არჩილ ჯორჯაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯორჯაძე.

არჩილ კონსტანტინეს ძე ჯორჯაძე (დ. 10 იანვარი, 1872, თბილისი21 მარტი, 1913, ბათუმი) — ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი და მთავარი იდეოლოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა სამხედრო პირის ოჯახში, რომელიც მალე ქუთაისში გადავიდა და არჩილმაც აქ კლასიკურ გიმნაზიაში დაიწყო სწავლა, ხოლო 1892 წელს დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია. იმავე წელს შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, შემდეგ გადავიდა ვარშავაში, მაგრამ პეტერბურგში მალევე დაბრუნდა და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. ცოტა ხანში საზღვარგარეთ გაემგზავრა, სადაც ლექციებს ისმენდა პარიზისა და ლონდონის უნივერსიტეტებში. ამ პერიოდში იგი სოციოლოგიით ინტერესდება, შემდეგ ლევ ტოლსტოის მოძღვრებამ გაიტაცა. ერთხანს ინგლისში ცხოვრეობდა ტოლსტოველთა კოლონიაში, ესექსის საგრაფოს სოფელ პერლივლასში. 1897 წელს ა. ჯორჯაძემ ტოლსტოველთა თემაზე ჟურნალ „სევერნი ვესტნიკში“ გამოაქვეყნა წერილი: „ზნეობრივი ცხოვრების საზოგადოებრივი ორგანიზაციის გამოცდილება“, რომელმაც ლევ ტოლსტოის ყურადღება მიიპყრო.

1901 წლის დამდეგს ღრმად განსწავლული ინტელიგენტი საქართველოში დაბრუნდა და აქტიურად ჩაება ქვეყნის ეროვნულ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. თანამშრომლობდა გაზეთ ,,ცნობის ფურცლის" რედაქციაში. 1901-1902 წლებში გამოქვეუნებული წერილების სერიაში არჩილ ჯორჯაძემ ჩამოაყალიბა ე.წ. საერთო მოქმედების ნიადაგის თეორია, რომელიც საქართველოის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ძალების კონსოლიდაციის თეორიულ დასაბუთებას წარმოადგენდა. 1903 წელს დაბრუნდა პარიზში, სადაც ანდრო დეკანოზიშვილთან ერთად პარიზში გამოსცა პირველი ქართულ-რევოლუციური გაზეთი „საქართველო“, რომელმაც წამოაყენა საქართველოს ეროვნულ-ტერიტორიული ავტონომიის მოთხოვნა.

1904 წელს არჩილ ჯორჯაძე იყო მიწვეული ჟენევაში, როგორც ქართული პოლიტიკური ფრაქციების კონფერენციის ორგანიზატორთაგანი, რომელზეც შეიქმნა ,,საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია" — პირველი ეროვნული პოლიტიკური პარტია საქართველოში. არჩილ ჯორჯაძე იყო ფედერალისტთა პარტიის აღიარებული ლიდერი და მთავარი იდეოლოგი. მის სახელთანაა დაკავშირებული ახალი მოძღვრების — სოციალიზმ-ფედერალიზმის ჩამოყალიბება.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994