საქართველო-იმერეთის გუბერნია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველო-იმერეთის გუბერნია
გუბერნია

Flag of None.svg
 
Flag of None.svg
 
Flag of None.svg
1 იანვარი 184114 დეკემბერი 1846 Coat of arms of Tiflis Governorate 1878.svg
 
Coat of Arms of Kutais Governorate.png
Coat of Arms of Georgia-Imeretia Governorate.png
გერბი
დედაქალაქი ტფილისი

საქართველო-იმერეთის გუბერნია (რუს. Грузино-Имеретинская губерния) — რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული 1841-1846 წლებში. ადმინისტრაციული ცენტრი — ტფილისი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეიქმნა საქართველოს გუბერნიის, სომხეთის ოლქისა და იმერეთის ოლქის გაერთიანების შედეგად ნიკოლოზ I-ის ბრძანებით[1] 1840 წლის 10 აპრილს, ხოლო ძალაში შევიდა 1841 წლის 1 იანვარს. 1841 წელს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფი ამიერკავკასიის მხარე შედგებოდა შემდეგი მიწებისაგან: 1) ქართლი; 2) იმერეთი, გურია, სამეგრელო, სვანეთი, აფხაზეთი; 3) სომხეთის ოქი; 4) ჯარ-ბელქანის ოლქი; 5) შირვანის პროვინცია; 6) ყარაბაღის პროვინცია; 7) შაქის პროვინცია; 8) ტალიშის სახანო; 9) ბაქოს პროვინცია; 10) დარუბანდის პროვინცია; 11) ყუბანის პროვინცია; 12) სამურის ოკრუგი; 13) ტარკის საშამხლო; სახანოები: ავარიის, კიურა-კაზი-კუმის, მეხთულინის და ლეზგინთა მიწებისაგან[კ 1]. აღნიშნული ტერიტორია დაიყო საქართველო-იმერეთის გუბერნიად და კასპიის ოლქად.

1841 წელს ახლადშექმნილი საქართველო-იმერეთის გუბერნია დაიყო 11 მაზრად (სამეგრელო, სვანეთი და აფხაზეთი კვლავინდებურად დამოუკიდებელ ერთეულებს წარმოადგენდა):

# გუბერნიის მაზრები ადმინისტრაციული ცენტრები მაზრების გერბები
1 ტფილისის მაზრა ტფილისი Coat of Arms of Tifliski Uyezd (1843).jpg
2 გორის მაზრა გორი Coat of Arms of Gori Uyezd (1843).jpg
3 თელავის მაზრა თელავი Coat of Arms of Telavi Uyezd (1843).jpg
4 ბელაქანის მაზრა ზაქათალა Coat of Arms of Djaro-Belokan Uyezd (1843).jpg
5 ქუთაისის მაზრა ქუთაისი Coat of Arms of Kutaisi Uyezd (1843).jpg
6 ელიზავეტპოლის მაზრა ელიზავეტპოლი Coat of Arms of Elizavetpol Uyezd (1843).jpg
7 ალექსანდროპოლის მაზრა ალექსანდროპოლი Coat of Arms of Alexandropolski Uyezd (1843).jpg
8 ერივანის მაზრა ერივანი Coat of Arms of Erivanski Uyezd (1843).jpg
9 ნახიჩევანის მაზრა ნახიჩევანი Coat of Arms of Naxichevanski Uyezd (1843).jpg
10 ახალციხის მაზრა ახალციხე Coat of Arms of Axaltsikhski Uyezd (1843).jpg
11 გურიის მაზრა ოზურგეთი Coat of Arms of Guria Uyezd (1843).jpg

1842-1843 წლებში თელავის, თბილისის და გორის მაზრებს გამოეყოთ მთიანი რეგიონები და ჩამოყალიბდა შემდეგი ოკრუგები:

  1. თუშ-ფშავ-ხევსურეთის ოკრუგი - შედგებოდა თუშეთისა და ფშავ-ხევსურეთის უბნებისაგან;
  2. მთიულეთის ოკრუგი - შედგებოდა ხევის, მთიულეთისა და ქსნის უბნებისაგან; ცენტრი ქვეშეთი
  3. ოსეთის ოკრუგი - შედგებოდა ჯავის, პატარა ლიახვის და ნარის უბნებისაგან. ცენტრი ჯავა

სამივე უკრუგს ჰყავდა თავთავისი სპეციალური მმართველი, ხოლო ამის გარდა სამივეს ერთად დაენიშნა სპეციალური მეთვალყურე - მთავარი ნაჩალნიკი საქართველო-იმერეთის გუბერნიის მთიელი ტომებისა, რეზიდენციიტ ქვიშეთში.

1842 წელსვე ბელაქანის მაზრას შეეცვალა სახელი ბელაქნის ოკრუგით, ხოლო 1844 წლის აპრილის თვეში საერთოდ ჩამოშორდა საქართველო-იმერეთის გუბერნიას და დაექვემდებარა ჭარ-ბელაქნის ოკრუგის სამხედრო ნაჩალნნიკს, რომელსაც მიენიჭა უფლებები: სამოქალაქო საქმეებში გუბერნატორის, ხოლო სამხედრო სამეებში დივიზიის ნაჩალნიკის.

1844 წლის ნოემბერში თელავის მაზრა დაიყო თელავის და სიღნაღის მაზრებად.

საქართველო-იმერეთის გუბერნია გაუქმდა 1846 წლის 14 დეკემბერს[2], მის ადგილას ჩამოყალიბდა თბილისის, ქუთაისის, შემახისა და დერბენტის გუბერნიები[3].

კომენტარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. § 1. Закавкаский кай составляют земли, лежащия мужду Черным и Каспииским Морями, и именно: 1) Грузия; 2) Имеретия с Гуриею, Мингрелию, Свнетиею и Абхазиею; 3) Область Армянская; 4) Область Джаробелоканская; 5) Провинция Ширванская; 6) Провинция Карабахская; 7) Провинция Шекинская; 8) Ханство Талышинское; 9) Провинция Бакинская; 10) Провинция Дербентская; 11) Провинция Кубинская; 12) Округ Самурский; 13) Шамхалсство Тарковское; Ханства: Аварское, Кюра-Казы-Кумикское и Мехтулинское, и земли Лезгин. § 2. В порядке управления Закавкасскй край образует одну губернию, под наименованием Грузино-Имеретинской, и одну оласть, под наименрванием Каспийской, с особым военно-окружным управлением. § 3. Губерния и область разделяются на уезды, а уезды на участки. § 4. Губурния Грузино-Имеретинская разделяется на одинадцать уездов, именно: Тифлиский, Горийский, Телавский, Белоканский, Кутаиский, Елисаветпольский, Александрапольский, Эриванский, Нахичеванский, Ахалцыхский и Гурийский.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Полное собрание законов Российской империи, собрание 2-е, т. XV, ук. 13368, ст. 237
  2. Полное собрание законов Российской империи, собрание 2-е, т. XXI, ук. 20.701, ст. 647
  3. § 1. Закавказский край, впорядке общаго управления, разделяется на 4 губернии: Тифлисскую; Кутаисскую, Шемахинскую и Дербентскую