ალექსი ერმოლოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსი ერმოლოვი

ალექსი პეტრეს ძე ერმოლოვი (დ. 4 ივნისი, 1777 – გ. 23 აპრილი, 1861) — რუსი გენერალი,ბოროდინოს ბრძოლის გმირი, საქართველოს მთავარმართებელი 1816-1827 წლებში.

ალექსი ერმოლოვმა უარყო თავის წინამორბედთაგან დამკვიდრებული კავკასიის ადგილობრივ ხელისუფალთა მოქრთამვა-მოსყიდვის მეთოდი და იარაღის ძალით შეუდგა დასახული მიზნის შესრულებას. მან ერთი მეორის მიყოლებით გააუქმა სახანოები და დაიწყო ომი ჩრდილოეთ კავკასიის დასამორჩილებლად. იგი მიხეილ ვორონცოვს სწერდა:

ვიკიციტატა
„ეს ხალხი ღირსი არ არის ალექსანდრე I-ის სათნო მმართველობისა, მას რკინის კვერთხი ესაჭიროება, ...უდიდესი გმირობაა საჭირო, იღწვოდე ისეთი ხალხის სასარგებლოდ, რომლის დამახასიათებელი თვისებაა უმადურობა, და რომელსაც რუსეთისადმი მიკუთვნება ბედნიერებად არ ეჩვენება, რომელსაც მრავალჯერ უღალატია მისთვის და კიდევ მზად არის უღალატოს.“

ალექსი ერმოლოვმა სისხლში ჩაახშო იმერეთის 1819-1820 წლების აჯანყება. მისი თერთმეტწლიანი მოღვაწეობა კავკასიაში სამხედრო წარმოებით შემოიფარგებლოდა. სამსახურიდან გადაყენებულ იქნა ნიკოლოზ I-ის მიერ დეკაბრისტებისადმი თანაგრძნობის გამო.

საქართველოს მთავარმართებლად დაინიშნა 1816 წლის 12 ოქტომბერში, ხოლო 1827 წლის 26 მარტს ჩაანაცვლეს გენერალ-ადიუნტანტ ივანე პასკევიჩით.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორია XIX საუკუნე, თბ., 2004
წინამორბედი:
ნიკოლაი რტიშჩევი
საქართველოს გუბერნიის მმართველი
საქართველოს მთავარმართებელი

1816-1827
შემდეგი:
ივანე პასკევიჩი