დიაოხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიაოხის სამეფო

ძვ. წ. XII საუკუნეძვ. წ. VIII საუკუნე
Diauehi.svg
დიაოხის სამეფო
დედაქალაქი ზუა
უდიდესი ქალაქები ზუა, შაშილუ
ენა ქართველური ენები
რელიგია კერპთაყვანისმცემლობა
მმართველობის ფორმა მონარქია

დიაოხი ასევე დაიაენი და ტაოხი — ქართველ ტომთა ძველაღმოსავლური ტიპის სახელმწიფოებრივი გაერთიანება, რომელიც წარმოიქმნა ძვ. წ. XII საუკუნეში შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე და განადგურებული იქნა კიდევ ერთი ქართული სამეფოს კოლხას მიერ ძვ. წ. VIII საუკუნეში. დიაოხი მოიხსენიება ასურულ, ბერძნულ და ურარტულ წარწერებში.[1]

გეოგრაფია და ტოპონიმიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიაოხის სამეფო ასურეთის ჩრდილოეთითა და და შავი ზღვის აღმოსავლეთით მდებარეობდა, ანუ თანამედროვე საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ტერიტორიაზე. ასურელები ქვეყანას დაიანს უწოდებენ, ხოლო მეორე მეზობელი, ურარტუ დიაოხის სახელით მოიხსენიებს. დიაოხის სამეფო ბერძნულ წყაროებში, კერძოდ ქსენოფონტის ნაშრომებში ტაოხეს სახელწოდებით მოიხსენიება. ამ ტოპონიმიკური ერთეულის სახელწოდება დღესაცაა შემორჩენილი ერთ-ერთ რეგიონზე ტაოს ფორმით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიაოხის დაპირისპირება ასურეთთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიაოხი ძვ. წ. XII საუკუნეში ჩამოყალიბდა. ამ პერიოდში მას უხდება დაპირისპირება ასურეთთან, კერძოდ, ტიგლათფილესერ I-თან(ძვ. წ. 1115 - 1077). ამას მოწმობს ძვ. წ. 1112 წლით დათარიღებული წარწერა, რომელშიც ტიგლათფილესერ I იხსენიებს „60 მეფის გაერთიანებას“(ნაირის ქვეყნებს). სწორედ ეს გაერთიანება დაამარცხა ასურეთმა ძვ. წ. 1112 წელს და ჩრდილოეთის, ანუ შავ ზღვამდე სდია.

დიაოხის დაპირისპირება ურარტუსთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მართალია, ტიგლათფილესერის გარდაცვალების შემდეგ ასურეთი სუსტდება, მაგრამ დიაოხს ახალი მეტოქე უჩნდება ურარტუს სახით. ურარტუ საფრთხეს უქმნის, არა მარტო დიაოხის, არამედ ასურეთის სამეფოსაც, ამიტომ თუკი აქამდე ერთმანეთს ეომებოდნენ დიაოხის მეფე სიენი და ასურეთის მონარქი ტიგლათფილესერ I, ამჯერად მათმა შთამომავლებმა ასიამ და სალმანასარ III-მ კოალიცია შექმნეს და ერთობლივი ძალით დაუპირისპირდნენ ურარტუს. ძვ. წ. IX საუკუნის ბოლოს და VIII საუკუნის დასაწყისში ურარტუმ დაამარცხა ასურეთი და დიაოხი მარტოდმარტო აღმოჩნდა მის წინააღნდეგ. დიაოხი ჯერ მენუამ(810-786 წლები) დაამარცხა და დახარკა, რომელზეც ჩვენ მისი ერთ-ერთი წარწერიდან ვიგებთ, სადაც მენუა უტუფურსს იხსენიებს, ხოლო დიაოხს ძლიერ ქვეყანას უწოდებს. ამავე უტუფურსს უხდება ბრძოლა მენუას ძის - არგიშთის(786-764 წლები) წინააღმდეგ. მანაც დაამარცხა ქვეყანა და დახარკა.

დიაოხის დაპირისპირება კოლხასთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასუსტებულ დიაოხს ამჯერად კოლხას წინააღმდეგ უხდება ბრძოლა, რომელიც დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ადრეკლასობრივი სახელმწიფოა. კოლხას არ გასჭირვებია ძლიერ დასუსტებული დიაოხის დამარცხება. ძვ. წ. VIII საუკუნეში დიაოხის ქვეყანამ არსებობა შეწყვიტა, იგი კოლხეთის სამეფომ გაანადგურა. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს არგიშთი I-ს მემკვიდრის სარდურ II-ს წარწერა, რომელიც ამ ტერიტორიაზე ლაშქრობისას აღარ იხსენიებს დიაოხს, მის წარწერაში მხოლოდ კოლხა მოიხსენიება.

დიაოხის მმართველები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. A. G. Sagona. Archaeology at the North-East Anatolian Frontier, p. 30.