იესე ფალავანდიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

იესე იოსების ძე ფალავანდიშვილი (გ. 1857) — თავადი, 1832 წლის შეთქმულების მონაწილე. მოინდომა თავისი ძმის, თბილისის გუბერნატორის ნიკოლოზ ფალავანდიშვილის ჩაბმა შეთქმულებაში, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. ძმის გავლენით თვითონვე გასცა შეთქმულება. მიუხედავად ამისა, მეფის მთავრობამ იგი დასაჯა შეთქმულებაში მონაწილეობისათვის. გადაასახლეს ფინეთში, შემდეგ ასტრახანში, სადაც იძულებით სამხედრო სამსახურს გადიოდა. შემდეგ მსახურობდა ტყეების ადმინისტრატორად პეჩორის ოლქში, სადაც თავისი მოღვაწეობითა და ეკოლოგიაზე ზრუნვით ადგილობრივი მოსახლეობის პატივისცემა დაიმსახურა. ყირიმის ომის (1853-1856 წწ.) დროს მონაწილეობდა სანაპიროების გამაგრებაში, რისთვისაც წმ. სტანისლავის III ხარისხის ორდენი მიიღო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 10 გვ. 214, თბ., 1986