შინაარსზე გადასვლა

სევერიან ჯუღელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯუღელი.
1907

სევერიან მოსეს ძე ჯუღელი (დ. 1877, სოფ. ჩხარი, ახლანდელი თერჯოლის რაიონი ― გ. 6 აგვისტო, 1909, თბილისი) — ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, მენშევიკი.

ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ (1891) სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1893 სემინარიელთა გაფიცვაში მონაწილეობისათვის სემინარიიდან გარიცხეს, იყო „მესამე დასის“ წევრი. შედიოდა სოციალურ-დემოკრატიულ თბილისის კომიტეტში. 1899 თბილისში ჩატარებული პირველმაისობის ერთ-ერთი ორგანიზატორი. 1902 თბილისიდან გაასახლეს. 1903 დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს, საიდანაც 1905 წლის 17 ოქტომბერს მანიფესტის შემდეგ დაბრუნდა. 1907 წელს აირჩიეს რუსეთის იმპერიის II მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად ტფილისის გუბერნიიდან[1]. იყო სოციალურ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი. სათათბიროს დათხოვნის შემდეგ (1907 წლის 3 ივნისს) ფრაქციის სხვა წევრებთან ერთად სამართალში მისცეს. საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ არალეგალურად ცხოვრობდა თბილისში. 1909 მაისში კვლავ დააპატიმრეს. გარდაიცვალა მეტეხის ციხეში. ჯუღელმა პუბლიცისტური მოღვაწეობა სემინარიაში სწავლის დროს დაიწყო. თანამშრომლობდა გამოცემებში: „ივერია“, „ცნობის ფურცელი“, „კვალი“, „სხივი“, „ლამპარი“, „განთიადი“, „ჩვენი აზრი“ და სხვა.

  1. Боиович М. М., «Члены Государственной Думы» (портреты и биографии) второй созыв, М., 1907, ст. 474