საქართველოს სახელწოდება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საქართველოს ისტორია
საქართველოს გერბი

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა
უძველესი ისტორია
დიაოხის სამეფო
კოლხეთის სამეფო
იბერიის სამეფო
ლაზიკა-ეგრისის სამეფო
ძველი და ახალი ისტორია
ქართლის საერისმთავრო
კახეთის სამთავრო
კახეთ-ჰერეთის სამეფო
ტაო-კლარჯეთის სამეფო
აფხაზთა სამეფო
ჰერეთის სამეფო
საქართველოს ოქროს ხანა
ქართლის სამეფო
კახეთის სამეფო
იმერეთის სამეფო
გურიის სამთავრო
სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო
აფხაზეთის სამთავრო
ქართლ-კახეთის სამეფო
სამცხე-საათაბაგო
ერთიანი ქართული სახელმწიფო
რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში
უახლესი ისტორია
საქართველოს დრ
საქართველოს სსრ
საქართველოს რესპუბლიკა
საქართველო

საქართველოს დროშა საქართველოს პორტალი
  •  •  

საქართველოქართველი ერის ეროვნული სახელმწიფოს თვითდასახელება (ავტონიმი) ჩამოყალიბებული ადრეულ შუა საუკუნეებში სრულიად-ქართველთა კულტურული და პოლიტიკური ერთიანობით. სახელი მომდინარეობს საქართველოს ცენტრალური რეგიონი ქართლისაგან, რომელიც კლასიკური და ბიზანტიური წყაროებით ცნობილია როგორც იბერია.

საქართველოს სახელწოდება დასავლურ ქვეყნებში დამკვიდრდა, როგორც „Georgia“ (წარმოითქმის /ˈ/dʒ/ɔr/dʒ/ə/ ( მოსმენა)), ხოლო უმეტესად სლავურ საზოგადოებებში რუსული გავლენით დამკვიდრდა სახელით „Грузия“ ( /ˈgruzʲɪjə/). როგორც დასავლური ისევე რუსულენოვანი ეგზონიმები ეფუძნება ქართველების უძველეს სპარსულ განსაზღვრება vrkan/gurgan-ს, რომელიც „მგლების ქვეყანას“ ნიშნავს.

ავტონიმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართველები საკუთარ სამშობლოს „საქართველოს“ უწოდებენ. ეს სიტყვა შედგება ორი ნაწილისგან: ფუძე „ქართველ-ი“, რომელიც, კლასიკურ და ბიზანტიურ წყაროთა ცნობით, თავდაპირველად მხოლოდ საქართველოს ცენტრალური რეგიონების ქართლისა და იბერიის სამეფოთა მცხოვრებლებზე ვრცელდებოდა. მე-9 საუკუნისთვის, „ქართლის“ მნიშვნელობა გაიზარდა და გავცელდა შუა საუკუნეების საქართველოს სხვა კუთხეებზეც რელიგიასთან, კულტურასა და ენასთან ერთად. მეორე ნაწილია ქართული ცირკუმფიქსი სა-X-, სტანდარტული გეოგრაფიული კონსტრუქცია, რომელიც აღნიშნავს „ადგილს, სადაც X მოსახლობს“, სადაც X ეთნონიმია.[1]

ტერმინი „საქართველო“ ქართულ საისტორიო წყაროებში პირველად VIII საუკუნეში ქართლის ცხოვრებაში ჯუანშერთან დასტურდება. მომდევნო 200 წლის განმავლობაში ეს ტერმინი განიცდიდა ცვლილებებს, ვიდრე 1008 წელს არ გახდა ბაგრატ III-ის პოლიტიკურ გაერთიანებაში შემავალ ტერიტორიებზე (ქართლი, იბერია და აფხაზეთის სამეფო) მცხოვრები ხალხის სამშობლოს თვითდასახელება. თუმცა, იგი ოფიციალურად საყოველთაო ხმარებაში ადრეულ XIII საუკუნემდე არ შემოსულა.[1]

ოცნება ერთიანი საქართველო შესახებ შენარჩუნდა მე -15 საუკუნის პოლიტიკური კატასტროფის შემდეგაც კი, როდესაც საქართველო დაიშალა სამ ცალკეულ სამეფოდ: ქართლის, კახეთისა და იმერეთის, და ხუთ სამთავროდ: სამცხე-საათაბაგოს, სამეგრელოს, გურიის, სვანეთისა და აფხაზეთის სამთავრო. ქართლის გვიანდელი მეფეები არ თმობდნენ სრულიად საქართველოს მეფის ტიტულს, მიიჩნევდნენ რა თავს ძველი მეფეების კანონიკურ შთამომავლებად. საქართველოს ერთიანობის იდეა დომინირებს XVIII საუკუნის ჟამთააღმწერლისა და მეცნიერის, სამეფო ოჯახის წევრის ვახუშტი ბატონიშვილის ჩანაწერებშიც.

იმპერიული რუსეთის საუკუნეზე მეტ ხნიანი მმართველობის შემდეგ, 1918 წლის 26 მაისს საქართველო აღდგა „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის“ სახელით; 1921 წლის 25 თებერვალს, წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ, პოლიტიკურ წყობილებასთან ერთად სახელიც შეეცვალა და ამჯერად „საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა“ ეწოდა; საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1990 წლის 14 ნოემბერს — „საქართველოს რესპუბლიკა“. 1995 წლის კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნის ოფიციალური სახელწოდებაა „საქართველო“.[2]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პაიჭაძე, გიორგი (გამ., 1993), საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური და ქართული ტერმინოლოგია. მეცნიერება, ISBN 5-520-01504-X

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Rapp, Stephen H. (2003), Studies in Medieval Georgian Historiography: Early Texts And Eurasian Contexts, გვ. 419-423. Peeters Publishers, ISBN 90-429-1318-5
  2. საქართველოს კონსტიტუცია, თავი I, მუხლი 1.3. საქართველოს პარლამენტი. წაკითხვის თარიღი: 2014.11.13