კარლ კნორინგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კნორინგი.
კარლ კნორინგი
Карл Фёдорович Кнорринг 2-й
(გერმ. Karl Heinrich von Knorring)
დაბადების თარიღი 22 მაისი, 1746
დაბადების ადგილი კოერუს მუნიციპალიტეტი
გარდაცვალების თარიღი 12 თებერვალი, 1820
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი
კუთვნილება {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
ჯარის სახეობა რუსეთის იმპერიის არმია
სამხედრო სამსახურის წლები 17641803
წოდება გენერალ-ლეიტენანტი (1798)
ბრძოლები/ომები კავკასიის ომები
ჯილდოები წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენის კავალერი, წმინდა ანას 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი და Order of Saint John of Jerusalem
სამსახურიდან გადადგომა 1803
კარლ კნორინგი ვიკისაწყობში

კარლ ფიოდორის ძე კნორინგი, იხსენიება ასევე, როგორც კნორინგ მე-2 (რუს. Карл Фёдорович фон Кнорринг, Кнорринг 2-й; დ. 22 მაისი, 1746 — გ. 12 თებერვალი, 1820, მოსკოვი)[1]ბარონი, რუსეთის იმპერიის სამხედრო და სახელმწიფო მოხელე, გენერალ-ლეიტენანტი, ასტრახანის გუბერნიის გენერალ-გუბერნატორი (1799–1802), საქართველოში რუსეთის ჯარების პირველი მთავარსარდალი და საქართველოს გუბერნიის მმართველი 1801-1802 წლებში. რუსეთის არმიის ინფანტერიის-გენერლის ბოგდან კნორინგისა (კნორინგ 1-ლი) და გენერალ-მაიორის ოტტო კნორინგის (კნორინგ მე-3) ძმა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1758 წელს ძმასთან ბოგდან კნორინგთან ერთად ჩააბარა სანქტ-პეტერბურგის პირველ საკადეტო კორპუსში, რომელიც დაამთავრა 1764 წელს.

სამხედრო სამსახური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აყვანილ იქნა ნიჟეგოროდის მე-17 დრაგუნის პოლკში კორნეტად. მონაწილეობდა 1768–1774 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომში, რომლის დროსაც 1771 წელს მიიღო სეკუნდ-მაიორის ჩინი.

შემდეგ მსახურობდა ნოვოგოროდის მე-10 დრაგუნთა პოლკში და ბუგსკის ეგერთა კორპუსში.

მონაწილეობდა 1787–1792 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომში და ოჩაკოვოს შტურმით აღებისათვის დააჯილდოვეს წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენით.

1789 წელს კნორინგი დააწინაურეს პოლკოვნიკამდე და გადაყვანილ იქნა ინგერმანლანდის მე-9 ქვეით პოლკში, 2 წლის შემდგე კი ტავრიჩესკის მე-6 გრენადერთა პოლში.

1794 წელს დაინიშნა ბრიგადირად, ხოლო 1796 წელს რეველის მე-7 ფეხოსანთა პოლკის შეფად[2] (3.12.1796–2.03.1799).

1797 წლის 27 იანვრიდან გენერალ-მაიორი, 1798 წლის 11 სექტემბრიდან გენერალ-ლეიტენანტი[3].

1799 წელს დაინიშნა ყაზანის 64-ე ქვეითი პოლკის შეფად[4] (2.03.1799–11.09.1802).

1800 წლის 11 ივნისს გახდა დიდი ჯვრის კავალერი და დაჯილდოვდა წმინდა იოანე იერუსალმელის ორდენით[5].

მოღვაწეობა კავკასიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1799-1802 წლებში იყო ასტრახანის სამხედრო-გუბერნატორი.

1799 წლის 2 მარტს დანიშნეს კავკასიის მე-10 დივიზიის ინსპექტორად და კავკასიის სარდლად. ამ თანამდებობაზე ყოფნისას მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს რუსეთთან შეერთების საქმეში.

1800 წლის 22 დეკემბერს იმპერატორ პავლე I-ის მიერ ხელი მოეწერა საქართველოს რუსეთთან შეერთების მანიფესტს. მანიფესტის თანახმად გიორგი XII-ის გარდაცვალების შემდეგ, მისი ადგილი მის შვილს დავით ბატონიშვილს უნდა დაეკავა. საქართველოს სამეფო გვარის წარმომადგენლებმა განაცხადეს უკმაყოფილება დავითისა გამეფებისა და საქართველოს რუსეთთან შეერთებაზე.

1801 წლის 16 თებერვალს აღნიშნული ტექსტი კარლ კნორინგის დავალებით გენერალ-მაიორმა ივანე ლაზარევმა სიონის საკათედრო ტაძარში წაუკითხა საზოგადოებას. თავდაპირველად ის რუსულ და ქართულ ენებზე იკითხებოდა ხოლო შემდეგ სომხური და თათრულ ენაზეც გავრცელდა თბილისში. იმისათვის რომ აღნიშნული მანიფესტი საზოგადოებას უმტკივნეულოდ მიეღოთ, კნორინგს დაევალა რომ თავადაზნაურობა დაეწინაურებინათ, ზოგი ხარისხით, ზოგი მედლით, ზოგი ანაზღაურებით.

1801 წლის გაზაფხულზე იმპერატორ პავლე I-ს მკვლელობის შემდეგ, ტახტზე ასულმა ალექსანდრე I, გამოთქვა უკმაყოფილოება რუსეთის იმპერიაში საქართველოს სტატუსის შესახებ, რადგანაც იმპერატორ პავლეს მიერ ხელმოწერილი მანიფესტი მის მიერ წარმოებულ პოლიტიკაში არ ჯდებოდა.

1801 წლის 24 მაისს თბილისში რუსეთის იმპერატორის დავალებით ჩამოდის ასტრახანის გენერალ-გუბერნატორი კნორინგი, რომელსაც დაევალა ადგილზე გარკვეულიყო იმაში თუ რა სურდა ამჟამინდელ ქართველ ერს, რათა საბოლოო გადაწყვეტილება მიეღო იმპერატორს. თბილისში ჩამოსულმა კნორინგმა დაინახა რა ქავეყანაში არსებული ქაოსი, მასში დავით ბატონიშვილი დაადანაშაულა და წესრიგის აღსადგენად მოითხოვა რომ ყველაფერი დაბრუნებულიყო იმ ვითარებაში როგორიც იყო მანიფესტის გამოცხადების დროს. კნორინგი პეტერბურგში სამი კვირის შემდეგ დაბრუნდა. მისი ჩასვლისთანავე იმართება კრება იმის თაობაზე ღირს თუ არა საქართველოს შემოერთება. აღნიშნულმა კრებამ რომელიც შედგებოდა გრაფ პ. სტროგანივის, გრაფ ვ. კოჩუბის, ნ. ნოვოსილცევის და თავადი ადამ ჩარტორისკისაგან უარყოფითად მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს შემოერთების შესახებ. აღნიშნული ვითარების ფონზე რუსეთის იმპერატორმა დიდი ფიქრის შემდეგ მაინც გადაწყვიტა რომ საქართველო შეეერთებინა რუსეთისათვის, რომლისათვისაც გამოსცა თავისი 1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტი, რომელიც ეფუძნებოდა იმპერატორ პავლეს I-ის მანიფესტს, მაგრამ შეტანილი იყო რიგი ცვლილებები.

1801 წელის 12 სექტემბერს კნორინგი დანიშნეს საქართველოს მთავარსარდლად და სამოქალაქო საქმეთა მთავარმართებლად[კ 1][კ 2].

ალექსანდრე I-ის მანიფესტი საქართველოში 1802 წლის 12 აპრილს გამოცხადდა, ხოლო 8 აპრილს კი საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს უზენაესი მთავრობა კნორინგის მეთაურობით. ამრიგად, ყოფილი ქართლ-კახეთის სამეფოს ტერიტორიაზე წარმოიქმნა რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციული ერთეული — საქართველოს გუბერნია.

საქართველოს სამეფო კარის წარმომადგენლები დიდხანს არ ურიგდებოდნენ ალექსანდრე I-ის მანიფესტს, რომლის გამოც ძირი ეცლებოდა საქართველოში მათი მმართველობის მომავალს. აღნიშნულის გამო 12 აპრილს კნორინგმა ყველა შეკრიბა სიონის საკათედრო ტაძარში და იქ დამსწრე თავადაზნაურობას დაადებინა ერთგულების ფიცი რუსეთის იმპერიის წინაშე.

იმპერატორი ალექსანდრე I უკმაყოფილო იყო კნორინგის მოღვაწეობით, რადგანაც თვლიდა რომ საქართველოს ტახტისთვის მებრძოლი უკმაყოფილო ბატონიშვილების დასაშოშმინებლად უფრო მკაცრი ზომების გატარება იყო საჭირო. 1802 წლის 11 სექტემბერს კნორინგი გადააყენეს და მის მაგივრად ასტრახანის გენერალ-გუბერნატორი პავლე ციციანოვი დანიშნეს. მიუხედავად გადაყენებისა, ციციანოვმა კნორინგი მხოლოდ 1803 წლის დასაწყისში შეიცვალა.

პეტერბურგში ჩასულმა კარლ კნორინგმა წარადგინა მის მიერ საქართველოში გატარებული რეფორმები, რომელმაც ხელისუფლისაგან ყურადღება არ დაიმსახურა. 1803 წლის 4 თებერვალს მისივე თხოვნით გათავისუფლეს სახელმწიფო სამსახურიდან.

გარდაიცვალა 1820 წლის 12 თებერვალს მოსკოვში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომენტარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ვიკიციტატა
    „Генерал-леитенанта Кнорринга быть главноуправляющим посреде вас...“
    (რუსეთი იმპერიის კანონები, ბრძ. 20.007)
  2. ვიკიციტატა
    „Постановить в Грузии Верховное Правительство, и назначить в оном Главнокомандующим Генерал-леитенанта Кнорринга...“
    (რუსეთი იმპერიის კანონები, ბრძ. 20.008)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Stackelberg, Otto Magnus von: Genealogisches Handbuch der estlandischen Ritterschaft, Teil 3: Estland, Bd.: 3, Gorlitz, 1930, გვ. 82
  2. РЕВЕЛЬСКИЙ МУШК. (с 22.02.1811 ПЕХ.) ПОЛК (сф. 06.03.1775)
  3. Список генералитету по старшинству на 1801 год составлен по 8-е августа, СПб, 1801, стр.8
  4. КАЗАНСКИЙ МУШК. (с 22.02.1811 ПЕХ.) ПОЛК
  5. Копии грамот на кавалерское и командорское достоинства ордена Св. Иоанна Иерусалимского в собрании РНБ