ქართლის საერისმთავრო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართლის საერისმთავრო — საქართველოში არსებული ფეოდალური სახელმწიფო 588 - 888 წლებში. ამ პერიოდში ქართლში ხელისუფლებას ახორციელებდნენ ერისმთავრები, ეს სტატუსი კი მემკვიდრეობით გადადიოდა. 588 წელს ადგილობრივმა არისტოკრატიამ მოახერხა სასანიდური უღლისაგან ქვეყნის სრული დახსნა და აქ ახალი სახელმწიფოებრივი ერთეულის, საერისმთავროს შექმნა. ქვეყანამ ამ პოლიტიკური სისტემის სახით იარსება 888 წლამდე, ვიდრე ქართველთა სამეფოს შექმნამდე. სახელმწიფოს ცენტრალური ნაწილი იყო დღევანდელი აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორია — ქართლის ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი, ყოფილი იბერიის სამეფოს ძირითადი ნაწილი. საერისმთავრო არსებობის მთელი პერიოდის მანძილზე მრავალი დამპყრობლის შემოსევის მომსწრე გახდა. ქართლის მთავრებს სხვადასხვა ეპოქაში უწევდათ ბრძოლა სპარსელების, ბიზანტიელების, ხაზარების, არაბების და მეზობელი კავკასიელი ხალხების წინააღმდეგ, შედეგად ქართლის საერისმთავროს ტერიტორია ხშირად იცვლებოდა.

ქართლის საერისმთავრო მისი არსებობის მანძილზე მოესწრო მრავალ ისტორიული მნიშვნელობის მქონე მოვლენას. მათში აღნიშვნის ღირსია საქართველოს ავტოკეფალური ქრისტიანული ეკლესიის საბოლოო ფორმაცია, ქართული სალიტერატურო ენის ჩამოყალიბება, ბაგრატიონთა დინასტიის აღზევება მთელი საქართველოს მასშტაბით და ფეოდალური გაერთიანების დასაწყისი — დაგვირგვინებული 1008 წლით.

ქართლის ერისმთავრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართლის ერისმთავრები
სახელი ერისმთავრობის წლები ტიტული
კირილ თუმანოვის მიერ წარმოდგენილი ქართლის ერისმთავრების სია
გუარამ I კურაპალატი 588590 ქართლის ერისმთავარი
სტეფანოზ I 590627 ქართლის ერისმთავარი
ადარნასე I 627637 ქართლის ერისმთავარი
სტეფანოზ II 637650 ქართლის ერისმთავარი
ადარნასე II 650685 ქართლის ერისმთავარი
გუარამ II კურაპალატი 685693 ქართლის ერისმთავარი
გუარამ III კურაპალატი 693748 ქართლის ერისმთავარი
ადარნასე III კურაპალატი 748760 ქართლის ერისმთავარი
ნერსე ნერსიანი 760780 ქართლის ერისმთავარი
სტეფანოზ III 780786 ქართლის ერისმთავარი
786 წელს აბასიანთა სახალიფომ გაანადგურა ქართლის საერისმთავრო, ანექსირებულ იქნა კავკასიის რეგიონი. 813 წელს ქართლის საერისმთავრო აღდგენილ იქნა ბიზანტიის იმპერიის ხელშეწყობით, ტიტულით – კურაპალატი.
აშოტ I დიდი კურაპალატი 813826 ქართლის ერისმთავარი
ბაგრატ I კურაპალატი 826876 ქართლის ერისმთავარი
დავით I კურაპალატი 876881 ქართლის ერისმთავარი
გურგენ I კურაპალატი 881888 ქართლის ერისმთავარი. არტაანის და შავშეთის ერისმთავარი (888891)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]