ლაბა (მდინარე)
იერსახე
ლაბა რუს. Лаба | |
---|---|
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
ტერიტორიული ერთეულები | კრასნოდარის მხარე |
ქალაქები | ლაბინსკი, უსტ-ლაბინსკი |
სათავე |
კავკასიონი 44°17′11″ ჩ. გ. 40°53′43″ ა. გ. / 44.28639° ჩ. გ. 40.89528° ა. გ. |
სათავის მდებარეობა | დიდი ლაბისა და პატარა ლაბის შეერთების ადგილი |
შესართავი |
ყუბანი 45°11′15″ ჩ. გ. 39°41′29″ ა. გ. / 45.18750° ჩ. გ. 39.69139° ა. გ. |
შესართავის მდებარეობა | მდინარე |
შესართავის სიმაღლე | 82 მ |
სიგრძე | 214 კმ |
აუზის ფართობი | 12 500 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 95,7 მ³/წმ |
![]() ![]() | |
![]() |
ლაბა (რუს. Лаба) — მდინარე რუსეთში კრასნოდარის მხარეში, მდინარე ყუბანის მარცხენა შენაკადი. წარმოიქმნება დიდი ლაბისა და პატარა ლაბის შეერთებით, რომელთაც სათავე აქვთ კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. სიგრძე დიდი ლაბასთან ერთად 347 კმ, საკუთრივ ლაბისა 214 კმ. აუზის ფართობი 12,5 ათასი კმ². ზემოთ მთის მდინარეა. საზრდოობა შერეული აქვს. წყლის საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან ახლოს 95,7 მ³/წმ. იყინება (არა ყოველ წელს) დეკემბრის ბოლოს, ყინულძვრაა თებერვლის ბოლოს. იყენებენ სარწყავად, ხე-ტყის დასაცურებლად. ლაბის ნაპირზეა ქ. ლაბინსკი. შესართავის მახლობლად, მდინარე ყუბანის მარჯვენა ნაპირზე — ქ. უსტ-ლაბინსკი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 96.
|