ბათუმის ოლქი
ოლქი | |||
---|---|---|---|
ბათუმის ოლქი Батумская область | |||
| |||
ქვეყანა |
![]() | ||
დაქვემდებარება | კავკასიის სამეფისნაცვლო (1905-1917) | ||
ადმ. ცენტრი | ბათუმი | ||
შიდა დაყოფა | ბათუმის ოკრუგი, ართვინის ოკრუგი, აჭარის ოკრუგი (1878-1883) | ||
კოორდინატები | 41°38′44″ ჩ. გ. 41°38′30″ ა. გ. / 41.64583306° ჩ. გ. 41.64166694° ა. გ. | ||
დაარსდა | 1878 | ||
ფართობი | 6109.2 square verst | ||
მოსახლეობა | 144 584 კაცი (1897) | ||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 90% (1917) | ||
გაუქმდა | 1918 | ||
![]() | |||
ბათუმის ოლქი (რუს. Батумская область) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთული რუსეთის იმპერიაში, 1878-1883 და 1903-1917 წლებში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1878-1883 წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შეიქმნა 1878 წელს, საქართველოს იმ ისტორიულ ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთმა შეიერთა ბერლინის 1878 წლის ტრაქტატით. ბათუმის ოლქი ადმინისტრაციულად დაიყო ბათუმის, ართვინისა და აჭარის ოკრუგებად და სანაოსნო ქალაქ ბათუმად, რომელსაც პორტო-ფრანკო სტატუსი მიენიჭა. სამხედრო და ადმინისტრაციულ საქმეებში კავკასიის არმიის მთავარსარდალს ექვემდებარებოდა. ადგილობრივი მმართველობას სათავეში ედგა ბათუმის სამხედრო გუბერნატორი. 1878 წლის 12 ოქტომბერს ქალაქებში არტაანსა, ბათუმსა და ყარსში მოეწყო სახელმწიფო ხაზინა[1]. 1878 წლის 21 ოქტომბერს დაიგეგმა სატრანსპორტო გზების მოწყობა[2]. 1878 წლის 11 დეკემბერს ბათუმისა და ყარსის ოლქებში გაიმართა მთელს კავკასიაში მოწყობილი სასამართლო სისტემა[3].
რუსეთის მიერ „სამუსლიმანო საქართველოს“ უდიდესი ნაწილის ანექსირებას საქართველოს ინტელექტუალური ელიტა ენთუზიაზმითა და ეიფორიით შეხვდა. თუმცა ამას დიდი იმედგაცრუება მოჰყვა, რადგან რუსეთის იმპერიულმა ხელისუფლებამ მხარი არ დაუჭირა მუსლიმი ქართველების ხელახალ გაქრისტიანებას და აღკვეთა ქართული სამღვდელოების მცდელობა, რომ შემოერთებულ რაიონებში წირვა- ლოცვა აღევლინათ.[4]
ბათუმის პორტო-ფრანკო სტატუსის გამო ქალაქით დიდი ნავთობწარმოებლები დაინტერესდნენ: ლუდვიგ ნობელი, ძმები როტშილდები, ალექსანდრე მანთაშევი და სხვები. 9 წელი მოქმედებდა პორტო-ფრანკოს სტატუსი ბათუმში, რომელმაც თავისი ეკონომიკური კვალი დატოვა ქალაქზე. რკინიგზის დასრულებით ბათუმი კიდევ უფრო მჭიდროდ დაუკავშირდა დანარჩენ იმპერიას. 1883 წლის 12 ივლისს ბათუმის ოლქი გაუქმდა და ქუთაისის გუბერნიას შეუერთდა ბათუმისა და ართვინის ოკრუგების სახით[5].
1903-1917 წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1903 წლის 17 მარტის დადგენილებით ბათუმის ოლქი ისევ დამოუკიდებელ ერთეულად გამოეყო ქუთაისის გუბერნიას[6]

1918-1921 წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1918 წელს ოსმალეთის იმპერიასა და ამიერკვაკასიის ფედერაციას შორის მიმდინარეობდა ომი ბათუმის ოლქის დასაკავებლად. 1920 წლიდან შევიდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის შემადგენლობაში 1921 წელს ყოფილ ბათუმის ოლქს მიენიჭა ავტონომია სამუსლიმანო საქართველოს სახელწოდებით.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1897 წლის აღწერით ბათუმის ოლქში ცხოვრობდა 144 584 მცხოვრები. 1917 წლის მონაცემებით ოლქის მოსახლეობა შეადგენდა 82 ათას ადამიანს, მათ შორის 74 ათასი ქართველი იყო.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჟორდანია ო., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 151.
- ფრენკელი ა., „ნარკვევები ჩურუქ-სუსა და ბათუმზე“ = Очерки Чурук-Су и Батума [1879], თბილისი, 2012.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. LIII, указ 58904, ст. 181-182
- ↑ Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. LIII, указ 58936, ст. 194
- ↑ Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. LIII, указ 59114, ст. 298-299
- ↑ ანდერსენი ე., სამუსლიმანო საქართველო 1918-1921 წლებში და პირველი რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთი საზღვრის ფორმირება // საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება ასი წლის შემდეგ, თბილისი: თსუ, 2018. — გვ. 273, ISBN 978-9941-13-771-6.
- ↑ Полное собрание законов Российской империи, собрание 3-ое (1881-1913), т. III, указ 1636, ст. 300-301
- ↑ Полное собрание законов Российской империи, собрание 3-ое, т. XXIII, ბრძ. 22663, გვ. 156-157