ყარსის ოლქი
| ყარსის ოლქი რუს. Карсская область ოლქი | |||||||
| |||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||
ყარსის ოლქი კავკასიის სამეფისნაცვლოს შემადგენლობაში. 1917 წელი | |||||||
| დედაქალაქი | ყარსი | ||||||
| ფართობი | 18 646.6 კმ² | ||||||
| მოსახლეობა | 377 200 (1913) | ||||||
ყარსის ოლქი (რუს. Карсская область; 1878—1921) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთული რუსეთის იმპერიაში. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ყარსი.
ყარსის ოლქს ესაზღვრებოდა თბილისისა და ქუთაისის გუბერნიები, ხოლო აღმოსავლეთიდან ერევნის გუბერნია. ყარსის სამხრეთელი მეზობელი იყო ოსმალეთის იმპერია. ოლქის ფართობი შეადგენდა 16 473 კმ²-ს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1877 წლის 1(13) ნოემბერს რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომის მსვლელობისას, დაკავებულ ტერიტორიაზე, კავკასიის არმიის მეთაურის ბრძანებით შეიქმნა ყარსის ოლქი. ყარსის ოლქის პირველი გუბერნატორი იყო ვიქტორ ფრანკინი.
1877-1881 წლებში იყოფოდა 6 ოკრუგად (არტაანის, ზარუშადის, ტახტის, შურაღელის, ყაღიზმანისა და ოლთისის) და სამ საბოქაულოდ (ფოცხოვის, ჩილდირისა და ხორასანის), 1881-1917 წლებში — 4 ოკრუგად (ყარსის, ატყაანის, ყაღიზმანისა და ოლთისის).
1921 წელს არტაანის და ყარსის ოლქები, შევიდა კვლავ თურქეთის შემადგენლობაში. მოსკოვის შეთანხმებით.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XX საუკუნისთვის ყარსის ოლქი იყოფოდა 4 ოკრუგად:
| ოკრუგები, საპოლიციო უბნები | მოსახლეობა[1] |
| ყარსის ოკრუგი საპოლიციო უბნები: | ყარსი |
| I. ყარსის უბანი (რეზიდ. ყარსი) | |
| II. სოღანლუღის უბანი (რეზიდ. სარიკი) | |
| III. ზარიშტიანის უბანი (რეზიდ. გრენადერი) | |
| IV. შერაგელის უბანი (რეზიდ. არგინო) | |
| V. აღბაბის უბანი (რეზიდ. დიდი ტაპაკი) | |
| არტაანის ოკრუგი საპოლიციო უბნები: | არტაანი |
| I. არტაანის უბანი (რეზიდ. არტაანი) | |
| II. ფოცხოვის უბანი (რეზიდ. დიგური) | |
| III. ჩილდირის უბანი (რეზიდ. ძურძნა) | |
| IV. გელის უბანი (რეზიდ. ოკამი) | |
| ყაღიზმანის ოკრუგი საპოლიციო უბნები: | ყაგიზმანი |
| I. ყაღიზმანის უბანი (რეზიდ. ყაღიზმანი) | |
| II. ხოროსანის უბანი (რეზიდ. კარაკურტი) | |
| III. ნახჭავნის უბანი (რეზიდ. დიგორი) | |
| ოლთისის ოკრუგი საპოლიციო უბნები: | ოლთისი |
| I. ოლთისის უბანი (რეზიდ. ოლთისი) | |
| II. ტაოსკარის უბანი (რეზიდ. ოლორი) |