პავლე ლებედევი (ეგზარქოსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პავლე ლებედევი (ეგზარქოსი)

მთავარეპისკოპოსი პავლე (ერისკაცობაში — პეტრე ვასილის ძე ლებედევი) — რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი. საქართველოს ეგზარქოსი 1882-1887 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ტვერის გუბერნიის ვესიეგორსკის უეზდის სოფ. ჩისტაია დუბრავაში 1827 წელს.

  • 1853 წელს უმაღლესი ღვთის მეტყველების განათლება მიიღო პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში, სადაც დაასრულა კურსი მაგისტრის ხარისხით. მსახურობდა სასულიერო სასწავლებელში, ინსპექტორად სმოლენსკისა და პეტერბურგის სასულიერო სემინარიებში, ამავე აკადემიის ინსპექტორად, იყო სმოლენსკის და პეტერბურგის სემინარიების რექტორი.
  • 1868 წელს ეპიკსოპოსად იქნა ხელდასხმული, 2 წლის განმავლობაში იმყოფებოდა პეტერბურგის სამიტროპოლიტო ეპარქიის ვიკარიდ.
  • 1871-1882 წწ. კიშინიოვის ეპისკოპოსი.
  • 1882 წლის 18 ივლისიდან საქართველოს ეგზარქოსი.
  • 1888 წლიდან ყაზანის მთავარ-ეპისკოპოსი.

გარდაიცვალა ყაზანში 1892 წლის 23 აპრილს .

ჰქონდა ნიჭი გამგეობისა, იყო ნიჭიერი მქადაგებელი და მშრომელი. გამოცემულია მისი "სიტყვანი და შესხმანი" სამ ტომად 1879-1881 წწ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Русский биографический словарь: В 25 т. / под наблюдением А. А. Половцова. 1896—1918.