შინაარსზე გადასვლა

ოთარ ჯანელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოთარ ჯანელიძე
დაბ. თარიღი 24 მაისი, 1954(1954-05-24)[1] (71 წლის)
დაბ. ადგილი საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ისტორიკოსი[1] , პედაგოგი და მკვლევარი[1]
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ოთარ ჯანელიძე (დ. 24 მაისი, 1954) — ქართველი ისტორიკოსი და პედაგოგი.

დაიბადა 1954 წლის 24 მაისს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იკვლევს საქართველოს ახალი და თანამედროვე ისტორიის პრობლემებს, ქართული კულტურის, საზოგადოებრივი აზროვნების, ემიგრაციის, საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ ურთიერთობათა საკითხებს.

1986 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „უკრაინის უნივერსიტეტების ქართველი სტუდენტობა 1900-1917 წლებში“, ხოლო სადოქტორო დისერტაცია 1999 წელს - „საქართველოს ეროვნული-დემოკრატიული პარტიის ისტორია 1917-1923 წწ.“

არის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემიის ლაურეატი, 120-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 12 მონოგრაფიის, საქართველოს ისტორიაში სასკოლო და საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოების ავტორი და თანაავტორი. მისი სამეცნიერო პუბლიკაციები დაბეჭდილია გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, ბულგარულ, რუსულ და უკრაინულ ენებზე.

2026 წლის 29 იანვარს მიენიჭა საქართველოს ეროვნული პრემია ავტორტა ჯგუფთან ერთად სამეცნიერო მონოგრაფიული ნაშრომისათვის „კავკასიის ისტორია“ (ორტომეული).[2]

  • ნოე რამიშვილი - საქართველოს პირველი რესპუბლიკის პირველი პრემიერი, თბ., პეტიტი, 2015, ISBN 978-9941-9422-6-6
  • პოსტსაბჭოთა სინამდვილის ორი დისკურსი: წარსულის პოლიტიზება და ისტორიისინსტრუმენტალიზაცია, თბ., მწიგნობარი, 2014, ISBN 978-9941-450-60-0
  • ნარკვევები საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., საარი, ISBN 978-9941-427-76-3
  • უკანასკნელი თერგდალეული : ნიკო ნიკოლაძე, თბ., უნივერსალი, ISBN 978-9941-17-147-5
  • საქართველოს ახალი და თანამედროვე ისტორია : მე-19 ს. დამდეგიდან დღემდე, თბ., უნივერსალი, 2009, ISBN 978-9941-12-545-4
  • ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან, თბილისი, მეცნიერება, 2002, ISBN 99928-962-0-5
  • ნიკო ნიკოლაძე : ბიოგრაფიიდან ამოხეული ფურცლები, თბ., თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1998, ISBN 5-511-00895-8
  • საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სათავეებთან, თბ., ნიკე, 1997.
  • „26 მაისიდან 25 თებერვლისაკენ“, თბ., „ცოდნა“ 1990
  • გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 2014 წ., 23 მაისი-5 ივნისი, № 19, გვ. 11;
  • გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრი, შრომათა კრებული, № 19, თბ., 2020, გვ. 671-673

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]