შულავერ-შომუთეფეს კულტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
შულავერ-შომუთეფეს კულტურის ნეოლითური ღვინის ჭურჭელი

შულავერ-შომუთეფეს კულტურა — არქეოლოგიური კულტურა, რომელიც გვიან ნეოლითში და ენეოლითში გავრცელებული იყო ამიერკავკასიაში, თანამედროვე საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. თარიღდება ძვ. წ. 6000-4000 წლებით. სახელწოდება მიიღო შულავრის გორისა (საქართველო) და შომუთეფეს (აზერბაიჯანი) დასახლებების მიხედვით.

იმირის გორა და შულავრის გორა 1965-1971 წწ. შეისწავლა ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანებულმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელები ო. ჯაფარიძე, ალ. ჯავახიშვილი),[1] ხოლო შომუთეფე შეისწავლეს 1961-1964 წლებში.[2]

შულავერ-შომუთეფეს კულტურა წინ უსწრებს მტკვარ-არაქსის კულტურას, რომელიც არსებობდა ამიერკავკასიაში და ახლო აღმოსავლეთის მიმდებარე რეგიონებში დაახლოებით ძვ. წ. 4000-2200 წლის განმავლობაში და რომელმაც მოგვიანებით მნიშვნელოვნად ზეგავლენა მოახდინა თრიალეთის კულტურაზე (ძვ. წ. 2200-1500 წწ.).[3] აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული სიონის კულტურა უნდა იყოს გარდამავალი ეტაპი შულავერ-შომუთეფეს კულტურიდან მტკვარ-არაქსის კულტურაზე.[4]

აზერბაიჯანში, ლეილათეფეს კულტურის ფენები ზოგიერთ შემთხვევაში გადაფარავს შულავერი-შომუთეფესს კულტურის ადრეულ ფენებს.[5]

შულავერ-შომუთეფეს კულტურა, ისევე როგორც სამხრეთ კავკასიის მეზობელი ნეოლითური კულტურები, იარაღების დასამზადებლად იყენებდა ადგილობრივ ობსიდიანს, დაკავებული იყო მესაქონლეობით (მსხვილფეხა პირუტყვი, ღორი), კულტივირებული მცენარეების, მათ შორის ყურძნის მოყვანით.[6] სოფელ იმირის ახლოს მდებარე გადაჭრილი გორის მასალები რადიოლოგიური ანალიზის შედეგად თარიღდება ძვ. წ. 6000 წლით.[7][8]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი, გვ. 574, თბ., 2013 წელი.
  2. Vəli Baxşəli oğlu Baxşəliyev. Azərbaycan arxeologiyası (Ali məktəb tələbələri üçün vəsait). Bakı: Elm, 2007, s. 32 (elektron variant). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-11. ციტირების თარიღი: 2018-01-04
  3. Kushnareva K. Kh. 1997. The Southern Caucasus in Prehistory: Stages of Cultural and Socioeconomic Development from the Eighth to the Second Millennium B.C. University Museum Monograph 99. Philadelphia: The University of Pennsylvania Museum.
  4. Kiguradze T., Menabde M. 2004. The Neolithic of Georgia. In: Sagona, A. (ed.), A View from the Highlands: Archaeological Studies in Honour of Charles Burney. Ancient Near Eastern Studies Supplement 12. Leuven: Peeters. Pp. 345—398.
  5. Инанишвили Г., Маисурадзе В., Гобеджишвили Г. 2010, Древняя бронза Кавказско-Переднеазиатского региона დაარქივებული 2017-10-05 საიტზე Wayback Machine.
  6. Anatolia and the Caucasus, 8000-2000 BC
  7. ნანა რუსიშვილი. ვაზის კულტურა საქართველოში პალეოეთნობოტანიკური მონაცემების საფუძველზე. დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. ასოციაცია „მთენი“, 2010.
  8. Peter Boisseau. How wine-making spread through the ancient world: U of T archaeologist. June 17, 2015.