მაკრონ-ჰენიოხთა სამეფო
მაკრონ-ჰენიოხთა სამეფო | ||||
| ||||
---|---|---|---|---|
![]() ქართული სახელმწიფოები I და II სს. | ||||
დედაქალაქი | ზილკალე | |||
ენა | ზანური | |||
რელიგია | წარმართობა | |||
მოსახლეობა | ჭანები | |||
მმართველობის ფორმა | მონარქია | |||
საქართველოს ისტორია |
---|
![]() |
|
ისტორია თემატურად
|
![]() |
მაკრონთა (მახელონთა) და ჰენიოხთა სამთავრო[1][2][3][4] (ბერძ. Μαχέλωνες και Ηνίοχοι; საშ.-სპარს. Sigān) — ჭანთა[5] ადრეკლასობრივი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი.[6] ჩამოყალიბდა კოლხეთის სამეფოს დაშლის შედეგად შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, დღევანდელი ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთის რიზეს პროვინციის ტერიტორიაზე.
ტერიტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
II ს.-ის დასაწყისში მაკრონთა და ჰენიოხთა გაერთიანების საზღვარი ვიწედან ოფამდე ვრცელდებოდა. სამთავროს ცენტრი ათინას ჩრდილოეთით მდ. პრიტანისზე (თურქ. Fırtına Deresi) მდებარეობდა, რომელიც, პ. ინგოროყვას ვარაუდით, ცნობილია „ძველი ტრაპიზუნტის“ სახელით,[2] ხოლო სინკლერის ლოკალიზაციით, ეს უნდა ყოფილიყო ზილკალე ან, ნაკლებად სავარაუდოდ, ჯამლიჰემშინი.[7]
III–IV საუკუნეებში სამთავროს გაფართოების შედეგად ჩრდილოეთ საზღვარმა ჭოროხამდე (აფსარამდე), ხოლო სამხრეთით სურმენემდე (ჰისოსამდე) მიაღწია.[2]
V ს-ის ანონიმური ავტორის თანახმად: „მდინარე არქაბისისიდან მდინარე ოფიუნტამდე ...ახლა ცხოვრობენ მაქელონები და ჰენიოხები“. მდ. ოფი, რომელიც არიანესთან კოლხების და სანების-ჭანების ურთიერთგამყოფი იყო, ანონიმთან მაკრონ-ჰენიოხთა სამხრეთ საზღვრად გვევლინება. ჩრდილოეთ საზღვარი, ანონიმის მიხედვით, მდ. არქაბისია.[8]
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კოლხეთის სამეფოს დაცემის შემდეგ, სამხრეთ კოლხეთის ზღვისპირა რაიონებში მთიელების ჩამოსახლება იწყება. ტრაპეზუნტის აღმოსავლეთით მცხოვრები ადგილობრივი ჭანური წარმომავლობის მახელონ-მაკრონების გვერდით გაბატონდნენ ასევე, სავარაუდოდ, ჭანური წარმომავლობის ჰენიოხები, რომლებიც ძვ. და ახ. წელთაღრიცხვის მიჯნაზე,[5] აღმოსავლეთით მდებარე მთიანეთიდან უნდა ჩამოსახლებულიყვნენ.[9] მათი ერთი ნაკადი შეუერთდა ტრაპეზუნტის მახლობლად მცხოვრებ სანებს (ჭანებს) და მათთან ერთად ჩამოაყალიბა ტომთა კავშირი. პლინიუსი (23/24–79) აღნიშნავს, რომ მდ. პიქსიტეს (ლათ. Pyxites) იქით ცხოვრობენ „სანი-ჰენიოხები“[5] (ლათ. gens Sannorum Heniochorum[10]), რომლებიც 58 წლისთვის, ტაციტუსის თქმით, თავს დასხმიან სომხეთს და ამით დახმარება აღმოუჩენიათ კორბულონისთვის.[11] ახ. წ. 69 წელს ადგილობრივმა ტომებმა ტრაპეზუნტი დაარბიეს. ჰენიოხთა მეორე ნაკადის ჰეგემონობით,[12] ამავე დროს ყალიბდება მახელონთა (მაკრონთა) და ჰენიოხთა ძლიერი პოლიტიკური გაერთიანება, რომელმაც ხელთ იგდო კონტროლი მნიშვნელოვან ზღვისპირა მონაკვეთზე ტრაპეზუნტის აღმოსავლეთით.[13]
II საუკუნეში სამთავროს მმართველად სახელდება „მეფე (βασιλεύς)“ ანქიალეა (ბერძ. Αγχίαλος), რომელიც 114–115 წლებში, მონაწილეობდა რომის იმპერატორის ტრაიანეს ლაშქრობაში პართიის წინააღმდეგ. დიონ კასიუსის თანახმად, ტრაიანემ სატალაში საჩუქრები უძღვნა „ჰენიოხებისა და მახელონების მეფე ანქიალეს“.[14][5] იგივე მეფე ანხიალი მოხსენებული ჰყავს 134 წელს არიანეს,[2] რომელიც იმპერატორ ადრიანესადმი წერილში აღნიშნავს[5]:
![]() |
|
დიონ კასიუსის ცნობით, იმპერატორმა მარკუს ავრელიუსმა (161–181) სატრაპი ტირიდატი, რომელმაც აამხედრა სომხეთი და მოკლა ჰენიოხთა მეფე, ბრიტანეთში გადაასახლა.[5]
III საუკუნის დასაწყისში, აღნიშნული სამთავრო „მახელონიის“ სახელწოდებით სასანური ირანის დაქვემდებარებული ქვეყნების სიაში ჩანს. ამის შესახებ ვიგებთ სასანიანი მეფის შაპურ I-ის (242–272) წარწერიდან („Ka'ba-ye Zartosht“).[16][17] III საუკუნის 80-იან წლების დასაწყისში სპარსელების პოზიცია რომთან დაპირისპირების შედეგად იმდენად შესუსტდა, რომ მათ დაკარგეს კონტროლი სომხეთზე. ამ დროსვე ან უფრო ადრე, სპარსეთმა დაკარგა „მახელონიაც“, რომელიც კვლავ რომაელთა გავლენის ქვეშ აღმოჩნდა.[18]
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ინგოროყვა პ., „გიორგი მერჩულე“, თბილისი: საბჭოთა მწერალი, 1954.
- არიანე ფლავიუს, მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო, თბილისი: საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ.-ბა, 1961.
- კასიოსი დიონ, დიონ კასიოსის ცნობები საქართველოს შესახებ, თბილისი: მეცნიერება, 1966.
- მელიქიშვილი გიორგი, საქართველოს ისტორიის ნარკვევები : ტომი I, თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1970.
- მუსხელიშვილი დ, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, ტ. I, თბილისი: მეცნიერება, 1977.
- ინაძე მ., ტერმინი „ჭანები“ // საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური და ქართული ტერმინოლოგია, თბილისი: მეცნიერება, 1993, ISBN 978-5-520-01504-8.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ ჯანაშია ს., საქართველოს ისტორია : უძველესი ხანიდან ჩვენს დრომდე, თბილისი: სახელმწიფო გამომცემლობა სასწ. პედაგოგიური სექტორი, 1940. — P. 55.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 ინგოროყვა, 1954, გვ. 205
- ↑ მელიქიშვილი, 1970, გვ. 376: „“მახელონებისა და ჰენიოხების სამეფო”, როგორც ვთქვით, სადღაც დღევ. რიზესა და ათინას რაიონში იმყოფებოდა“
- ↑ ინაძე, 1993, გვ. 395: „როგორც იმავე არიანეს ნაშრომიდან ირკვევა, ქ. ტრაპეზუნტის მახლობლად მოსახლე სანების (ჭანების) ქვეყნის გვერდით ახ. წ. II ს-ში არსებობდა მაკრონების (მახელონებისა) და ჰენიოხების სამთავრო, არიანე ასახელებს მათ მეფეს ანქიალეს, რომლის რეზიდენციის („სასახლის“) ადგილსამყოფელი მდ. პრიტანიდთან ყოფილა). როგორც საფიქრებელია, მაკრონების (მახელონების) და ჰენიოქების ეს სამთავროც ჭანურ ტომთა გაერთიანება იყო.“
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 მელიქიშვილი, 1970, გვ. 376
- ↑ მელიქიშვილი, 1970, გვ. 377
- ↑ Sinclair T. A., Eastern Turkey: an architectural and archaeological survey, ტ. II, London: The Pindar Press, 1989. — P. 167, ISBN 978-0-907132-33-2.
- ↑ მუსხელიშვილი, 1977, გვ. 83–84
- ↑ მელიქიშვილი, 1970, გვ. 371
- ↑ ინაძე, 1993, გვ. 394-395
- ↑ მელიქიშვილი, 1970, გვ. 372
- ↑ ინაძე, 1993, გვ. 396
- ↑ მელიქიშვილი, 1970, გვ. 379
- ↑ ლომოური, 1966, გვ. 135–136
- ↑ კეჭაყმაძე, 1961, გვ. 42
- ↑ მელიქიშვილი, 1970, გვ. 386–390
- ↑ ლომოური, 1966, გვ. 135–132
- ↑ მელიქიშვილი, 1970, გვ. 387
|