სულაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სულაკი
Место слияния рек Аварское Койсу и Андийское Койсу.jpg
ავარიის ყოისუსა და ანდის ყოისუს შეერთების ადგილი
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეულები დაღესტანი
ქალაქები ყიზილიურთი
სათავე კავკასიონი
42°47′27″ ჩ. გ. 46°47′46″ ა. გ. / 42.79083° ჩ. გ. 46.79611° ა. გ. / 42.79083; 46.79611
შესართავი კასპიის ზღვა
43°15′16″ ჩ. გ. 47°32′54″ ა. გ. / 43.25444° ჩ. გ. 47.54833° ა. გ. / 43.25444; 47.54833
შესართავის სიმაღლე −27 მ
სიგრძე 169 კმ
აუზის ფართობი 15 200 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 176 მ³/წმ
სულაკი (დაღესტანი)
Blue 0080ff pog.svg
Blue pog.svg

სულაკი (რუს. Сулак) — მდინარე რუსეთში. მიედინება დაღესტნის ტერიტორიაზე. სიგრძე 169 კმ, აუზის ფართობი 15 200 კმ². წარმოიქმნება ავარიის ყოისუსა და ანდის ყოისუს შეერთებით. სათავე აქვს კავკასიონზე. ზემოთში მიედინება კანიონებში (სიღრმე 700-1500 მ), მთიდან გამოსვლის შემდეგ — განიერ დატერასებულ ხეობაში.[1] სულაკი გიმრისა და სალათაუს ქედებს შორის წარმოქმნის კავკასიის უღრმეს და მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კანიონს, რომლის სიგრძეა 53 კმ, სიღრმე 1900 მ, ხოლო სიგანე 3,5 კმ.[2] სულაკი ერთვის კასპიის ზღვას და აჩენს დელტას. შერეული საზრდოობის მდინარეა, უმთავრესად იკვებება თოვლით. წყალდიდობა იცის აპრილიდან სექტემბრის ბოლომდე. წყლის საშუალო ხარჯი შესართავიდან 123 კმ-ზე 176 მ³/წმ. სულაკის ნაპირზეა ქალაქი ყიზილიურთი. სულაკზეა ჩირიურთის და ჩირკეის ჰესები. იყენებენ სარწყავად და წყალმომარაგებისათვის.[1] სულაკის კანიონი სხვადასხვა დროს გამოკვლეულია ნიკოლოზ ანდრუსოვისა (1861-1924) და ბორის დობრინინის (1885-1951) მიერ.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]