3 თებერვალი
იერსახე
<< | თებერვალი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | |||
5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
26 | 27 | 28 | 29 | |||
2024 |
3 თებერვალი — გრიგორიანული კალენდრის 34-ე დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 331 დღე (ნაკიან წელში - 332).
დღის მოვლენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1451 : სულთანი მეჰმედ II ოსმალეთის იმპერიის ტახტის მფლობელი ხდება.
- 1509 : პორტუგალიამ დაიპყრო ინდოეთის ოლქი დიუ.
- 1690 : მასაჩუსეტსის კოლონიამ ამერიკაში პირველი ქაღალდის ფული გამოუშვა.
- 1783 : ამერიკის რევოლუცია - ესპანეთმა აშშ-ის დამოუკიდებლობა ცნო.
- 1809 : ილინოისის ტერიტორია დაფუძნდა.
- 1815 : პირველი კომერციული ყველის წარმოების ქარხანა გაიხსნა (შვეიცარია).
- 1867 : პრინცი მუცუჰიტო ხდება იაპონიის იმპერატორი მეიძი.
- 1870 : აშშ-ის კონსტიტუციის მე-15 შესწორება შევიდა ძალაში.
- 1913 : აშშ-ოს კონსტიტუციის მე-16 შესწორების რატიფიკაცია მოხდა, რომელმაც უფლება მისცა შტატებს ადგილობრივი საშემოსავლო გადასახადი დაეწესებინათ.
- 1931 : The Star Spangled Banner გახდა აშშ–ის ჰიმნი.
- 1944 : აშშ-ის შეიარაღებული ძალები იღებენ მარშალის კუნძულებს.
- 1969 : კაიროში, იასირ არაფატი დაინიშნა პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის ლიდერად პალესტინელთა ეროვნულ კონგრესზე.
- 1972 : ზამთრის ოლიმპიადა პირველად ჩატარდა აზიაში, საპორო, იაპონია.
- 2009 :
- ირანმა ორბიტაზე გაუშვა ომიდი, ამ ქვეყანაში აწყობილი პირველი თანამგზავრი.
- უმცირესი ეგზოპლანეტა, რომლის დიამეტრის დადგენა შეიძლება, COROT-Exo-7b აღმოაჩინეს.
- 2019 : ნაიიბ ბუკელე სალვადორის პრეზიდენტად აირჩიეს.
ამ დღეს დაბადებულნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1683 : სიმონ ბატონიშვილი — ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე
- 1747 : სემიუელ ოსგუდი — აშშ-ის ფოსტის პირველი ხელმძღვანელი.
- 1758 : ვალენტინ ვოდნიკი — სლოვენი პოეტი
- 1809 : ფელიქს მენდელსონი — გერმანელი კომპოზიტორი
- 1815 : ედუარდ ჯეიმზ როი — ლიბერიის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე
- 1821 : ელიზაბეთ ბლეკუელი — ამერიკელი მედიკოსი ქალი.
- 1862 : ხოაკინ დისენტა — ესპანელი ჟურნალისტი
- 1868 : ანასტასია ერისთავი-ხოშტარია — ქართველი ნოველისტი.
- 1870 : ადა ნეგრი — იტალიელი პოეტი ქალი.
- 1874 : გერტრუდ სტაინი — ამერიკელი მწერალი, საზოგადო მოღვაწე.
- 1887 : გეორგ თრაქლი — ავსტრიელი პოეტი.
- 1889 : კონსტანტინე ერისთავი — ქართველი ქირურგი
- 1889 : რისტო რიუტი — ფინელი პოლიტიკური მოღვაწე.
- 1892 : ხუან ნეგრინი - ესპანეთის პრემიერ-მინისტრი
- 1898 : ალვარ აალტო — ფინელი არქიტექტორი და დიზაინერი.
- 1899 : ჟუან კაფე ფილიუ — ბრაზილიელი პოლიტიკური მოღვაწე
- 1906 : მიხეილ ჯაფარიძე — ქართველი დრამატურგი
- 1907 : გიორგი კაჭახიძე — ქართველი პოეტი
- 1915 : ბორის პაიჭაძე — ქართველი ფეხბურთელი.
- 1947 : პოლ ოსტერი — ამერიკელი მწერალი.
- 1948 : კარლუშ ბელუ — რომაულ-კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსი
- 1951 : ბლეზ კომპაორე — ბურკინა-ფასოს სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე.
- 1958 : გრეგორი მენკიუ — ამერიკელი მაკროეკონომისტი.
- 1960 : დავითი — ალავერდის ეპარქიის მიტროპოლიტი.
- 1960 : იოახიმ ლევი — გერმანელი სპორტსმენი.
- 1968 : მანანა კობახიძე — ქართველი პოლიტიკოსი.
- 1971: სარა კეინი — ინგლისელი დრამატურგი.
- 1971 : სოსო ლიპარტელიანი — ქართველი ძიუდოისტი.
- 1978 : ჟოან კაპდევილა — კატალონიელი ფეხბურთელი
- 1988 : გრეგორი ვან დერ ვილი — ნიდერლანდელი ფეხბურთელი
- 1990 : ანა ტატიშვილი — ქართველი ჩოგბურთელი.
ამ დღეს გარდაცვლილნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1468 : გუტენბერგი, იოჰან — გერმანელი გამომგონებელი, პირველი მესტამბე ევროპაში.
- 1924 : უილსონი, ვუდრო — აშშ-ის 28-ე პრეზიდენტი (1913— 1921)
- 2005 : ჟვანია, ზურაბ — ქართველი პოლიტიკოსი, პრემიერ-მინისტრი 2003—2005
დღესასწაულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
სხვა თვეები: