრიგად, ყოფილი ქართლ-კახეთის სამეფოს ტერიტორიაზე წარმოიქმნა რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციული ერთეული — საქართველოს გუბერნია. რუსეთის იმპერატორი დიდ იმედებს ამყარებდა კნორინგზე და იმედოვნებდა რომ იგი ხალხის სიყვარულს დაიმსახურებდა და დაუღალავად იშრომებდა ქვეყნის საკეთილდღეოდ, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი სხვანაირად მოხდა. მას შემდეგ რაც სადღესასწაულო ეიფორიამ ჩაიარა, კნორინგმა მთლიანად მმართველობა პეტრე კოვალენსკის გადასცა. ამ უკანასკნელმა კი თავისი მმართველობის დროს, მექრთამეობით და ინტრიგებში მონაწილეობით ცუდი რეპუტაცია დაიმსახურა. საბოლოოდ ყველაფერი დამთავრდა იმით რომ რუსეთის იმპერატორმა უუნაროდ ცნო კნორინგის მმართველობა და ხელმძღვანელობა პავლე ციციანოვს იგივე პავლე ციციშვილს გადასცა.

პავლე ციციანოვის მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : პავლე ციციანოვი.
პავლე ციციანოვი

1802 წლის 8 სექტემბერს დაინიშნა მთავარსარდლად საქართველოში (რუს. главнокомандующий в Грузии)[2]. 1803 წლის 1 თებერვალს ჩავიდა ტფილისში. 1804 წლის 25 ივნისს ერევანთან დაამარცა სპარსელები. იყო რუსეთის იმპერიის ერთგული მსახური: მან ქვეშევრდომობის დამადასტურებელი ხელშეკრულებები დადო ამიერკავკასიის სახანოებთან, სამეგრელოს მთავარ გრიგოლ დადიანთან და იმერეთის მეფე სოლომონ II–სთან (,,ელაზნაურის შეთანხმება"), აღკვეთა ლეკთა თარეში და შემოიერთა ჭარ-ბელაქანი, ბაგრატიონთა სამეფო საგვარეულოს წარმომადგენლები რუსეთში გადაასახლა.

პავლე ციციანოვის ინიციატივით შეიქმნა დებულება სათავადაზნაურო საგუბერნიო კრების შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა სამ წელიწადში ერთხელ გუბერნიისა და მაზრების თავადაზნაურთა წინამძღოლების არჩევას. მანვე გააუქმა მოურავობის ინსტიტუტი. ციციანოვმა საფუძველი ჩაუყარა მოსახლეობისგან დაცლილ ადგილებზე იმპერიისთვის კეთილსაიმედო ელემენტების ჩასახლებას. საქართველოში მან არაერთი სიახლის დაენერგვა სცადა: სელის, მატყლისა და ტყავის გადამამუშავებელი საწარმოების დაარსება, თეატრის გახსნა. აღწერა თბილისის მოსახლეობა და გახსნა კეთილშობილთა სასწავლებელი, რომლის მთავარ მიზანს მომავალი თაობისთვის რუსული ენის სწავლება წარმოადგენდა.

1806 წლის 8 თებერვალს ბაქოს ჰუსეინ-ყული ხანმა მოლაპარაკებისას მალულად შეიპყრო და მისი მოკვეთილი თავი ირანის შაჰს გაუგზავნა.

ივან გუდოვიჩის მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ივან გუდოვიჩი.
ივან გუდოვიჩი

1806 წლის 2 ივლისს საქართველოს მთავარმმართველად გრაფი ივან გუდოვიჩი დაინიშნა. მისი მართველობა სამი წელი გაგრძელდა. მისი მოღვაწეობისას დიდ ცვლილებები გუბერნიაში არ მომხდარა.

ალექსანდრ ტორმასოვის მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ალექსანდრ ტორმასოვი.
ალექსანდრ ტორმასოვი

1809 წლის 5 მარტს საქართველოს მთავარმმართველად ალექსანდრ ტორმასოვი დაინიშნა. მისი მართველობა წელიწადნახევარი გაგრძელდა და არაფერი სიახლით არ გამოირჩეოდა.

ფილიპ პაულუჩის მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ფილიპ პაულუჩი.
ფილიპ პაულუჩი

1811 წლის სექტემბერში საქართველოს მთავარმმართველად დაინიშნა ფილიპ პაულუჩი. მისი მოღვაწეობა ნაპოლიონის რუსეთზე გალაშქრებას დაემთხვა და შესაბამისად მის მოღვაწეობის დროსაც რაიმე მნიშვნელოვანი ძვრები არ მომხდარა გუბერნიაში.

ნიკოლაი რტიშჩევის მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ნიკოლაი რტიშჩევი.
ნიკოლაი რტიშჩევი

1812 წლის 16 თებერვალს საქართველოში დაინიშნა გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლაი რტიშჩევი. მისი მოღვაწეობის დროს სპარსეთი გააქტიურდა და რუსეტს სულ უფრო და უფრო თამამ მოტხოვნებს უყენებდა. ასევე გააქტიურდნენ ლეკები. მთიელებმა კი გადაკეტეს რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა - საქართველოს სამხედრო გზა. ამას ემატებოდა შავი ჭირი რომელიც ბობოქრობდა ქვეყანაში.

მიუხედავად გასაჭირისა და რუსეთის მოუცლელობისა გენერალმა ნიკოლაი რტიშჩევიმა შესძლო ყველა ზემოთხსენებული პრობლემის დაძლევა.

ალექსი ერმოლოვის მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ალექსი ერმოლოვი.
ალექსი ერმოლოვი

ივანე პასკევიჩის მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ივანე პასკევიჩი.
ივანე პასკევიჩი

პანკრატიევის მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გენერალ-ადიუნტანტი პანკრატიევი საქართველოს მართავდა სულ რამდენიმე თვე.

გრიგოლ როზენის მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : გრიგოლ როზენი.

1831 წლის აგვისტოს თვეში დაინიშნა გრიგოლ როზენი. 1835 წელს როზენის მიერ თბილისში გაიხსნა ახალი სამთავრობო დაწესებულება, სამშენებლო კომისია, რომელიც კურირებდა გზების მშენებლობის პროცესს.

ევგენი გოლოვინის მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ევგენი გოლოვინი.
ევგენი გოლოვინი

ევგენი გოლოვინის დროს 1841 წლის 1 იანვარს შეიქმნა საქართველო-იმერეთის გუბერნია.

საქართველოს გუბერნიის რუკა 1823 წ.
საქართველო ამიერკავკასიის მხარის რუკაზე 1833 წ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Акты Кавказской археологической коммисии, т. I, 516
  2. Кавказский календарь на 1845 годъ