მალკა
იერსახე
| მალკა | |
|---|---|
|
მალკა | |
| ქვეყანა |
|
| ქალაქები | პროხლადნი |
| სათავე | იალბუზი |
| სიგრძე | 210 კმ |
| აუზის ფართობი | 10 000 კმ² |
მალკა ან ბალიქსუ (ყაბ. Балъкъ, ყარაჩ.-ბალყ. Балыкъ суу) — მდინარე ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მდინარე თერგის მარცხენა შენაკადი. სიგრძე (მდინარე ყიზილქოლის სათავიდან) 210 კილომეტრი. აუზის ფართობი 10 ათასი კმ². სათავე აქვს იალბუზის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარე მყინვარებში. ზემოთში მთის მდინარეა, ქვემოთ ვაკეზე მიედინება. იყენებენ სარწყავად. შერეული საზრდოობის მდინარეა. წყალდიდობა იცის წლის თბილ პერიოდში. საშუალო ხარჯი შესართავიდან 28 კილომეტრზე 97,8 მ³/წმ. იყინება ქვემოთში. მარჯვნიდან უერთდება მდინარე ბაქსანი. მალკის ნაპირზეა ქალაქი პროხლადნი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 390.