ანანურის მაზრა
იერსახე
ანანურის მაზრა — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ყოფილ თბილისის გუბერნიაში. შეიქმნა 1803 წელს, როდესაც საქართველოს მთავარმართებლის გენერალ პავლე ციციანოვის ბრძანებით სამაზრო ცენტრი დუშეთიდან ანანურში გადაიტანეს. ამით სამაზრო ცენტრი დაუახლოვეს საქართველოს სამხედრო გზას. ცენტრის გადატანას ტერიტორიული ცვლილება არ გამოუწვევია: ანანურის მაზრა ყოფილი დუშეთის მაზრის საზღვრებში დარჩა. გეოგრაფიული მდებარეობის გამო ანანურს არ ჰქონდა სამაზრო ცენტრად განვითარების პერსპექტივა, ამიტომ 1821 წელს სამაზრო ცენტრი კვლავ დუშეთში გადაიტანეს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ციცაძე ზ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 144.