ინგუშური ენა
ინგუშური ენა ГIалгIай мотт | |
გავრცელებულია | ![]() |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | 405 ათასი |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ნახურ-დაღესტნური ენები |
დამწერლობის სისტემა | კირილური დამწერლობა |
ენის კოდები | ISO 639-1: — ISO 639-2: inh ISO 639-3: inh |
რუკა | |
![]() მოლაპარაკეთა არეალი | |
ვიკისივრცე | |
ენის თარგი | {{Lang-inh}} |
|
ინგუშური ენა (ინგშ. ГIалгIай мотт) — ნახურ-დაღესტნური ენათა ოჯახის ნახური ჯგუფის ვაინახური ქვეჯგუფის ენა. გავრცელებულია ძირითადად ინგუშეთის რესპუბლიკაში, რუსეთში. ინგუშეთის რეპუბლიკაში რუსულთან ერთად გააჩნია ოფიციალური ენის სტატუსი. მასზე 405 ათასი კაცი ლაპარაკობს რუსეთში[1] და უზბეკეთში.[2] საკუთარი ორიგინალური დამწერლობა ენას არ გააჩნია, იყენებს ანბან კირილიცას.
ინგუშურ ენას ენათესავება ჩეჩნური ენა, რომელთანაც საერთო დიალექტი ქისტურიც გააჩნია, ასევე ახლოს დგას საქართველოში მოლაპარაკე ბაცბების ბაცბურ ენასთან.[3]
ინგუშური ანბანი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XX საუკუნის დასაწყისში ინგუშურ ენას გააჩნდა არაბულზე დაფუძნებული დამწერლობა. 1917 წლის მესამე რუსული (ოქტომბრის) რევოლუციის შემდეგ არაბული ლათინურმა შეცვალა, ხოლო 1938 წელს ლათნური რუსულმა კირილიცამ შეცვალა.
1928 წლის ინგუშური ანბანი:[4] A a, Æ æ, Ä ä, B b, C c, Č č, D d, E e, F f, G g, H h, Ꜧ ꜧ, I i, J j, K k, L l, M m, N n, Ņ ņ, O o, Ö ö, P p, Q q, R r, S s, Š š, T t, U u, Ü ü, V v, X x, X́ x́, Y y, Z z, Ž ž, Ch ch, Čh čh, Gh gh, Kh kh, Ph ph, Qh qh, Th th.
1948 წელს ინგუშური ანბანი შეიცვალა კირილიცით.
თანამედროვე ინგუშური ანბანი[5]
А а | Аь аь | Б б | В в | Г г | ГI гI | Д д | Е е |
Ё ё | Ж ж | З з | И и | Й й | К к | Кх кх | Къ къ |
КI кI | Л л | М м | Н н | О о | П п | ПI пI | Р р |
С с | Т т | ТI тI | У у | Ф ф | Х х | Хь хь | ХI хI |
Ц ц | ЦI цI | Ч ч | ЧI чI | Ш ш | Щ щ | Ъ ъ | Ы ы |
Ь ь | Э э | Ю ю | Я я | Яь яь | I |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იმნაიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 132-133.
- იმნაიშვილი დ., „ძირთადი და თანდებულიანი ბრუნვები ინგუშურსა და ჩაჩნურში“, „ენიმკის მოამბე“, ტ. 12, 1942
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Всероссийская перепись населения. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-12-03. ციტირების თარიღი: 2011-10-31.
- ↑ Ethonologue
- ↑ მ. ქურდიანი, „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების საფუძვლები“, თსუ, 2007
- ↑ Мальсагов, З. Культурная работа в Чечне и Ингушетии в связи с унификацией алфавитов. Владикавказ, 1928
- ↑ ГIалгIай-эрсий дошлорг (Ингушско-русский словарь). Нальчик, 2009. ISBN 978-5-88195-965-4