შინაარსზე გადასვლა

ქართველთა სამეფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქართველთა სამეფო
ქართველთა საკურაპალატო[1]

888–1008
 

დროშა

{{{საერთო სახელი}}}-ს მდებარეობა
ქართველთა სამეფო (წითელ საზღვრებში).
დედაქალაქი არტანუჯი
ენები ქართული (ოფიციალური), სომხური[2]
რელიგია აღმოსავლეთის მართლმადიდებლობა (საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია)
მთავრობა
ერისმთავარი[3]
 -  813–826 აშოტ I დიდი
 -  826–876 ბაგრატ I
 -  876–881 დავით I
 -  881–888 ადარნასე II
მეფე[4]
 -  888–923 ადარნასე II
 -  923–937 დავით II
 -  937–945 ბაგრატ I
 -  958-994 ბაგრატ II
 -  994–1008 გურგენი
ისტორიული ერა ადრეული შუა საუკუნეები
 -  შეიქმნა 888
 -  გაუქმდა 1008
დღეს ამ ტერიტორიაზე საქართველოს დროშა საქართველო
სომხეთის დროშა სომხეთი
თურქეთის დროშა თურქეთი

ქართველთა სამეფო — იყო შუასაუკუნეების ევრაზიული მონარქია ბაგრატიონთა დინასტიის დაქვემდებარებაში, წარმოშობილი დაახლოებით 888 წელს; შეცვლა იბერიის საერისმთავრო ისტორიულ ტაო-კლარჯეთის მხარეში, ან ზემო იბერია ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში, ასევე თანამედროვე სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ნაწილები, რომელიც გადაჭიმულიყო იბერიის კარიდან (ამჟ. საქართველოს ყელი) სამხრეთით და მცირე კავკასიისკენ ჩრდილოეთით.

ისტორიული მხარე მოიცავდა შემდეგ ისტორიულ რაიონებს: დასავლეთით, არსიანის ქედიდან ტაოს, კლარჯეთს, ნიგალს და შავშეთს, აღმოსავლეთით მესხეთს, ერუშეთს, ჯავახეთს, არტაანს, აბოცს, კოლას და ბასიანს. ლანდშაფტი ხასიათდებოდა მთებით და ჭოროხის და მტკვრის მდინარეების სისტემებით. რეგიონმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ყველა ქართული მიწის და სამთავროს საქართველოს სამეფოში გასაერთიანებლად 1008 წელს.

813 წელს, იბერიის უკანასკნელი ერისმთავარი აშოტ I ბაგრატიონთა დინასტიიდან დასახლდა მის საგვარეულო კლარჯეთის საერისთავოში, სადაც მან აღადგინა არტანუჯის ციხე-სიმაგრე, თქმულებით, აშენებული იბერიის მეფე ვახტანგ I-ის მიერ V საუკუნეში, და მიიღო ბიზანტიის მფარველობა, როგორც საყოველთაოდ აღიარებული უმაღლესი ერისმთავრი და კუროპალატი იბერიისა, აქედან აშოტი ბრძოლობდა არაბების წინააღმდეგ, მუდმვიად გამაერთიანებელი არაბების მფლობელობაში მყოფი მიწებისა.[5]

აშოტ I-მა ხელი შეუწყო ქართველთა გადასახლებას ამ მიწებზე, და მფარველობდა გამოჩენილი ქართველი საეკლესიო მოღვაწის გრიგოლ ხანძთელის მიერ ინიციირებულ სამონასტრო ცხოვრებას (~759-861). დიდი ხნის განმავლობაში რეგიონი გახდა კულტურის სახლი და საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური ცენტრი. შედეგად, იბერიის პოლიტიკური და რელიგიური ცენტრი ფაქტობრივად გადატანილ იქნა ცენტრალური იბერიიდან სამხრეთ-დასავლეთით, ტაო-კლარჯეთში.[6][7] საერისმთავროს გეოგრაფიული მდგომარეობა, განლაგებული აღმოსავლეთის და დასავლეთის დიდ იმპერიებს შორის, და ის ფაქტი, რომ აბრეშუმის დიდი გზის ერთი ტოტი გადიოდა მის ტერიტორიას, ნიშნავდა, რომ ის იყო დაქვემდებარებული მრავალმხრივი გავლენების მუდმივ ნაკადს.

რამდენადაც ადგილობრივი არაბი ამირები კავკასიაში სულ უფრო დამოუკიდებლები ხდებოდნენ, ხალიფატმა აშოტი იბერიის ერისმთავრად აღიარა, რადგან წინააღმდეგობა გაეწია მეამბოხე თბილისის ამირა ისმაილ იბნ-შუაბისთვის ~818 წელს. თბილისის ამირა მხარდაჭერას დაპირდა აშოტის მტერს, კახეთის უფლისწულ გრიგოლს და წანარეთის ქართველ მაღალმთიან ტომებს. აშოტმა კავშირი შეკრა აფხაზთა მეფე თეოდოს II-ესთან და შეხვდა ამირას ქსანზე, გაიმარჯვა და გააძევა კახელები ცენტრალური იბერიიდან.[7] მაგრამ როდესაც არმინიის მმართველი ხალიდ იბნ იაზიდ-შაიბანმა აღადგინა კონტროლი აღმოსავლეთ საქართველოზე, აშოტი, ძლიერი ზეწოლის ქვეშ მყოფი, აიძულა უკან, ტაო-კლარჯეთში დაბრუნებულიყო.

აშოტ დიდმა თავისი საერისმთავრო დაყო მის სამ შვილზე:

    • უფროსი ძე, უხუცესი ადარნასე I (826-69), ერისთავთერისთავი, მართავდა დედაქალაქს, არტანუჯს, და მისი მამის ტერიტორიის ცენტრს, შავშეთს და დასავლეთ კლარჯეთს.
    • შუათანა ძე ბაგრატ I (826-76), ბაგრატი მართავდა კოლას მხარეს და ტაოს დიდ ნაწილს, გადაჭიმულს ანატოლიის სიღრმეში და რომელიც, საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა აშოტის დომენის სტრატეგიული ბირთვი.
    • ყველაზე უმცროსი ძე გუარამი (826-82) მართავდა ჩრდილოეთს: სამცხეს, ჯავახეთს და თრიალეთს (დასავლეთ ქართლი), და ფლობდა მამფალის არამეფურ ტიტულს, აღმნიშვნელს როგორც "პატრონი".
საერისმთავროს საზღვრები 850 წელს.

აშოტის გარდაცვალების შემდეგ არაბებმა ქართლი (ცენტრალური იბერია) დაიკავეს და დარჩენილი დომენებიდან გადასახადების გადახდა მოითხოვეს. ბაგრატ I-მა კავშირი შეკრა ხალიფასთან თბილისის საამიროს და კახეთის სამთავროს წინააღმდეგ. 853 წელს ბაგრატმა, ამჯერად ბუღა თურქისგან მხარდაჭერილმა, დაიბრუნა ცენტრალური იბერია, მაგრამ მხოლოდ მცირე ხნით, რამდენადაც ამბოხებულმა აფხაზებმა გააძევეს იგი ამ რეგიონიდან.

აშოტის უფროსი ძე, უხუცესი ადარნასე I, გარდაიცვალა პირველი. მისი ქონება თანაბრად იქნა გაყოფილი მის ძეებზე: გურგენმა მიიღო ამიერ ტაოს ნაწილი და კალმახი; სუმბატ I-მა კი კლარჯეთი.

აშოტის უმცროსი ძე, გუარამი, ატარებდა ექსპანსიის[8] აგრესიულ პოლიტიკას. 880 წელს მან ტყვედ ჩაიგდო ბაგრატიონების ტრადიციული მტერი, თბილისის არაბი ამირა სახელად გაბულოცი და ბორკილდადებული გაგზავნა კონსტანტინეპოლს, ტრიუმფმა მას მოუტანა თრიალეთი და ჯავახეთი. 876 წლამდე გუარამმა თავისი სამფლობელოების ნაწილი ძმებს გადასცა და ოპიზას მონასტერში ბერად აღიკვეცა, სადაც სიკვდილის შემდეგ, 882 წელს დასაფლავებულ იქნა.

დინასტიური უთანხმოება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიპარიტმა, ერთ-ერთმა ბაღვაშთაგანმა, დაიპყრო თრიალეთი, სადაც მან ააგო კლდეკარის ციხესიმაგრე და სულ მალე, 876 წლის შემდეგ შეიქნა გუარამის ძმისშვილის დავით I-ის (ბაგრატ I-ის ძე) ყმადნაფიცი. ამ გადანაცვლებამ გუარამის ძე ნასრა პრაქტიკულად უმემკვიდრეოდ დატოვა და, შესაძლოა აღნიშნულმა გარემოებამ იგი აიძულა 881 წელს შეთქმულებაში მიეღო მონაწილეობა და მოეკლა მისი ბიძაშვილი, დავით I. მკვლელობის შემდეგ ნასრა გაიქცა ბიზანტიის ტერიტორიაზე, საიდანაც დაბრუნებულ იქნა მისი ცოლისძმის, ბაგრატ I-ის დახმარებით, რომელმაც მოახერხა ბიზანტიის სამხედრო დახმარების უზრუნველყოფა და ნასრას სახელით შეიჭრა ბაგრატიონთა სამფლობელოში. კავკასიაში ბიზანტიის გავლენის დაბალანსების მიზნით, სომეხთა მეფე, აშოტ I ჩაერია დავით I-ის ძის ადნარნასეს მხარდასაჭერად. შესაბამისად, ბაგრატიონთა დინასტიური შუღლი გადაიზარდა რეგიონულ კონფლიქტში. ნასრამ მოახერხა ოძრხეს, ჯვარის ციხის და ლომსიანთას აღება, მაგრამ საბოლოოდ იგი დამარცხებულ იქნა, ტყვედ ჩავარდა და ასპინძაში სიკვდილით დაისაჯა.[9][10][11]

რამდენადაც ადარნასე ჯერ ისევ არასრულწლოვანი იყო, ბიზანტიის იმპერატორმა, დაყოფის პოლიტიკის შესაბამისად, კურაპალატად დანიშნა არა ადარნასე, არამედ მისი ბიძა გურგენ I. შეკრა რა კავშირი აჯანყებულ სომხებთან, ადარნასემ დაიწყო ექსპანსიის პოლიტიკა ქვემო ტაოში მდებარე მისი ბაზიდან. ჯერ არ გამხდარი კურაპალატი და მის წინაშე სომხეთის მაგალითის მქონე, ადარნასემ მიიღო მეფის ტიტული. ადარნასეს და გურგენს შორის დაძაბული ურთიერთობა ღია ომში გადაიზარდა. 891 წელს გურგენი სასიკვდილოდ დაიჭრა და შეპყრობილ იქნა მგლინავში, არტაანთან ახლოს. ბიზანტიის ხელისუფლება შეეგუა გარემოებებს და გურგენის სიკვდილის შემდეგ, 891 წელს ადარნასე აღიარა კურაპალატად.[12]

ამგვარად, გურგენ I-მა, ბაგრატიონების კლარჯეთის შტოს დამფუძნებლის, ადარნასე I-ის ძემ, მის შემდეგ დატოვა ორი ძე: ადარნასე II და აშოტ კუხი. მისი დინასტიური ხაზი, მისი შვილიშვილის, გურგენ IV-ის (918-941) სიკვდილის შემდეგ შეწყდა.

ტაო-კლარჯეთის სამეფოს საზღვრები 900 წელს.

ადარნასემ დააჯილდოვაა სომხეთის მეფე აშოტ I ურყევი ერთგულებისთვის, რომელიც გაგრძელდა აშოტის მემკვიდრის, სმბატ I-ის მეფობის დროს, რომელსაც ადარნასე დაეხმარა გვირგვინის მოპოვებას დინასტიურ ბრძოლაში 890 წელს, შემდეგ კი მას შეუერთდა არმინიის ყოფილი გუბერნატორის, აჰმედ იბნ-ისა დიარბაქირელის წინააღმდეგ. თავის მხრივ, სმბატმა აღიარა ადარნასეს სამეფო სტატუსი და პირადად აკურთხა ის 899 წელს. 904 წელს მათ ერთად დაამარცხეს აფხაზთა მეფე კონსტანტინე III, მათი საერთო ნათესავი, რომელიც ეცილებოდა ადარნასეს შიდა ქართლს და სმბატს გოგარენეს. ადარნასემ შეიპყრო კონსტანტინე და გადასცა სმბატს, მაგრამ ამ უკანასკნელმა, რომელიც ადარნასეს მზარდი ძალაუფლების დაბალანსებას და დასავლეთ საქართველოში სომხური გავლენის გავრცელებას ითვალისწინებდა, გაათავისუფლა მისი ტყვე. ამ ნაბიჯმა ადარნასე შეაბრუნა სმბატის წინააღმდეგ, და მომდევნო ბზარმა და მტრობამ დაასუსტა ორივე მონარქი: ადარნასეს საკუთრების მფლობელობის უფლება ჩამოერთვა კონსტანტინე III-ის მიერ 904 წელს, ხოლო სმბატი დაამარცხა და სიკვდილით დასაჯა აზერბაიჯანის მმართველი დინასტიის საჯიდების წარმომადგენელმა, იუსუფმა 914 წელს.[13] ამ მოვლენების შემდეგ, ადარნასე გადავიდა თავის ნაწილში, ბაგრატიონთა მემკვიდრეობით მიწებზე ტაოში.[12] ეს იყო დასაწყისი აფხაზთა თითქმის სამოცწლიანი მმართველობის იბერიაზე.

  • ადარნასეს სიკვდილის შემდეგ, მისი საკუთრება გადანაწილებულ იქნა მის ძეებს შორის:
    • უფროსი ძის დავით II-ის (923-937) მმართველობა შემოიფარგლებოდა ჯავახეთით და არტაანით, რამდენადაც შიდა ქართლის ძირითადი მიწები მდებარეობდა აფხაზთა კონტროლის ქვეშ.
    • მეორე ძე აშოტ IV (937-954) თავდაპირველად ფლობდა ქვემო ტაოს. მან, ბიზანტიის იმპერატორისაგან, 952 წელს მიიღო ასევე ბასიანი.[14]
    • მესამე ძემ, ბაგრატ I-მა (937-945) მიიღო ზემო ტაო, მისი ნათესავის გურგენ IV-ის (918-941) სიკვდილის შემდეგ.
    • უმცროსმა ძემ, სუმბატ I-მა (954-958) მიიღო მიწები და ტიტული მისი ძმის, აშოტ IV-ის სიკვდილის შემდეგ.

თავისი სამეფო ტიტულის მიუხედავად და მისი მამისგან განსხვავებით, დავით II არ ატარებდა კუროპალატის ტრადიციულ უმაღალეს ბიზანტიური ტიტულს, რომელიც იმპერატორმა მიანიჭა დავითის უმცროს ძმას, აშოტ IV-ეს. დავითს მინიჭებული ჰქონდა მხოლოდ მაგისტროსის ტიტული, მისი ნათესავის, გურგენ IV-ის მსგავსად. შედეგად, დავითის გავლენა და პრესტიჟი დაიჩრდილა მისი უმცროსი ძმის გავლენით და ავტორიტეტით. და ორივე, გურგენ IV და დავითი მტკიცედ ეწინააღმდეგებოდნენ ბიზანტიელების მიერ ბაგრატიონების ქალაქ არტანუჯის დაპყრობას, გურგენის სიმამრის, აშოტ კისკასის ფეოდალურ საკუთრებას.

გიორგი II-მ (923–957) განაგრძო მისი წინამორბედის ექსპანსიონისტური პოლიტიკა, მიმართული, პირველ რიგში, იბერიაზე კონტროლის შესანარჩუნებლად. რომ უზვუნველეყო ადგილობრივი დიდებულების მხარდაჭერა, 917 წელს იბერიის მეფისნაცვლად დანიშნა თავისი ძე, კონსტანტინე, მაგრამ მან, სამი წლის შემდეგ, მამის წინააღმდეგ მოაწყო გადატრიალება. გიორგი შევიდა იბერიაში და ალყაში მოაქცია ქალაქი უფლისციხე. მან შეიტყუა კონსტანტინე მუხანათურად, დააბრმავა და დაასაჭურისა.

არამედ კოსტანტინე აფხაზთა მეფის ძემან იმეფა ქართლს სამი წელი, შემდგომად იწყო მტერობა მამისა თვისისა; ჰსცნა გიორგი მეფემან, მოვიდა და ვერ წინა-აღუდგა ძე მისი, ვინაჲდგან ტაოელნი ყოველნი მეფენი მოიწვია და ემწნენ ყოველნი ბოროტებისათვის კოსტანტინესა; არამედ კოსტანტინემ განამაგრა უფლი-სციხე; გარ-მოდგომილმან გიორგი მეფემან ვერ შემუსრა ციხე; შემდგომად აბირნა აზნაურნი გამოტყუებად კოსტანტინესად და ეტყოდნენ კოსტანტინეს: „ვინაჲდგან არს მეფე გარე აფხაზეთისა, გამოვედ, შენ გყოთ მუნ მეფედ.“ ხოლო იგი მრწმენელი გამოვიდა ტივით და მიეტევნენ შეპყრობად; ივლტოდა კოსტანტინე და დაიმალა ნაპრალსა კლდისასა; ჰპოვეს და მოჰგვარეს გიორგი მეფესა. (ხოლო მან გამოჰყვერა უთესლობისათვის და შემდგომად მოკვდა); აღიღო ციხეცა და წარვიდა[15].

გიორგიმ, იბერიაზე სუვერენობის შენარჩუნების მიზნით, დანიშნა თავისი მეორე ძე, ლეონი (მომავალი მეფე ლეონ III), კავშირი შეკრა ბაგრატიონებთან და თავისი ქალიშვილი, გურანდუხტი, დააქორწინა გურგენზე (ბაგრატ II-ის ძე).

ტაოს მეფე დავით III გამოსახული X საუკუნის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ოშკის ბარელიეფზე თანამედროვე თურქეთის მოდერნისტულ პროვინცია ერზურუმში.

958 წელს, სუმბატ I-ის ძემ, ბაგრატ II-ემ მემკვიდრეობით მიიღო მისი მამის სამეფო ტიტული (გარდა კუროპალატისა) და მართავდა მხოლოდ ქვემო ტაოს. ბაგრატი ხშირად ჩნდებოდა დავით III ტაოელის, როგორც მისი ნათესავის და იმ დროისთვის ბაგრატიონთა შორის ყველაზე გავლენიანი ადამიანის მხარდამჭერი, ეხმარებოდა რა მას აზერბაიჯანის რევადიდების წინააღმდეგ.

ტაო-კლარჯეთის სამეფოს საზღვრები 1000 წელს.

სამართლიანმა მმართველმა და ეკლესიის მეგობარმა დავითმა კავშირი შეკრა ბიზანტიის იმპერატორთან, ბასილი II-ესთან, გაანადგურა მეამბოხე ბიზანტიელი დიდებული, ბარდა სკლიაროსი (~976-979) და დაჯილდოვდა ვრცელი მიწებით, რომელიც თანამედროვე ქართველი ისტორიკოსებისგან ცნობილია როგორც „ზემონი ქუეყანანი“, რამაც იგი სამხრეთ კავკასიაში ყველაზე ძლიერ მმართველად გახადა: მისი მმართველობა მოიცავდა ყოფილი კაისაიტების მიწებს, რომლებიც ძირითადად ვანის ტბამდე მდებარე მიწების შეადგენდა.[16] ერთადერთი დაბრკოლება იყო 987–989 წლებში მომხდარი წარუმატებელი კონფლიქტი ბიზანტიის იმპერიასთან, რომელმაც დავითი აიძულა დათანხმებულიყო, დაეთმო მისი სამფლობელო იმპერატორ ბასილი II-ისთვის სიკვდილის შემდეგ, რომლის სამფლობელო მოგვიანებით გაერთიანდა იბერიის თემში.

ყველა ქართული მიწების გაერთიანების მტკიცე განზრახვით, დავითმა მიიღო ბაგრატ V ერისთავი (მომავალი მეფე ბაგრატ III),[17] ბაგრატ II-ის შვილიშვილი, ასევე აფხაზთა სამეფოს ტახტის მემკვიდრე. 975 წელს დავითმა იგი დაასახლა ქართლში და დაადგინა როგორც ქართლის ერისთავი (ცენტრალური იბერია), შემდეგ კი როგორც აფხაზთა მეფე (978) და ბაგრატის მკვიდრ მშობელ მამას, გურგენს დაეხმარა ყოფილიყო იბერიის გვირგვინოსანი მეფე ბაგრატ II-ის სიკვდილის შემდეგ, 994 წელს. ამრიგად, ბაგრატი – ორი ქართული სახელმწიფოს მემკვიდრე და მმართველია. დავით ტაოელის სიკვდილის შემდეგ, 1001 წელს გურგენი და ბაგრატი შეხვდნენ ბასილის, მაგრამ ვერ შეძლეს დავითის სამეფოს ბიზანტიის იმპერიაში ანექსიის თავიდან აცილება და იძულებული გახდნენ ახალი საზღვრები ეღიარებინათ.

მიუხედავად წინააღმდეგობისა, ბაგრატ III-ემ შეძლო გამხდარიყო ერთიანი საქართველოს პირველი მმართველი (ოფიციალურად წოდებული: „მეფე აფხაზთა, ქართველთა, კახთა და ჰერთა, კუროპალატი“) მისი მამის სიკვდილის შემდეგ, 1008 წელს. ბაგრატის მეფობამ, განსაკუთრებული მნიშვნელობის პერიოდმა საქართველოს ისტორიაში, განაპირობა ქართველი ბაგრატიონების საბოლოო გამარჯვება ძალაუფლებისათვის მრავალსაუკუნოვან ბრძოლაში. უფრო სტაბილური და ცენტრალიზებული მონარქიის შექმნის მიზნით, ბაგრატმა გააუქმა ან უკიდურესად შეამცირა დინასტიური ერისთავების ავტონომია. მისი თვალსაზრისით, უკიდურესად შინაგან საფრთხეს წარმოადგენდა ბაგრატიონთა კლარჯეთის შტო, რომელსაც წარმოადგენდნენ მეფის ბიძაშვილები, სუმბატ IV და გურგენ VI. თუმცა, მიუხედავად მათი მხრიდან ბაგრატის უფლებამოსილების აღიარებისა, კვლავ კლარჯ ხელმწიფეებად იწოდებოდნენ. თავისი ძის, გიორგის მემკვიდრეობის უზრუნველყოფის მიზნით, ბაგრატმა, შემრიგებლური შეხვედრის საბაბით, თავისი ბიძაშვილები სუმბატი და გურგენი მიიტყუა ფანასკერტში დარბაზობის გასამართად, ვერაგულად შეიპყრო ისინი და თმოგვის ციხეში დაამწყვდია 1010 წელს. მათმა შვილებმა მოახერხეს გაქცევა კონსტანტინოპოლს, მაგრამ სუმბატი და გურგენი პატიმრობაში გარდაიცვალნენ 1012 წელს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. საქართველოს სამეფო-სამთავროები IX-X საუკუნეებში : ახალი სახელმწიფოების წარმოქმნა : ქართველთა საკურაპალატო-ქართველთა სამეფო (ტაო-კლარჯეთი) / შოთა ბადრიძე // საქართველოს ისტორია. ტ. 1 / ტომის რედაქტორი ნოდარ შოშიაშვილი. - თბილისი, 2006. - ISBN 99940-12-62-2. - გვ. 225-232.
  2. Литаврин, Геннадий Григорьевич. Комментарий к главам 44—53 трактата «Об управлении империей». См. комм. 1 к главе 45
  3. ერისმთავარი. წამებაი წმიდისა და ნეტარისა ჰაბოისი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
  4. მანგლელი მიტროპოლიტი ანანია “ქართველთა მეფეები”. მეფეები სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში – “ქართველთა მეფის” ტიტული. 02 იანვარი, 2018.
  5. Suny, გვ. 29
  6. Rapp, Stephen H. (2003), Studies in Medieval Georgian Historiography: Early Texts And Eurasian Contexts, passim. Peeters Publishers, ISBN 90-429-1318-5
  7. 7.0 7.1 Suny, 1994, გვ. 29-30
  8. ექსპანსია. სამოქალაქო განათლების ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
  9. Suny, Ronald Grigor (1994), The Making of the Georgian Nation, p. 30. Indiana University Press, ISBN 0-253-20915-3
  10. Toumanoff, Cyril (1967). Studies in Christian Caucasian History, p. 490. Georgetown University Press.
  11. Rapp, Stephen H. (2003), Studies in Medieval Georgian Historiography: Early Texts And Eurasian Contexts, pp. 388, 404. Peeters Publishers, ISBN 90-429-1318-5
  12. 12.0 12.1 Toumanoff, Cyril (1967). Studies in Christian Caucasian History, pp. 490-493. Georgetown University Press.
  13. Suny, Ronald Grigor (1994), The Making of the Georgian Nation, pp. 30-31. Indiana University Press, ISBN 0-253-20915-3
  14. Toumanoff, Cyril (1967). Studies in Christian Caucasian History, pp. 493-493. Georgetown University Press.
  15. ლეონტი მროველი „მატიანე ქართლისა“: მეორმოცდაათე მეფე ქართლისა, კოსტანტინე. ძე აფხაზთა მეფისა
  16. Ter-Ghewondyan, p. 112
  17. Toumanoff, Cyril (1967). Studies in Christian Caucasian History, pp. 490-5. Georgetown University Press.