ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი — სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი საქართველოში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1917 წლის 1 ივლისს თბილისში, აკადემიკოს ნიკო მარის მოთავეობით დაარსდა „კავკასიის ისტორიულ-არქეოლოგიური ინსტიტუტი“. ინსტიტუტის პირველ ნამდვილ წევრებად არჩეულები იყვნენ ექვთიმე თაყაიშვილი და გიორგი ჩუბინაშვილი. 1931 წელს ინსტიტუტს ეწოდა „კავკასიისმცოდნეობის ინსტიტუტი“, ხოლო 1936 წელს „აკადემიკოს ნიკო მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტი“ (ენიმკი). ენიმკი აერთიანებდა ქართველურ ენათა, კავკასიურ ენათა, ლექსიკოლოგიისა და სამეცნიერო ტერმიონოლოგიის, მახლობელი აღმოსავლეთის ენათა, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ანთროპოლოგიის, ისტორიის, ფილოლოგიის, ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილებებს, ფონეტიკისა და ნ. მარის კაბინეტებს. ინსტიტუტში მუშაობდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, სიმონ ჯანაშია, გიორგი ახვლედიანი, ნიკო ბერძენიშვილი, აკაკი შანიძე, ვარლამ თოფურია, არნოლდ ჩიქობავა, სიმონ ყაუხჩიშვილი და სხვები. ენიმკის დაარსებისთანავე მუდმივ კონსულტანტად მოწვეული იქნა ივანე ჯავახიშვილი.

1941 წლის 8 მაისს ენიმკი გაიყო და მის ბაზაზე შეიქმნა ორი ინსტიტუტი: „ისტორიის ინსტიტუტი“ და „აკად. ნ. მარის ენის ინსტიტუტი“. 1964 წელს ისტორიის ინსტიტუტს ეწოდა „ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი“, ხოლო 1977 წელს ინსტიტუტს გამოეყო და ცალკე შეიქმნა „არქეოლოგიური კვლევის ცენტრი“. 2006 წლიდან ინსტიტუტს ეწოდა გახდა „ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი“. 2010-იან წლებში ინსტიტუტი მელიქიშვილის ქუჩიდან გადავიდა უნივერსიტეტის ქუჩაზე.

დირექტორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]