საქართველოს გუბერნია
საქართველოს გუბერნია | ||||
| ||||
---|---|---|---|---|
![]() საქართველოს გუბერნიის რუკა 1801 წ. | ||||
დედაქალაქი | ტფილისი | |||
საქართველოს გუბერნია (რუს. Грузинская губерния) — რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული 1801-1840 წლებში. ადმინისტრაციული ცენტრი — ტფილისი.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საქართველოს გუბერნია შეიქმნა ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შედეგად, 1801 წლის 12 სექტემბერს[1] ალექსანდრე I-ის მანიფესტის საფუძველზე[კ 1].
1801 წლის 11 აპრილს, სამთავრობო სენატმა გადაწყვიტა, რეგიონში სიმშვიდის შენარჩუნების მიზნით გაეტარებინათ შემდეგი ღონისძიებები:
- დაეტოვათ ყველა რუსული საჯარისო შენაერთი რომელიც იმ მომენტისათვის საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა;
- ქვეყანაში დაეფუძნათ რუსული მმართველობა და გუბერნია დაეყოთ 7 მაზრად, რომლის მმართველად დაენიშნათ სამოქალაქო გუბერნატორი, რომელიც შეითავსებდა სამოქალაქო და მხედრო საქმეებს.
1812 წელს მოხდა მისი საზღვრების გაზრდა ბუხარესტის შეთანხმების საფუძველზე.
საქართველოს გუბერნიის გაუქმება დამტკიცდა ნიკოლოზ I-ის ბრძანებით[2] 1840 წლის 10 აპრილს, ხოლო ძალაში შევიდა 1841 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს გუბერნიის, იმერეთის ოლქისა და სომხეთის ოლქის ბაზაზე შეიქმნა საქართველო-იმერეთის გუბერნია.
საქართველოს გუბერნიისა და იმერეთის ოლქის რუკა 1823 წ.
ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქართლ-კახეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა დვალეთი, ხევი, მთიულეთი, ფშავ-ხევსურეთი, თუშეთი, შიდა ქართლი, თრიალეთი, სომხითი, კახეთი (მტკვარ-ალაზნის შესართავამდე და ჭარ-ბელაქანის რაიონის გამოკლებით), ასევე ყაზახისა, ბორჩალოს, შამშადილის ყოფილი სახანოები, რომლებსაც მეფის მოურავები განაგებდნენ.
აღნიშნულ რეგიონზე ჩამოყალიბდა საქართველოს გუბერნია, რომელიც მისი დაარსებისთანავე დაიყო 5 მაზრად:
1838 წლის მდგომარეობით 5 მაზრის პარალელურად ირიცხებოდა 4 დისტანცია (ყაზახის, შამშადილის, ბორჩალოს და ბომბორი-შურაღელის დისტანციები) და 3 მონაკვეთი (თუშეთის, ფშავის და ხევსურეთის)[3].
გუბერნიის ხელმძღვანელობის შტატი განისაზღვრა შემდეგნაირად:
- მთავარსარდალი და მმართველი (რუს. Главнокомандующий и Правитель). პირველ მთავარსარდალად დაინიშნა კარლ კნორინგი.
- საქართველოს უზენაესი მთავრობა (რუს. Верховное Грузинское Правительство) - დაფუძნდა 8 მაისს თბილისში.
წინა დღით თბილისის კომენდატმა, პოლიცმეისტერისა და სამხედრო რაზმის თანხლებით საყვირის ხმით აუწყა მოსახლეობას რომ მეორე დღეს დილის 8 საათზე იგეგმებოდა საქართველოს უზენაესი მთავრობის საზეიმო გახსნა.
8 მაისს დილის 7 საათიდან ქვემეხების გასროლით დაიწყო დღე. 9-ის ნახევრისთვის ქალაქის ეკლესიებში დაიწყო სადღესასწაულო წირვა. კოვალენსკი ქართველ თავადაზნაურების თანხლებით ეახლა საქართველოს მთავარსარდალ კნორინგს და პროცესიის დასაწყებად მზადყოფნა აუწყა. დასაწყისშივე საზეიმო სიტყვით გამოვიდა პირველი ხარისხის მოხელე იოანე ორბელიანი. დასასრულს მოეწყო მსვლელობა სიონისკენ. მსვლელობისას იოანე ორბელიანსა და ანდრონიკაშვილს თან მიჰქოდთ საზეიმოდ განლაგებული „გუბერნიის დაფუძნების საიმპერატორო ბრძანება“ და მანიფესტი. სიონში მისულებმა აღნიშნული ორი დოკუმენტი ამბიონზე განლაგებულ მაგიდებზე დააბრძანეს და დაიწყო საეკლესიო მსახურება. წირვას ასრულებდა თბილელი მიტროპოლიტი არსენი.
წირვის შემდეგ მონაწილე თავადაზნაურობა და სამღვდელო დასი მოვლენის აღსანიშნავად შეიკრიბა საქართველოს მთავარსარდლის სახლში. დღემ საზზეიმო ვიტრებაში ჩაიარა. ისმოდა ქვემეხების საზეიმო გასროლის ხმა, ქალაქი კი სრულად იყო განათებული.
აღმასრულებელ ექსპედიციას დაევალა ხუთივე მაზრაში შეექმნათ საპოლიციო განყოფილებები, რომლებსაც უხელმძღვანელებდნენ რუსი კაპიტან-ისპრავნიკები, ხოლო დამხმარედ ეყოლებოდა ორ-ორი ქართველი თავადაზნაური. სწორედ ამ ჯგუფებს დაევალათ მაზრებში სააღსრულებლო ფუნქციების შესრულება. მაზრის საპოლიციო დაწესებულებებს კი შესაბამისად ექვემდებარებოდა, მაზრაში არსებული ქალაქებში სპეციალურად დანიშნული კომენდატები, რომლებიც ასევე იყვნენ რუსი ოფიცრები ხოლო დამხმარედ ჰყავდათ პოლიცმეისტერები (ნაცვალები) ქართველი თავადაზნაურების სახით. მათთვის შეიქმნა სპეციალურად პოლიციის კანცელარია ანუ ქალაქის პოლიციის სამმართველო.
ამის გარდა მაზრებში შეიქმნა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურები რომლებთაც ევალებოდათ გუბერნიაში წესრიგის დაცვა.
კნორინგმა გუბერნიაში შემოიტანა წესების ერთობლიობა, რომლებშიც მოყვანილი იყო საზოგადოების წევრებს შორის ურთიერთობის წესები. ეს წესები პოლიციის წესდებასთან ერთად წარედგინა იმპერატორს 1802 წლის 12 ივლისს.
1802 წელს საქართველოს უზენაესი მთავრობამ საბოლოო სახე მიიღო და დაიწყო ფუნქციონირება. 1803 წლის 19 ივნისს რუსეთის იმპერიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება შეექმნათ პროკურორის თანამდებობა, რომელსაც დაევალებოდა თვალყურის დევნა საქართველოს უზენაეს მთავრობის საქმიანობაზე.
საქართველოს გუბერნიის მმართველების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- კარლ კნორინგი, საქართველოს მთავარსარდალი (1801 წლის 12 სექტემბერიდან — 1802 წლოს 11 სექტემბრამდე)
- პავლე ციციანოვი, საქართველოს მთავარსარდალი (1802 წლოს 11 სექტემბრიდან — 1806 წლოს 8 თებერვლამდე)
- ივან გუდოვიჩი 1806 – 1809
- ალექსანდრ ტორმასოვი 1809 - 1811
- ფილიპ პაულუჩი 1811 - 1812
- ნიკოლაი რტიშჩევი 1812 – 1817
- ალექსი ერმოლოვი 1817 – 1827
- ივანე პასკევიჩი 1827 – 1830
- გრიგოლ როზენი 1830 – 1837
- ევგენი გოლოვინი 1837 – 1841
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Манифест о присоединении Грузинского царства к России. 18 января 1801 г. ПСЗ-I. Т.26. № 19.721.
- Именной указ, данный Сенату. Об учреждении внутреннего в Грузии управления. - С приложением Манифеста к грузинскому народу, постановления внутреннего управления Грузии и штата. 12 сентября 1801 г. ПСЗ-I. Т.26. № 20.007.
- Высочайше утвержденный плакат "Об учреждении Верховного Грузинского Правительства в Тифлисе". 12 сентября 1801 г. ПСЗ-I. Т.26. № 20.009.
- Именной указ, данный Сенату. "О дополнительных правилах к Положению об управлении Грузией 12 сентября 1801 г. состоявшемуся". 13 мая 1805 г. ПСЗ-I.Т.28. № 21.753.
კომენტარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑
„ данный Сенату "Об учреждении внутреннего в Грузии управления". С приложением манифеста к Грузинскому народу, постановления внутреннего управления Грузии и штата § 1. Сделав все нужные соображения о Царстве Грузинском, на каком основании признали Мы нужным постановить его управление, Правительствующий Сенат усмотрит из препровождаемого при сем Манифеста к Грузинскому народу и из постановления, которое поручили Мы Нашему Генерал-Лейтенанту Кноррингу в том краю обнародовать и привести в исполнение, и с коего прилагается при сем список. Сходно сему постановлению и приложенному при нем штату Правителем Грузии Всемилостивейше повелеваем быть Действительному Статскому Советнику Каваленскому; Начальники Экспедиции Верховного Грузинского Правительства и прочие чины от Правительствующего Сената зависящие имеют быть определены по представлению Главнокомандующего из достойнейших и способнейших чиновников, предоставляя ему непосредственно избрание и определение Комендантов и чинов в Полицейские должности по данному ему особенно наставлению. Суммы на содержание по всем предметам в штате означенным повелели Мы заимствовать из доходов той земли, давая в них отчет Государственному Казначею. Впрочем Правительствующий Сенат не оставит по переводе Манифеста к Грузинскому народу на Грузинский язык и по напечатании в достаточном количестве экземпляров, доставить его к Генерал-Лейтенанту Кноррингу для надлежащего обнародования.
“
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Полное собрание законов Российской империи, собрание 1-ое, т. XXVI, ბრძ. 20.007, გვ. 781
- ↑ Полное собрание законов Российской империи, собрание 2-е, т. XV, ბრძ. 13.368, გვ. 237
- ↑ «Сборник материалов для описания Тифлисской Губернии», 1870