მელქისედეკ III (კათოლიკოს-პატრიარქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მელქისედეკ III)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „მელქისედეკ“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მელქისედეკ.
მელქისედეკ III
მისი უწმიდესობა და უნეტარესობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი
6 patriarqi melqisedeki.jpg
პროვინცია საქართველოს სსრ
ეპარქია მცხეთა-თბილისის ეპარქია
ეკლესია ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ინთრონიზაცია 1952
წასვლა 10 იანვარი, 1960
წინამორბედი კალისტრატე
მემკვიდრე ეფრემ II

საერო სახელი მიხეილ გიორგის ძე ფხალაძე
დაიბადა 2 ნოემბერი, 1872
ზემო ყანდაურა, სიღნაღის მაზრა
გარდაიცვალა 10 იანვარი, 1960
თბილისი
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებელი
საცხოვრებელი ადგილი თბილისი

მისი უწმიდესობა და უნეტარესობა მელქისედეკ III (ერისკაცობაში — მიხეილ გიორგის ძე ფხალაძე; დ. 2 ნოემბერი, 1872, ზემო ყანდაურა, სიღნაღის მაზრა — გ. 10 იანვარი, 1960, თბილისი) — ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1952-1960 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა მედავითნის ოჯახში. სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში. ამ დროს მას დაეღუპა მშობლები. 1890 წელს ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში. სემინარიის დამთავრების შემდეგ სწავლას აგრძელებს ყაზანის სასულიერო აკადემიაში. 1900 წელს დაამთავრა ყაზანის სასულიერო აკადემია ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით და დაინიშნა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში რუსული ენის მასწავლებლად. 1902 წლის 26 იანვარს იგი გადაყვანილ იქნა ქუთაისის სასულიერო სემინარიაში ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლად. 1904 წლის 8 აპრილიდან სმოლენსკის გუბერნიის ქალაქ ბელის სასულიერო სასწავლებელში გეოგრაფიის მასწავლებელია. 1915 წლის 15 მაისს ქალაქ ტივროვოს სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველია. 1915 წლია 31 მაისს აკურთხეს მღვდლად. 1917 წლის ივლისში იგი ბრუნდება საქართველოში და ინიშნება გორის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად. 1918 წლის 21 ნოემბერს აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში. 1921-1922 წლებში იყო უმუშევარი და განმოსილი. 1922 წლის 5 აპრილს დაბრუნდა ეკლესიაში და დაინიშნა სიონის საპატრიარქო ტაძრის კანდელაკად. 1925 წლის თებერვალში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველის მიტროპოლიტ ქრისტეფორეს ლოცვა-კურთხევით დაინიშნა ანჩისხატის ეკლესიის წინამძღვრად. 1925 წლის ოქტომბერში უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ამბროსის ლოცვაკურთხევით აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად მელქისედეკი. 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობას, იგი აკურთხეს ეპისკოპოსად და ჩააბარეს ალავერდის ეპარქია. 1927 წლის 17 ოქტომბრიდან იგი ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველია. 1928 წლის 24 მარტიდან იწოდებოდა წილკნელად, მაგრამ, რადგანაც ეპარქიაში აღარ იყო დარჩენილი მოქმედი ეკლესიები, გადმოყვანილ იქნა თბილისის ფერისცვალების მამათა მონასტრის წინამძღვრად. 1935 წლის 2 იანვარს უწმიდესისა და უნეტარესი კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით მიენიჭა მიტროპოლიტობა და კვლავ გაიგზავნა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში. 1938 წელს იძულებული გახდა სოხუმიდან დაბრუნებულიყო თბილისში. 1943 წლის 1 აპრილს დაინიშნა კუკიის ეკლესიაში რიგით სასულიერო პირად. 1944 წლის 30 აპრილიდან იგი ითვლებოდა ურბნელად და იყო წინამძღვარი თბილისის დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიისა.

1952 წლის 5 აპრილს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეცხრე საეკლესიო კრებამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია ურბნელი მიტროპოლიტი მელქისედეკი. კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკ III, მეტად ერუდირებული ადამიანი იყო, ის არაერთხელ გამოსულა მშვიდობის დაცვის სხვადასხვა კონფერენციაზე, ბერძნულიდან თარგმნა ჰეროდოტეს „ისტორია“, არიანეს „ევქსინის ზღვის გარშემო მოგზაურობა“. საერო ხელისუფლებისაგან შევიწროებულ ეკლესიას და მის მეთაურს არ ჰქონდა მოქმედების თავისუფლება. უწმიდესი მელქისედეკ III გარდაიცვალა 1960 წლის 10 იანვარს 88 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 561, თბ., 1983 წელი.
  • საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქები, რ. მეტრეველის რედაქციით, "ნეკერი", თბ., 2000
  • ვარდოსანიძე ს. „პატრიარქები“, თბ., 2013
  • ვარდოსანიძე, ს. - მიტროპოლიტი მელქისედეკ ფხალაძე. [სასულიერო ცხოვრება და მოღვაწეობა]. // წგ-ში: ვარდოსანიძე, ს. - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე (1932-1952 წწ.). - თბ.,2009. - გვ.117-118.
  • ისტორიის ფურცელი: კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკ III (ფხალაძე) 1872-1960. „კაცი შექმნილია ღვთისა მიერ იმიტომ, რომ მან ცხადყოს დიდება ღვთისა“. ფოტომატიანე. /რუბრიკას უძღვება გიორგი მაჩურიშვილი. // საპატრიარქოს უწყებანი. – 2014. – N3(703).~ - 23-29 იანვარი. - გვ.17-20.
  • კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკ III (ფხალაძე). // წგ-ში: XX საუკუნის მოღვაწეები: მათ არ უღალატეს ქრისტეს. - თბ.,2005. - გვ.26-27.
  • კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკ III (ფხალაძე) 1952-1960. // წგ-ში: საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კალენდარი 2009. - თბ.,2009. - გვ.239-245.
  • მელქისედეკ III (1872-1960) [საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1952-1960 წწ. მოკლე ბიოგრაფია]. // სახალხო გაზეთი. – 1996. – N31. – 23 მარტი. - გვ.9.
  • მელქისედეკ III (1872-1960) [საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1952-1960 წწ. მოკლე ბიოგრაფია]. // წგ-ში: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები. - თბ.,2000. - გვ.204-206.
  • ნებიერიძე-ვაჩნაძე, მ. - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია XX საუკუნის 50-იან წლებში და კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკ III. // წგ-ში: „XX საუკუნის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები“ (მასალები). - თბ.,2008. - გვ.50-62.
  • ჟვანია, ზ. - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკ III (ფხალაძე) [ცხოვრება და მოღვაწეობა]. // წგ-ში: ჟვანია, ზ. - საქართველოს კათალიკოს-პატრიარქნი და მღვდელმთავარნი 1917 წლიდან. - ქთ.,1994. - გვ.32-35.
  • Мелхиседек III (Пхаладзе) Католикос-Патриарх Всея Грузии 1952-1960 гг. // В-кн: Все человецы Божии. – б.м., б.г. – с.3-50.
  • Никодим Архимандрит – Святейший Католикос-Патриарх Всея Грузии Мелхиседек III (некролог). // Журн. Моск. Патр. – 1960. – февраль. – с.62-65.
  • Стефан Архиепископ – Новый Католикос-Патриарх Всея Грузии Святейший Мелхиседек III. // Журн. Моск. Патр. – 1953. - №5. – с.34-39.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]



წინამორბედი:
-
ალავერდის ეპარქია
14 ოქტომბერი, 192517 ოქტომბერი, 1927
შემდეგი:
-
წინამორბედი:
-
ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია
17 ოქტომბერი, 192724 მარტი, 1928
შემდეგი:
-
წინამორბედი:
-
წილკნის ეპარქია
24 მარტი, 19281928
შემდეგი:
-
წინამორბედი:
-
ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია
2 იანვარი, 19351938
შემდეგი:
-
წინამორბედი:
-
ურბნისის ეპარქია
30 აპრილი, 19445 აპრილი, 1952
შემდეგი:
-
წინამორბედი:
კალისტრატე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
5 აპრილი, 195210 იანვარი, 1960
შემდეგი:
ეფრემ II