კაზაკები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ილია რეპინის სურათი „კაზაკები უწერენ წერილს თურქეთის სულთანს“

კაზაკები (რუს. Казаки; უკრ. Козаки; პოლ. Kozacy) — ასე ეწოდებოდათ გაქცეულ გლეხებს რუსეთსა და უკრაინაში, რომლებიც სახლდებოდნენ განაპირა აუთვისებელ მიწებზე და გასამხედროებულ თავისუფალ თემებს ქმნიდნენ. რუსეთის სახელმწიფომ კაზაკთა თემები თანდათანობით დაიმორჩილა და თავის სამსახურში ჩააყენა. კაზაკთა ლაშქარს მეფის მთავრობა იყენებდა როგორც საგარეო ომებში, ისე ქვეყნის შიგნით, სახალხო გამოსვლების ჩასახშობად.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაზაკი თურქული წარმოშობის სიტყვაა (qazaq) და თავდაპირველად, ისევე როგორც რუსულში, თავისუფალ, უბატონო კაცს, თავზეხელაღებულს აღნიშნავდა.[1]

თანამედროვეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოლო დროს შეინიშნება კაზაკთა ეროვნული იდენტობის ამაღლება რუსეთის ფედერაციაში. 2010 წლის 14 ოქტომბირს რუსეთის მოსახლეობის აღწერასთან დაკავშირებით ინტერნეტ საიტზე YouTube გავრცელდა პროპაგანდისტული ვიდეო რგოლი,[2] რომლითაც კაზაკები მოითხოვენ, რომ აღწერის ეროვნებათა გრაფაში შეტანილი იყოს – სიტყვა „კაზაკი“.

ამ დროისთვის კაზაკთა რიცხვი 7 მილიონს აღწევს.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]