საქართველო XIV საუკუნეში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Sameba 16.jpg

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:

საქართველოს ისტორია

წინაისტორიული საქართველო
საქართველო ძვ. წ. VI-ახ. წ. III საუკუნეებში
საქართველო IV საუკუნეში
საქართველო V საუკუნეში
საქართველო VI საუკუნეში
საქართველო VII საუკუნეში
საქართველო VIII საუკუნეში
საქართველო IX-X საუკუნეებში
საქართველო X-XI საუკუნეებში
საქართველო XI საუკუნეში
საქართველო XII-XIII საუკუნეებში
საქართველო XIII საუკუნეში
საქართველო XIV საუკუნეში
საქართველო XV საუკუნეში
საქართველო XVI საუკუნეში
საქართველო XVII საუკუნეში
საქართველო XVIII საუკუნეში
საქართველო XIX საუკუნეში
საქართველო XX საუკუნეში
საქართველო XXI საუკუნეში
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

საქართველო XIV საუკუნის დასაწყისში. მონღოლთა ბატონობის შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIV საუკუნის დასაწყისიდან მონღოლებმა გააძლიერეს ბრძოლ დავით VIII-ის დასამორჩილებლად. საქართველოში არაერთხელ შემოვიდა ილხანთა ჯარი. მონღოლებმა სასტიკად მოაოხრეს ქართვლის დიდი ნაწილი. მეფე დავითი არაგვის ხეობაში იყო გამაგრებული. ზოგიერთი მოღალატე ფეოდალი მეფეს გამოექცა და მონღოლების მხარეს გადავიდა. მაგალითად ქსნის ერისთავი შალვა ქვენიფნეველი რომელიც მონღოლებმა თავისი ჯარის სარდლად დანიშნეს. ასევე მონღოლების მხარეს იბრძოდა შანშე მხარგრძელიც. აჯანყებულთა წინააღმდეგ განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ ოსები. მათი მთავარი ბაყათარი შალვა ქვენიფნელთან ერთად მოუძღოდა დამსჯელ ლაშქარს მთიულეთში. მეფის მხარეს ერდგულად იდგნენ- ჰამადა სურამელი, ჭილა ამირეჯიბი. ქართლის და სომხეთსი აზნაურთა დიდი ნაწილი და ადგილობრივი თემების მოსახლეობა- ხადელები და მთიულ მოხევეები. არაგვის ხეობაში მონღოლ ცეხენოსანს მოქმედება არ შეეძლო , ხოლო ქვეით ნაწილს ვიწრო ხეობაში ვერ იბრძოდა.

აჯანყებულებს მონღოლებმა ქსნის ხეობიდან ცრაზმის ხევით შეუტიეს. გადავიდნენ თუ არა ისინი არაგვის ხეობაში , მეფის ლაშქარმა ისინი მარტივად დაამარცხა. მონღოლი სარდალი დიდად დაზარალებული გამობრუნდა. მან ჯავრი ქართლზე იყარა და ააოხრა .ბრძოლა კიდევ დიდხანს გაგრძელდა მემატიანე წერს

” აქა ხუთ წელთა იყო ოხრება” ასეთ ვითარებაში ქვეყნის განვითარება წარმოუდგენელი იყო. ამას დიდი შიმშილობა მოჰყვა.

ვიკიციტატა
„ესოდენ გამძინდა შიმშილი ,მძორსა არაწმინდასა ურიდად ჭამდეს, სავსე იყვნეს უბანნი და ფოლოცნი, გზანი მინდორნი და ქლაქნი და სოფელნი მკუდარებითა , ყრმანი მკუდართა დედათა ძუძუტა ლეშთა სწოვდიანი“

.ასე აღგვიწერენ ჟამთააღმწერლები იმ უბედურებას რაც საქართველოს ატყდა თავს.

რადგან დავითის დამორჩილება არ ხერხდებოგდა, გიორგი V კი მცირეწწლოვანი იყო. ამიტომ ყაზან ყაენმა 1302 წელს მეფედ კვლავ ვახტანგ III დაამტკიცა. ძმებს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. კიდევ ერთი რასაც მემატიანე ამბობს არის , ვახტანგს არ სურდა დაპირისპირება ძმასთან დაპირისპირება და ბრძოლა მაგრამ თათართა შიშით შეება.

ამასობაში დავით VIII მძიმე სენით დაავადდა და ბრძოლის გაგრძელება აღარ შეეძლო. დავითს ვახტანგმა ჯავახეთი დაუთმო რომლის ცენტრი ალასტანი იყო. ყაზან ყაენი ამას თანხმდებოდა , რადგან მათთვის მთავარი იყო აჯანყებული მეფე არაგვის ხეობიდან გამოეყვანათ, რადგან ამ გზით ის უკავშირდებოდა ჩრდილოელ მონღოლებს და მათი შემოსევაც სწორედ აქედან იყო მოსალოდნელი. საქართველოს მეფე ვახტანგ III გამუდმებით მონაწილეობდა შორეულ ბრძოლებში,იგი ბრძოლაში გარდაიცვალა. მეფე წამოასვენეს და დაკრძალე ქალაქ დმანისში. ახალმა ყაენმა ოლჯაითუმ საქართველოს მეფედ დავით VIII-ის შვილი გიორგი VI (მცირე) დაამტკიცა.

საქართველოს მეფის ხელისუფლების დაქუცმაცება და ქვეყნის მთლიანობის მოშლა იყო მხოლოდ ერთ-ერთი იმ უარყოფითი შედეგთაგანი, რაც მონღოლთა ბატონობაამ მოუტანა საქართველოს . მონღოლები გამიზნულად ასუსტებდნენ მეფის და აძლიერებდნენ გავლენიანი ფეოდალების უფლებებს. ისინი მეფეს უფლებას არ აძლევდნენ დაესაჯა ან გადაეყენებია ურჩი პირები. მოიშალა სახელმწიფო წყობილება. დაეცა მეფის ხელისუფლების ავტორიტეტი. XIV საუკუნის დასაწყისისთის ქვეყანაში ერდროულად რამდენიმე მეფე იყო დასავლეთ საქართველო ცალკე იყო გამოყოფილი და იქ დავით ნარინის შთამომავლები მეფობდნენ. სამცხე ცალკეა გამოყოფილი ბექა ჯაყელის მეთაურობით.

მონღოლების მიერ ქვეყნის დაბყრობისთანავე , ქვეყანაში იწყება დამპყრობთან ბრძოლა. რასაც რეპრესიები, ხოცვა ჟლეტა და ქვეყნის აოხრება მოსდევდა. დიდი მსხვერპლი გაიღო ქართველამ ხალხმა მონღოლთა გაუთავებელ ბრძოლებში. ქვეყანა ნადგურდებოდა ოქროს ურდოსა და ილხანთა მონღოლებს შორის ბრძოლისას. ათასობით ქართველი ეწირებოდა მონღოლების შემოტანილ ეპიდემოიებს. მონღოლთა ბატონობის დროს ქვეყნის მოსახლეობა მკვეთრად შემცირდა. გავერანდა სოფლები და ქალაქები მოიშალა სარწყავი ნაგებობი, განადგურდა კულტურა-სამეურნეო ცხოვრება. მონღოლთა საგადასახადო სისტემამ ქვეყნის ეკონომიკა გააჩანაგა. ფეოდალთა დიდმა ნაწილმა დაკარგა ძალაუფლება. გამწვავდა ურთიერთობები მთასა და ბარში. ამიერ და იმიერკავკასიის მთის მოსახლეობამ , რომელიბიც ადრე საქართველოს მეფის ხელისუფლენბას ემორჩილებოდა დაიწყო ურჩობა. მთიელებმა ამოხოცეს ან გამოაძევეს მეფის და ეკლესიის მსახურები. ბოლოს შეტევაზეც გადმოვიდნენ. ამ ყველაფრით სარგებლობდნენ ოსები. პრაქტიკულად შეწყდა ქართული მეცნიერების და მწიგნობრობის განვითარება. ქართველებში უკულტურო მონღოლების წესებმა გაიდგა ფეხი.

საქართველო 1318 წლიდან 1386 წლამდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაშლილი ბიზანტიის იმპერია (ტრაპიზონის იმპერია)და საქართველოს 1300 წელს.
ჯვრის მონასტერი იერუსალიმში

გიორგი V-ის მეფობის დასაწყისში მონღოლთა სახელმწიფო ძალზედ დასუსტებული იყო, მაგრამ მას მაინც შესწევდა ძალა საქართველო იძულებით მორჩილებაში ჰყოლოდა. გიორგი V- მ სწორი გეგმა დაისახა. საჭირო იყო ქვეყნის გაერთიანება. ამისთვი გიორგიმ მონღოლთა გამოყენება გადაწყვიტა, მეფობის დასაწყისში გიორგი V მონღოლთა სამსახურში იყო. ქართლის აჯანყებებით შეწუხებული თათრები, გიორგის ერთგულებას ძალზედ აფასებდნენ. საყაენოში დაწყებული შინაომების დროს საქართველოს სამხედრო ძალას დიდი მნიშვნელობა ენჭებოდა, ამიტომ ყაენის საქართველოს გაერთიანების და გაძლიერების წინააღმდეგი არ იყო. გიორგი V-მ საყაენოში დაიმეგობრა მონღოლი დიდიებული ჩობა ნოინი რომელიც საყენოში ფაქტობრივად პირველი კაცი იყო. ოლჯაითუ ყაენმა საქართველოს მეფედ გიორგი VI კი დაამტკიცა მაგრამ მას მეურვედ გიორგი V დაუნიშნა . 1318 წელს ჩობა ნოინის სურვილით გიორგი V-ს დაუქვემდებარეს სხვა მეფე მთავრები ის მეფედ იქცა (1318-1346) . გიორგი V-მ ისარგებლა იმით რომ საყაენომ მას მოქმედების თავისუფლება მისცა და მან დაიწყო ურჩი დიდებულების დასჯას . მეფემ კახეთში ცივის მთაზე შეკრიბა ურჩი დიდებულები რომლებსაც ზურგს მონღოლები უმაგრებდნენ და დაუნდობლად გაუსწორდა. ამის შემდეგ დიდებულები მეფის სამსახირში ჩადგნენ.

ქვეყანაში ძალზედ დიდი პრობლემებს ქმნიდნენ ჩამოსახლებული ოსები, საქართევლსო მეფეებს მათთან ბრძოლა არ შეეძლოთ რადგან , ოსებს ზურგს მონღოლები უმაგრებდნენ. გიორგი V-მ მათ წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო სამწლიანი ალყის შემდეგ ქთველებმა აიღეს გორი და გადამთიელები საქართველოდან გააძევეს. უფრო მეტიც საქართველოს მეფის ხელისუფლება ჩრდილოელ ოსებზეც გავრცელდა.

გიორგი V-მ მონღოლთა ყაენისაგან მთელი რიგი შეღავათები მოუპოვა. საქართველოში მონღოლი ხარკის ამკრეფნი ვეღარ შემოდიოდნენ. შემცირდა საქართველოში მდგარი მონღოლი ჯარის რაოდენობაც სულ ერთი დუმანი ისიც საზღვრის დასაცავად. გიორგი მეფემ მონღოლებისაგან დასატური და შემწეობა მიიღო, საქართველოს გაერთიანებსითვის. 1329 წელს იგი დასავლეთ საქართველოში გადავიდა და ქუთაისი დაიკავა. დასავლეთ საქართველოს მეფე შორაპნიოს ერისთავად დანიშნა, დასავლეთ საქართველო ერთიანი მეფის ხელისუფლებას დაექვემდებარა. წინადხესულად მოიქცა გიორგი მეფე სამცხის შემოერთების საკითხში, ბექა ჯაყელის გარდაცვალების შემდეგ გამეფდა გიორგის ბიძა სარგისი. სრგის ჯაყელი გიორგი V ყველა საქმეში უჭერდა მხარს. როდესაც სარგისის გარადიცვალა გიორგი თვითონ ჩავიდა სამცხეში და სამცხის მთავრად ყვარყვარე I დანიშნა. ეს უკვე სამცხეზე საქართველოს მეფის გავლენას ნიშნავდა.

გიორგი V-ის სახელს უკავშირდება 1316-1317 წლის ელჩობა ეგვიპტის სასულთნოში. მოლაპარაკების შემდეგ საქართველოს დაუბრუნდა ჯვრის მონასტრი. ჯვრის მონასტერი მეჩეთად ქცეულიყო, მონასტრის გამოხსნა დავით VIII-ის სახელთანაა დაკავშირებული, მაგრამ როგორც ჩანს მუსლიმებს ტაძარი კვლავ მიუტაცებიათ და საჭირო იყო მისი ხელახალი გამოხსნა. ჯვრის მონასტერი ხელახლა გიორგი V-მ გამოიხსნა. ქართველებს უფლება ჰქონდათ იერუსალიმში ცხენებზე ამხედრებული და გაშლილი დროშით შესულიყვნენ.

XIV საუკუნის 30-იან წლებში გიორგის ინიციატივით მოწვეული იქნა საეკლესიო კრება. მონღოლთა ბატონობის შემდეგ წესრიგის დამყარება ეკლესიაშიც იყო საჭირო. გიორგი V-ის ინიციატივით შეიქმნა სამართლის წიგნი ”ძეგლისდება”. ძეგლის დება განკუთვნილი იყო ქართველი მთიელებისთვის. ამავე პერიოდში შეიქმან სახელმწიფო სამართლის მნიშვნელოვანი წიგნი ” ხელმწიფის კარის გარიგება”. მასში განსაზღვრული იყო სახელმწიფო კარის ეტიკეტი, სხვადასხვა მოხელეთა უფლებები და მოვალეობები. გიორგი V-მ აღადგინა სახელმწიფოს მართვის ტრადიციული წესები. გატარდა საფინანსო რეფორმა. მოიჭრა ვერცხლის ფული რმელსაც გიორგაული თეთრი ეწოდა.

1327 წელს ყაენ აბუ-საიდის ბრძანებვით მოკლეს ჩობა-ნოინი, რის შედეგადაც საყაენოში დაიწყო შიდაომები, ამით ისარგებლა გიორგიმ და საქართველოში მდგარი მონღოლთა ჯარი გააძევა. ასე დასრულდა მონღოლთა თითქმის ასწლიანი ბატონობა.

საშინაო პრობლემების მოგვარების შემდეგ გიორგი V-მ აქტიური საგარეო პოლიტიკის წარმართვა დაიწყო. საქართველო აქტიურად ჩაერია ტრაპიზონის იმპერიის საქმეებში. საქართველოს მეფეს აქტიური ურთიერთობები ჰქონდა რომის პაპ იოანე XXII-თან. პაპის ბრძანებით კათოლიკური ცენტრი სმირნიდან , მდებარეობდა მცირე აზიის ნახევარკუნძულზე, თბილისში გადმოიტანეს. ეს საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტის ზრდას მიუთითებს. ეგვიპტის სულთანმა ქართველებს ნება მისცა იერუსალიმში აეშენებინათ ტაძარი.

გიორგი V-ს ურთიერთობები ჰქონდა საფრანგეთის მეფე ფილიპე VI ვალუასთან. რომელსაც წმინდა მიწის დასახსნელად 30 000-იანი არმიით დახმარებას ჰპირდებოდა. საქართველოს ეკონომიკის განვითარებას ხელს უწყობდა სავაჭრო ურთიერთობები ვენეციასთან და გენუასთან. გიორგი V-ს ასეთი წარმატებების გამო მადლიერმა ხალხმა ბრწყინვალე უწოდა. გიორგი V ბრწყინვალე 1346 წელს გარადიცვალა.

ტახტი დაიკავა მისმა ვაჟმა დავით IX-მ (1346-1360). დავითი მონაწილეობდა ისეთ მნიშვნელოვან მოვლენებში როგორიც იყო ოსებს წინააღმდეგ ბრძოლა. 1348 წელს საქართველოში მონღოლებისაგან შავი ჭირი გავრცელდა რასაც დიდძალი ადამიანი ემსხვერპლა. ეს სენი დიდხანს გაგრძელდა საქართველოში , შემდეგ დასავლეთ ევროპაში გავრცელდა სადაც აგრეთვე დიდი მსხერპლი გამოიწვია. 1360 წელს გარადიცვალა დავით IX სამეფო ტახტი ბაგრატ V-მ დაიკავა (1360-1393).მას ისტორიკოსები დიდ და სახელოვან მეფეს უწოდებენ. ბაგრატს მისი მეფობის წლებში დიდი აღდგენითი და აღმშენებლთი ფუნქციები უწარმოებია.მაგრამ საქართველოსთვის ეს მშვიდობიანი პერიოდი დიდხანს არ გაგრძელებულა ბაგრატ V-ის მეფობის ბოლო წლებში ქვეყანას დიდი უბედურება დააწტდა თემურ-ლენგის სახით.

თემურ-ლენგის შემოსევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩაღატას სახანო
თემურლენგის იმპერია, 1365-1405 წწ.
თემურლენგი

შუააზიელი მონღოლთა შთამომავალმა თემურმა კვლავ გააერთიანა მონღოლთა ურდოები და მიზნად დაისახა ჩინგის ყაენის დროინდელი იმპერიის აღდგენა. ის ძალზედ სასტიკი იყო , მისთვის არაფერს ნიშნავდა ცალკეული ხალხის განადგურება. ძველად ამბობდნენ სადაც თემური გაივლიდა , იქ მხოლოდ უკაცრრიელი უდაბნო და აკვაბლებული ნასახლარები რჩებოდა. თემურმა მოღვაწეობა ყაჩაღთა ბრბოს მეთაურობით დაიწყო. იგი თავს ესხმოდა ვაჭართა ქარავანებს ,ერთ-ერთი ასეთი თავდასხმის დროს ის დაიჭრა და სამუდამოდ დაკოჭლდა. ამიტომ შეარქვეს მას ლენგი რაც სპარსულად კოჭლს ნიშნავს. ლენგით ხალხი თემურის სულიერ სიმახინჯეზე მიუთითებდნენ და არა ფიზიკურ ნაკლზე. შუა აზიაში თემური ჩაერთო ჩაღათას შთამომავლებსა და ცაალკეულ ემირებს შორის ბრძოლაში. თემური ხან ერთ მხარეს იდგა ხან მეორეს . მისთვის ჩვეული იყო ღალატი და მოწინააღმდეგეს მხარეს გადასვლა. ასეთი გზით თემურმა შუა აზიაში ჩაიგდო ძალაუფლება ხელში , აქედან ის შეჭრა ადარბადაგანში რომლის მფლობელობაზე პრეტენზიას ოქროს ურდოს მბრძანებელი თოხთამიშ-ხანი აცხადებდა.

ამ დაპირისპირებაში საქართველო თავდაპირველად ოქროს ურდოს მონღოლებს უჭერდა მხარს, ბაგრატ V ჩრდილოელ მონღოლებთან ერთად ადარბადაგანშიც იბრძოდა. ჩაღათაელთა ურდოების ადარბადაგაში შემოჭრისთანავე თოხთამიში უბრძოლველად გაეცალა მათ და თავის სამფლობელოში დაბრუნდა. თემურ ლენგი კი მთელი თავისი ძალით საქართევლოსკენ დაიძრა.

1386 წლის გვიან შემოდგომას თემურ-ლენგი საქართველოში შემოიჭრა და თბილისს მოადგა. თბილისის კარგად გამაგრებული იყო და მის დაცვას თვით ბაგრატ V ხელმძღვანელობდა. მონღოლთა ბრძანებელმა საგანგებო ზომები მიიღო თბილისისი ასაღებად. მისი მოიერეიშე ძალები იყენებდნენ სპეციალურ დიდი ზომის ფარებს რათა თავი დაეცვათ მოწინააღმდეგის ნასროლი ისრებისაგან და ქვებისაგანი. მონღოლები გამოიყენებდნენ ლოდსარტყოცნ და ცეცხლმსროლელე არტილერიას. 1386 წლის 21 ნოემბერს მონღოლებმა თბილისი აიღეს. მათ აქ დაატყვევეს ბაგრატ მეფე, მისი ცოლი და შვილი. ქართლში უმაგალითო ხოცვა ჟლეტა გაიმართა , მონღოლებმა საქართველოდან ბევრი ძვირადღირებული ნივთი გაიტანეს. ტყვეებიც ბევრი გაირეკეს და გამოსაზამთრებლად ყარაბახში გადავიდნენ.

თემურ-ლენგი საქართველოსთან წარმოებული ბრძოლებისას აცხადებდა რომ მისთვის მთავარი იყო ამ ქვეყნის გამაჰმადიანება. ამიტომ ტყვედ მყოფ ქართველ მეფეს მოსთხოვა ისლამის მიღება. ბაგრატმა დიდი ყოყმანის შემდეგ დათანხმდა, მაგრამ ეს სინამდვილეში ტაქტიკური სვლა იყო. თემურ-ლენგმა ბაგრატი გაათავისუფლა და სამშობლოში გამოუშვა და თან 12 000-იანი არმია გამოაყოლა. რათა ამ ჯარით მთელი ქვეყანა მოექცია ისლამაზე. ბაგარტი ფარულად შეუთანხმდა შვილს და საქართველოში შემოსულმა მონღოლები გაანადგურა. განრისხებული თემურ ლენგი , მიუხედავად იმისა რომ სხვა მიმართულებით აპირებდა წასვლას გალაშქრებას, კვლავ საქართველოს წიანაღმდეგ დაიძრა . მოსახლეობა მთებში გაიხიზნა, გაამაგრეს ციხეები და ჯარიც გაამზადეს. ქართველებმა მონღოლებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს მაგრამ ძალათა უპირატესობა თათართა მხარეს იყო. ქართველებმა უკან დაიხიეს და თავი ციხეებს და მიუვალ ადგილებს შეაფარეს. მაგრამ ბრძოლა უკვე თემურ-ლენგს აღარ შეეძლო , რადგან კავკასიაში თოხთამიშ-ხანი გამოჩნდა აურაცხელი ჯარით. თემურ ლენგმა საქართველოსთან ბრძოლა შეწყვიტა და უკან დაბრუნდა.

თოხთამიშ-ხანთან ბრძოლას და შუა აზიის აჯანყების ჩახშობას დიდი დრო დასჭირდა. ამის შემდეგ თემურ-ლენგმა სირიაში და ბაღდადში ილაშქრა და მალე საქართველოს მოადგა. მონღოლებმა სამცხე მოარბიეს 1394 წელს კი არაგვის ხეობაში შეიჭრნენ. მას სურდა ამ ხეობის ხელში ჩაგდება რათა დარიალის გზით უქრიოს ურდოს შემოჭრის საშუალება არ ჰქონოდა.

1393 წელს მეფე გახდა ბაგრატის მემკვიდრე გიორგი VII (1393-1407). მისი მეთაურობით ქართველებმა არაგვის ხეობაში მტერს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. მონღოლებმა ამ ხეობის ხელში ჩაგდება ვერ შესძლეს. ამასობაში თემურ-ლენგმა გაიგო რომ თოხთამიშ-ხანი დარუბანდის გზით კავკასიაში შემოჭრილიყო, თემურ-ლენგი მაშინათვე ოქროს ურდოს წინააღმდეგ საბრძოლველად გაემართა. ამასობაში ოქროს ურდოს მონღოლებმა უკან დახევა დაიწყეს თემური მათ დაედევნა და მდინარე თერგის შესართავთან სასტიკად დაამარცხა. მან აიღო და დაანგრია ოქროს ურდოს დედაქალაქი. მან აგრეთვე მოარბია ჩრდილოეთ კავკასია და იქ საგანგებო ზომები გაატარა მაჰმადიანობის გასავრცელებლად. თემურ ლენგის გამოჩენამდე ჩრდილოეთ კავკასია ქართული კულტურის დიდ გავლენას განიცდიდა. მონღოლთა გაბატონების შემდეგ ეს ურთიერთობები შეფერხდა . თემურ-ლენგმა კი სპეციალური ღონისძიებები გაატარა რათა ეს ხალხი საქართველოსთვის დაეპირისპირებინა. ჩრდილოეთ კავკასიაში დაანგრია მრავცალი ქრისტიანული ტაძარი, მოსახლეობას კი მაჰმადიანობა მიაღებინა. ჩრდილოეთ კავკასიაში წარმატებული ლაშქრობის შემდეგ ის შუა აზიაში დაბრუნდა. ირანის და კავკასიის საქმეების გამგებლად კი მისი შვლი მირანშაჰი დატოვა. გიორგი VII ისარგებლა იმით რომ მონღოლთა ძირითადი ყურადღება ინდოეთთან ბრძიოლაზე იყო გადატანილი და მონღოლებზე შეტევაზე გადავიდა. დავითმა ალყისაგან გაათავისუფლა ალინჯის ციხე და დატყვევებისაგან იხსნა თავისი მოკავშირე ბატონიშვილი თაჰერი. ამან თემურ-ლენგში დიდი გულისწყრომა გამოიწვია და ინდორეთთან დასრულებული ბრძოლის შემდეგ მთელი ძალით საქართველოსკენ გამოემართა.

1399 წელს თემურ-ლენგი თავისი მრავალრიცხოვანი ურდოთი გამოჩნდა საქართველოს საზღვრებთან. იგი ამ ლაშქრობისთვის საგანგბოდ მოემზადა. ძირითადი ლაშქრიდან გამოყო რჩეული მეომრები დაუკავშირდა საქართველოს მეზობელ შაქ-შირვანს და 100 000-იანი არმიით კახეთ-ჰერეთს შეესია. კახელებმა ადგილობრივი ერისთავის ხიმშია აბაშიძის მეთაურობით გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწიეს მომხდურებს . მონღოლები ნაცარტუტად აქცევდნენ დასახლებულ პუნქტებს, ანგრევდნენ ეკლესია-მონასტრებს, დაუნდობლად ჟლეტდნენ მოსახლეობას.მონღოლები ანადგურებდნენ ყველაფერს რადგან ქეყნის ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაში ჩაეგდოთ.მონღოლთა თარეში კახეთში ერთ თვეს გაგრძელდა. მხოლოდ მას შემდეგ რაც მოსულმა დიდმა თოვლმა გზები ჩაკეტა , დატოვეს კახეთ-ჰერეთი და მთავარ რაზმს შეუერთდა.

საქართველოს წინააღმდეგ ახალი ლაშქრობის დაწყების წინ თემურ-ლენგმა გიორგი VII-ეს უსიტყვო მორჩილება და მასთან თავშეფარებული თაჰერ ბატონიშვილის გადაცემა მოითხოვა. მემატიანეს მტკიცებით ქართველ მეფეს მონღოლი მბრძანებლისთვის საკადრისი პასუხი გაუცია ” არ არის ჩვენი ნათესავთ წესი შეხვეწილი კაცი ვისმე მივცეთ”. გიორგი მეფე ითვალისწინებდა იმასაც თუ რა გეგმები ჰქონდა თემურ-ლენგს საქართველოსთან მიმართებაში, სრული დაპყრობა და გამაჰმადიანება. ამიტომ გადაწყვიტა დამპყრობლებთან სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა გაემართა. ვიდრე ასეთი დათმობით ქვეყანა გადაშენების გზაზე დაეყენებინა. გადამწყვეტი ბრძოლა გოგჩის ტბასთან, სომხეთში მოხდა. ქართველებმა დაუნდობელი წინააღმდეგობა გაუწიეს ჩაღათაელებს მაგრამ ძალათა რაოდენობა არათანაბარი იყო. როგორც მემატიანე გვაუწყებს

” ურიცხვი სპამი მოისრნეს პირითა მახვილითა ქართველთა მიერ, როლო ლენგ-თემური გამოცდილი იყო და უწყოდა ქართველთა ომისა სიფიცხედა ადრე სამაშვრალე, ამისთვისცა დაღა ითმინა, ვიდრემდის დიდად დაშვრეს ომისაგან ქართველნი”.

მას შემდეგ რაც ქართველები დაიღალნენ და იარაღიც დაემტვრათ , თემურ ლენგმა შეტევა დაიწყო და ქართველები აიძულა უკან დაეხია. ქართველებმა სიმაგრეებს და მთენბს შეაფარა თავი. ამ ბრძოლის შემდეგ მონღოლები ქვემო ქართლში შემოიჭრნენ. ამ ამბის მომსწრე ქართველი ისტორიკოსი ავგაროზ ბანდაისძე გვაუწყებს ” მტრის ჯარმა დაფარნა ყოველნი მინდორნი, მთანი და ტყენი , კლდენი და ხევნი, ვითარცა ზღვამან დაფარა ყოველი ესე ქუეყნა”. მონღოლები არ ინდობდნენ არავის, ისინი უმოწყალოდ ხოცავდნენ მთებში შეხიზნულ მშვიდობიან მოსახლეობას. ქვემო ქართლში მონღოლებს 15 ციხე აუღიათ ,ამის შემდეგ მათ თბილისიც აიღეს და იქ გარნიზონები ჩააყენეს. მონღოლთა ლაშქარი მუხრანთან დაბანაკდა და აქედან დაიწყეს ქართლის სხვადასხვა კუთხეების დალაშქვრა. მტერს დიდი წინააღმდეგობა გაუწია ქსნის ერისთავმა ვირშელმა , ასევე საამილახვროს მფლობელმა ჯანიბეგ ზედგინიძემ. დიდი ბრძოლების შემდეგ ეს მთავრები ტყვედ ჩავარდნენ. მონღოლთა მთავარი მიზანი, ქვეყნის სრული დაპყრობა და დავით მეფის დაჭერა მაინც ვერ მოახერხეს. მონღოლებმა აიღეს გორის ციხე.

ჩაღათაელი მონღოლები გადავიდნენე , მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე შვიდი დღის ბრძოლის შემდეგ კი მან აღო ძამის ციხე. სადაც მეფე გიორგი იყო გამაგრებული. საქართველოს მეფემ ხმლით გაიკაფა გზა და მტრებს თავი დააღწია. გიორგი VII დასავლეთ საქართველოში გადავიდა. მონღოლებმა ამჯერად დასავლეთ საქართველოში შეჭრა ვერ გაბედეს და ისევ საცხეს შეესივნენ. აქედან არაგვის ხეობაში გადავიდნენ, გზათ მონღოლებმა დააქციეს ქართული ეკლესია-მონასტრები. მათ შორის რკონის ეკლესია და ქვათახევის ტაძარი. მათ შეამწყვდიეს ბერ მონაზვნები და ცეცხლში გამოწვეს. დაარბიეს მცხეთა , დააქციეს სვეტიცხოვლის ტაძარი. არაგვის ხეობის მოსახლეობამ გადამთიელებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს. აქაც ცხარე ბრძოლის შემდეგ შესძლეს მონღოლებმა ციხეების აღება. არაგვის ხეობის შემდეგ თემურ-ლენგი სამხრეთ საქართველოს შეესია. აქაც მონღოლებმა ისე სასტიკად იქცეოდნენ როგორც დანარჩენ საქართველოში. ასეთი უმაგალითო ბრძოლის მიუხედავად მონღოლებმა მაიც ვერ შესძელეს საქართველოს დაპყრობა და მეფე გიორგის ხელში ჩაგდება.

1401 წელს თემურ-ლენგმა საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა შეწყვიტა. რადგან წინა აზიაში დიდი ბრძოლისთვის ემზადებოდა, თემურ-ლენგმა საქართველსოთან ზავიც დადო. რათა ზურგი უზრუნველყოფილი ჰქონოდა. 1402 წელს მან ანგორასთან ბრძოლაში სატიკად დაამარცხა თურქ-ოსმალები და ტყვედ მათი სულთანი ბაიზელ I იგდო. ამის შემდეგ ის კვლავ საქართველოსკენ დაიძრა 1403 წელს თემურ-ლენგი უკანასკნელად მოადგა საქართველოს. გიორგი მეფემ მოლაპარაკების გზით სცადა ახალი შემოსევის თავიდან აცილება მაგრამ უშედეგოდ. მონღოლებმა საქართველოს დარბევა ქვემო ქართლიდან დაიწყო. მათ დიდი ბრძოლების შემდეგ აიღეს ბირთვისის მიუალი ციხე. ბირთვისის აღების შემდეგ ის დასავლეთ საქართველოსკენ დაიძრა სადაც გიორგი მეფე ეგულებოდა. აქამდე მონღოლები დასავლეთ საქართველოში გადასვლას ერიდებოდნენ . დასავლეთ საქართველოში ის ისევე სასტიკად და დაუნდობლად იქცეოდა როგორც საქართველოს სხვა მხარეებში. სპარსელი ისტორიკოსის ცნობით დასავლეთ საქართველოში 700 დაბა და მონასტერი იქნა დარბეული. ზამთრის მოსვლამ თემურ-ლენგი აიძულა უკან გაბრუნებულიყო. მან ზავი შესთავაზა საქართველოს მეფეს , თემურ-ლენგმა ხელი აიღო საქართველოს გამაჰმადიანებაზე. ამ ზავით საქართველო კვლავ ქრისტიანულ ქვეყნად რჩებოდა თავისი მეფით. საქართველოს მხოლოდ ხარკის და მეშველი ჯარის გამოყვანა ევალებოდა.