ზილგახოხი
Jump to navigation
Jump to search
ზილგახოხი | |
---|---|
კოორდინატები: 42°36′38″ ჩ. გ. 44°13′31″ ა. გ. / 42.6107417° ჩ. გ. 44.2253528° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ჯავის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3857 მ |
ქედი | მაღრან-დვალეთის კავკასიონი |
ზილგახოხი — მწვერვალი საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ჯავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მაღრან-დვალეთის კავკასიონზე, მდინარეების სბისა და ჭელიათისწყლის (დიდი ლიახვის შენაკადები) სათავეებს შორის. სიმაღლე 3857 მ. აგებულია ზედაიურულ-ვალანჟინური მერგელებით, კირქვებით, კონგლომერატებით, თიხაფიქლებით, ქვიშაქვებით. კალთები ციცაბოა. დამახასიათებელია სუბნივალური და ნივალური ლანდშაფტი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 520.