საქართველოს გაზეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

„საქართველოს გაზეთი“ — პირველი ქართული ყოველკვირეული გაზეთი, ადგილობრივი ხელისუფლების ოფიციალური გამოცემა; დაარსდა 1819 წლის 8 მარტს თბილისში. 1820 წლიდან გამოდიოდა „ქართული გაზეთის“ სახელწოდებით. იბეჭდებოდა ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობების ბრძანებები, განკარგულებები, სტატიები რუსეთისა და საქართველოს საშინაო მდგომარეობაზე, საზღვარგარეთის ამბები, მოთხრობები, ანეკდოტები, განცხადებები და სხვა მასალა, რომელიც შესანიშნავად ასახავს ამ პერიოდის საქართველოს სოციალურ-პოლიტიკურ და კულტურულ ვითარებას. ტირაჟი დაახლოებით 150–200 ცალი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გუგუშვილი პ., ქართული ჟურნალისტიკა, ტ 1, თბ., 1941;