ურუხი
იერსახე
| ურუხი | |
|---|---|
|
ურუხი ზამთარში. | |
| ქვეყანა |
|
| სათავე | კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი |
| შესართავი | თერგი |
| სიგრძე | 104 კმ |
| აუზის ფართობი | 1280 კმ² |
ურუხი (ზემოთში — ხარვესი) (ოს. Ирӕф / Ӕрӕф, ყაბ. Урыху) — მდინარე ჩრდილოეთ კავკასიაში, მდინარე თერგის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 104 კმ, აუზის ფართობი 1280 კმ². სათავე აქვს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე. უმთავრესად საზრდოობს მყინვარისა და თოვლის წყლით, წყალდიდობა იცის წლის თბილ დროს. წყალმცირეა ზამთარში. წყლის საშუალო ხარჯი შესართავიდან 50 კმ-ზე 20,2 მ³/წმ. გაყინულია დეკემბრიდან მარტამდე. ხე-ტყის დაცურება. იყენებენ სარწყავად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 182.
| ||||||||