ადის-აბება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ადის-აბება
Addis Ababa / ኣዲስ ኣበባ
Addis Abeba City.jpg
ქვეყანა ეთიოპიის დროშა ეთიოპია
სტატუსი დედაქალაქი
კოორდინატები 9°38′ ჩ. გ. 38°42′ ა. გ. / 9.633° ჩ. გ. 38.700° ა. გ. / 9.633; 38.700
შიდა დაყოფა 10 რაიონი
ქალაქის მერი დირიბა კუმა
დაარსდა 1886
პირველი ხსენება 1886
ადრეული სახელები ფინფინი
ფართობი 526,99 კმ²
სიმაღლე 2355
მოსახლეობა 3 194 999 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 6062,73 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი (+251) 11
ოფიციალური საიტი www.addisababacity.gov.et
ადის-აბება (ეთიოპია)
Red pog.svg

ადის-აბება (ამჰ. አዲስ አበባ) — ეთიოპიის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. 2014 წლის მონაცემების მიხედვით ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდა 3 194 999 კაცი[1]. ფართობი — 526,99 კმ²[2] ადის-აბებას ეთიოპიაში განსაკუთრებული ადმინისტრაციული სტატუსი აქვს მინიჭებული. სწორედ ამ ქალაქშია აფრიკის კავშირის ადმინისტრაციის შენობა, აქვე 2002 წლამდე არსებობდა მისი წინამორბედის — აფრიკის ერთობის ორგანიზაციის შტაბ-ბინაც. სწორედ ამიტომ, ხშირად ადის-აბებას „აფრიკის პოლიტიკურ დედაქალაქს“ ან „აფრიკის პარიზსაც“ უწოდებენ.

ქალაქი დაარსდა 1886 წელს იმპერატორ მენელიკ II-ის მმართველობის პერიოდში, მისი მეუღლის ტაიტუ ბეტულის თხოვნით.

ქალაქში ცხოვრობს მრავალი ეროვნების მოსახლეობა ეთიოპიის სხვადასხვა რეგიონებიდან: ამჰარები, ორომოები, ტიგრაი, სომალელები და ბევრი სხვები. ასევე მდიდარია მოსახლეობის კონფესიული შემადგენლობა, აქ ცხოვრობენ მიაფიზიტები, მუსულმანები, ებრაელები, მართლმადიდებელი ქრისტიანები, პროტესტანტები და ტრადიციული აფრიკული სარწმუნოების მიმდევრები.

ადის-აბება — ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მაღალმთიანი დედაქალაქია მსოფლიოში. ქალაქის ყველაზე დაბალი წერტილი მდებარეობს ქალაქის სამხრეთში, ზღვის დონიდან — 2326 მეტრ სიმაღლეზე, სადაც იმყოფება ბოლეს საერთაშორისო აეროპორტი. ყველაზე მაღალი წერტილი მდებარეობს ქალაქის ჩრდილოეთში, ზღვის დონიდან — 3000 მეტრ სიმაღლეზე, ენტოტოს მთაზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადის-აბება დაარსდა ეთიოპიის იმპერატორ მენელიკ II-ის დროს. ქალაქის პირველი სახელწოდება იყო ფინფინი, რაც ორომოს ენაზე ნიშნავს «ცხელ წყაროებს». მენელიკ II, რომელიც ამ დროს იყო შოას სამეფოს მეფე, ენტოტოს მთის შემოგარენს თვლიდა გამოსადეგ ბაზად სამხედრო ოპერაციებისთვის მისი სამეფოს სამხრეთში. 1879 წელს ის ეწვია ამ რაიონში ცნობილი შუა საუკუნეების ქალაქის და ეკლესიის ნანგრევებს. ამ რეგიონისადმი მისი ინტერესი გაიზარდა მას შემდეგ, როდესაც მენელიკ II-ის მეუღლე ტაიტუ ბეტულმა დაიწყო ეკლესიის მშენებლობა ენტოტოს მთაზე. მაგრამ ბუნებრივმა პირობებმა მას ხელი შეუშალა აეშენებინა ქალაქი მთასთან უშუალო სიახლოვეს. 1886 წელს მშენებლობა დაიწყო მთიდან სამხრეთში.

პირველად ტაიტუ ბეტულმა ააშენა სახლი თავისთვის ფილუოჰის მინერალური წყაროების შემოგარენში, სადაც მას და სამეფო სასამართლოს წევრებს უყვარდათ მინერალური აბაზანების მიღება. სხვა გამორჩეული ადამიანები სახლდებოდნენ ტაიტუ ბეტულის სახლის გვერდით. როდესაც დასახლება გაფართოვდა, მენელიკ II-მ გადააკეთა ტაიტუ ბეტულის სახლი სასახლედ, სადაც დღეისათვის მდებარეობს ეთიოპიის მთავრობა. თანამედროვე დასახელება — ადის-აბება ამჰარული ენიდან თარგმანში ნიშნავს "ახალ ყვავილს". ეთიოპიის დედაქალაქის ტიტული ქალაქმა მიიღო, როდესაც მენელიკ II გახდა ეთიოპიის იმპერატორი. დღემდე შესაძლებელია მენელიკ II-ის მიერ დარგული ევკალიპტების დანახვა ქალაქის ქუჩების გასწვრივ.

1936 წლის 5 მაისს იტალიამ ეთიოპიასთან წარმოებული ომის შედეგად შეძლო ქალაქის დაკავება. 1936-1941 წლებში ადის-აბება წარმოადგენდა იტალიის აღმოსავლეთ აფრიკის ადმინისტრაციულ ცენტრს. ამ პერიოდის განმავლობაში დაახლოებით მილიონი ეთიოპელი დაიღუპა. 1941 წელს ბრიტანელთა ჯარისა და ეთიოპიელი აჯანყებულების იტალიის არმიაზე გამარჯვების შემდეგ ეთიოპიაში იმპერატორი ჰაილე სელასიე I დაბრუნდა დედაქალაქში და უმალვე დაიწყო მუშაობა ქალაქის აღდგენაზე.

1958 წლიდან ადის-აბებაში განლაგებულია აფრიკის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეკონომიკური კომისიის რეზიდენცია. 1963 წელს ჰაილე სელასიე I-ის დახმარებით შეიქმნა აფრიკის ერთობის ორგანიზაცია, რომლის შტაბ-ბინა მდებარეობს ადის-აბებაში. 2002 წელს აფრიკის ერთობის ორგანიზაცია გაუქმდა, ხოლო მის მაგივრად შეიქმნა აფრიკის კავშირი შტაბ-ბინით ადის-აბებაში. 1965 წელს ქალაქში ჩატარდა აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიების საბჭო.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი განიცდის მთელ რიგი რთული კლიმატური კომპლექსების მოვლენებს, რადგანაც მდებარეობს მაღალმთიან ზონაში. სიმაღლეზე დამოკიდებულებისა და ჭარბი ქარების გამო ტემპერატურა შეიძლება განსხვავდებოდეს 10 °C-ით. საერთოდ მთელი წლის განმავლობაში არსებული ტემპერატურა დაახლოებით ერთნაირია, მკვეთრი რყევების გარეშე. თვის საშუალო ტემპერატურა მერყეობს +16 °C-დან +19 °C-მდე წლის დროზე დამოკიდებულებით. ეკვატორთან ახლოს მდებარეობა უზრუნველყოფს საკმაო სითბოს, მიუხედავად მაღალმთიანი მდებარეობისა. მცენარეულობა ქალაქის ფარგლებში საკმაოდ ღარიბია, წარმოდგენილია უდაბნოს და ნახევარუდაბნოს ბუჩქნარით და ბალახით. ტემპერატურის რყევა წლის განმავლობაში პრაქტიკულად არ შეინიშნება. ქალაქში არ არსებობს მხუთავი სიცხე და თითქმის არ არსებობს სიცივე, საკმაოდ იშვიათობაა — ყინვები.

მთავრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეთიოპიის 1995 წლის კონსტიტუციის თანახმად, ადის-აბება ფედერალური დაქვემდებარების ორი ქალაქიდან ერთ-ერთია (მეორე ქალაქია — დირე-დაუა). მანამდელი ადმინისტრაციული დაყოფის ფარგლებში ქალაქის ხელისუფლებას ჰქონდა რეგიონალური სტატუსი.

ქალაქის ხელისუფლება შედგება მერისაგან, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას განაგებს და ქალაქის საბჭოსაგან, რომელიც საკანონმდებლო ხელისუფლებას წარმოადგენს. ამას გარდა, ქალაქი ემორჩილება ფედერალურ კანონებს. ქალაქის საბჭოს წევრები ირჩევა პირდაპირი არჩევით ქალაქის მოსახლეობის მიერ, მერს ირჩევს ქალაქის საბჭო თავისი წევრების შემადგენლობიდან. უფლებამოსილების მოქმედების ვადაა — 5 წელი. ამასთან ფედერალურ მთავრობას უფლება აქვს გააუქმოს ქალაქის საბჭო და დანიშნოს დროებითი მმართველობა მომავალ არჩევნებამდე. ქალაქის მერს ემორჩილება ადმინისტრაცია სიტი-მენეჯერის მეთაურობით და მის შემადგენლობაში შემავალი სხვადასხვა დეპარტამენტები.

2003 წლიდან 2005 წლის მაისამდე ქალაქის მერი იყო არკებე ოკუბაი (ინგლ. Arkabe Oqubay). 2005 წლის 31 მაისს ის დასახელდა «2005 წლის აფრიკულ მერად». ზუსტად იმ დროს მან უფლებამოსილება გადასცა ახალ მერ — ბერჰან ნეგეს. დღეისათვის ქალაქის მერია დირიბა კუმა (ინგლ. Diriba Kuma), რომელმაც ამ პოსტზე შეცვალა კუმა დემეკსა (ინგლ. Kuma Demeksa).

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადის-აბების რაიონების რუკა

ქალაქი დაყოფილია 10 რაიონად.

რაიონი ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,
ად. 2011 წ.
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
რუკა
1
ადის კეტემა[3]
7,41
271 644
36 659,1
Addis Ketema (Addis Ababa Map).png
2
აკაკი კალიტი[4]
118,08
195 273
1653,7
Akaky Kaliti (Addis Ababa Map).png
3
არადა[5]
9,91
225 999
23 000
Arada (Addis Ababa Map).png
4
ბოლე[6]
122,08
328 900
2694,1
Bole (Addis Ababa Map).png
5
გულელე[7]
30,18
284 865
9438,9
Gullele (Addis Ababa Map).png
6
კირკოსი[8]
14,62
235 441
16 104
Kirkos (Addis Ababa Map).png
7
კოლფე კერანიო[9]
61,25
546 219
7448,5
Kolfe Keranio (Addis Ababa Map).png
8
ლიდეტა[10]
9,18
214 769
23 000
Lideta (Addis Ababa Map).png
9
ნიფას სილკ-ლაფტო[11]
68,30
335 740
4915,7
Nifas Silk-Lafto (Addis Ababa Map).png
10
იეკა[12]
85,46
337 575
3950,1
Yeka (Addis Ababa Map).png

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადის-აბების ხედი კოსმოსიდან

2012 წელს გამოქვეყნებული ეთიოპიის ცენტრალური სტატისტიკური სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით, ადის-აბების მოსახლეობას შეადგენდა 3 041 002 ადამიანი, მათგან 1 449 002 იყო მამაკაცი და 1 592 000 ქალი[13]. დღეისათვის ადის-აბების ტერიტორიაზე არ არსებობს სოფლის რაიონები, ამიტომ მოსახლეობის 100 % — ქალაქელია. აქ ცხოვრობს ეთიოპიის მთელი ქალაქის მოსახლეობის 23 %. ქალაქის ფართობია — 526,99 კმ² და მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 5770,5 ად./კმ²-ზე. ქალაქი დაყოფილია 10 ადმინისტრაციულ რაიონად, ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რაიონში (ადის-კეტემა) მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 38 255,3 ად./კმ²-ს, ხოლო ყველაზე მეჩხერად დასახლებულ რაიონში (აკაკი-კალიტი) — 1704,1 ად./კმ²-ს.

უკანასკნელი მოსახლეობის აღწერის შემდეგ, რომელიც ჩატარდა ეთიოპიაში 2007 წელს, ადის-აბების მოსახლეობა გაიზარდა 300 000 ადამიანზე მეტით. 2007 წელს დედაქალაქის მოსახლეობამ შეადგინა 2 738 248 ადამიანი[14].

დედაქალაქში ცხოვრობს ბევრი ეროვნების წარმომადგენელი. მათ შორის გამოიყოფა: ამჰარები — მოსახლეობის 48,3 %, ორომოები — 19,2 %, გურაგელები — 17,5 %, ტიგრაი — 7,6 %. კონფესიების მიხედვით: მიაფიზიტები შეადგენენ მოსახლეობის 82 %-ს, მუსულმანები — 12,7 %-ს, პროტესტანტები — 3,9 %-ს, კათოლიკები — 0,8 %-ს.

ადის-აბების მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა:

  • 1900 წელი — 80 000 მაცხოვრებელი;
  • 1958 წელი — 400 000 მაცხოვრებელი;
  • 1968 წელი — 664 000 მაცხოვრებელი;
  • 2002 წელი — 1 700 000 მაცხოვრებელი;
  • 2012 წელი — 3 041 002 მაცხოვრებელი[13];

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადის-აბებაში მოქმედებს მრავალფეროვანი ეკონომიკური სისტემა. ფედერალური მთავრობის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, დაახლოებით 119 197 ადამიანი დაკავებულია ვაჭრობაში და კომერციაში, 113 977 ადამიანი — წარმოებაში, 80 391 ადამიანს აქვს საკუთარი მეურნეობა, 71 186 ადამიანი დაკავებულია ადმინისტრაციაში, 50 538 ადამიანი — ტრანსპორტში და კომუნიკაციებში, 42 514 ადამიანი — სოციალური უზრუნველყოფის სფეროში, 32 685 ადამიანი დაკავებულია სასტუმროების მეურნეობაში და ტურიზმში, ხოლო 16 602 ადამიანი მუშაობს სოფლის მეურნეობაში.

ღარიბი ეთიოპიელების უმრავლესობა სოფლის რაიონებიდან ჩამოდის ადის-აბებაში სამუშაოს მოსაძებნად და ავსებენ ეთიოპიის დედაქალაქის ქუჩებს. თუმცა ბოლო დროს ღარიბების უმრავლესობა შემცირდა მათი განათლების და სამუშაოთი უზრუნველყოფის გამო. დღეისათვის ადის-აბება შავი აფრიკის შედარებით სუფთა და უსაფრთხო ქალაქია, სადაც ყველაზე უფრო მეტად გავრცელებულია ისეთი დანაშაულები, როგორიცაა თაღლითობა, მცირე ქურდობა და ჩანთებიდან ქურდობა.

ბოლო დროს იზრდება მაღალი შენობების და ძვირი სასტუმროების რაოდენობა. მიმდინარეობს სავაჭრო ცენტრების და გასართობი კლუბების მშენებლობა. ადის-აბებას სულ უფრო ხშირად ეძახიან «აფრიკის საკურორტო დედაქალაქს».

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადის-აბება წარმოადგენს ეთიოპიის ადმინისტრაციულ, პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრს. ქალაქში განვითარებულია ტრანსპორტი.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი შედგება ავტობუსებისაგან და ლურჯი ან თეთრი ფერის სამარშრუტო ტაქსებისაგან. სამარშრუტო ტაქსები ეს, როგორც წესი, მიკროავტობუსებია, რომელთა ტევადობა დაახლოებით 12 მგზავრია. თითოეულ სამარშრუტო ტაქსში იმყოფება კონდუქტორი, რომელიც კრეფავს მგზავრობის ღირებულების საფასურს.

2008 წლის დასაწყისში რუსეთთან თანამშრომლობის გზით იგეგმებოდა პირველი სატროლეიბუსო მარშრუტის — გეოროდისი-ადისუ გებეას გახსნა. ამ მარშრუტის მშენებლობა გაუქმდა, სამაგიეროდ 2015 წლის სექტემბერში აშენდა ადის-აბების მეტროტრამი[15].

ბოლეს საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება ადის-აბებას და ახლომდებარე ქალაქებს, ასრულებს მრავალ საერთაშორისო რეისს და ქვეყნის მთავარი საჰაერო ჭიშკარია. 2003 წელს აქ გაიხსნა ახალი საერთაშორისო სამგზავრო ტერმინალი — აფრიკაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო თანამედროვე. ქალაქის დასავლეთით მდებარეობს ლიდეტას ძველი აეროპორტი, რომელიც დღეისათვის გამოიყენება სამხედრო მიზნებისათვის და მცირე თვითმფრინავებისათვის.

ქალაქს ასევე აქვს სარკინიგზო კავშირი ჯიბუტისთან და დირე-დაუასთან. სარკინიგზო სადგური აშენებულია მხატვრულ ფრანგულ სტილში.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადის-აბების უნივერსიტეტი გაიხსნა 1950 წელს და პირველად ატარებდა ადის-აბების საუნივერსიტეტო კოლეჯის სახელს. 1962 წელს მას სახელად ეწოდა ადის-აბების უნივერსიტეტი. აქ მდებარეობს 6 საუნივერსიტეტო ქალაქი და 1 კამპუსი მდებარეობს ქალაქ დებრე-ზეიტში. ეთიოპიის ბევრ ქალაქში ასევე მდებარეობენ ამ უნივერსიტეტის ფილიალები.

ადის-აბებაში მდებარეობს ეთიოპიური გამოკვლევების ინსტიტუტი და ეთნოგრაფიული მუზეუმი. ასევე არსებობს ბევრი კერძო კოლეჯი.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადის-აბების თეატრი

ეთიოპიის ეროვნულ მუზეუმში ინახება ლუსის — ავსტრალოპითეკის თაბაშირის ასლი, რომელიც ნაპოვნია ეთიოპიის ტერიტორიაზე. დღეისათვის ეს უძველესი ადამიანია, ვისი ნარჩენებიც დღეისათვის არის ნაპოვნი.

აქ ასევე მდებარეობს ეთიოპიის ეროვნული ბიბლიოთეკა და ეთნოგრაფიული მუზეუმი, ადის-აბების მუზეუმი, ეთიოპიის მუზეუმი და ბუნებრივი ისტორიის მუზეუმი. მდიდარი კოლექციები მდებარეობს რკინიგზის და ფოსტის მუზეუმებში.

ქალაქი განსაკუთრებული არქიტექტურული სტილით გამოირჩევა, აღსანიშნავია წმინდა გიორგის ტაძრის შენობა, დაარსებული 1896 წელს. წმინდა სამების ტაძარში იმყოფება იმპერატორ ჰაილე სელასიე I-ის საფლავი. ყველაზე დიდი კათოლიკური ტაძარია წმინდა ოჯახის ტაძარი. აქ მდებარეობს ეთიოპიაში ყველაზე დიდი მეჩეთი — ანვარი.

ქალაქის ცენტრში დგას ალექსანდრე პუშკინის მონუმენტი, რომლის პაპის (დედის მხრიდან) მამა სავარაუდოდ ეთიოპიიდან იყო.

ქალაქის სხვა ღირსშესანიშნაობაა — ადის-მერკატოს ბაზარი, რომელიც იტალიელების ბატონობის პერიოდში დაარსდა ეთიოპიაში.

ყველაზე დიდი სპორტული ნაგებობაა — ადის-აბების სტადიონი, სადაც 2008 წელს გაიმართა აფრიკის ჩემპიონატი მძლეოსნობაში.

დამეგობრებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Federal Demographic Republic of Ethiopia Central Statistical Agency – Population Projection of Ethiopia for All Regions At Wereda Level from 2014 – 2017. 2014 Population and Housing Census of Ethiopia. CSA (2014). წაკითხვის თარიღი: 1 October 2014.
  2. 2011 National Statistics
  3. Addis Ketema page (Addis Ababa website). Addisababacity.gov.et. წაკითხვის თარიღი: 2013-12-11.
  4. Akaky Kaliti page (Addis Ababa website). Addisababacity.gov.et. წაკითხვის თარიღი: 2013-12-11.
  5. Arada page (Addis Ababa website). Addisababacity.gov.et. წაკითხვის თარიღი: 2013-12-11.
  6. Bole page (Addis Ababa website). Addisababacity.gov.et. წაკითხვის თარიღი: 2013-12-11.
  7. Gullele page (Addis Ababa website). Addisababacity.gov.et. წაკითხვის თარიღი: 2013-12-11.
  8. Kirkos page (Addis Ababa website). Addisababacity.gov.et. წაკითხვის თარიღი: 2013-12-11.
  9. Kolfe Keranio page (Addis Ababa website). Addisababacity.gov.et. წაკითხვის თარიღი: 2013-12-11.
  10. Lideta page (Addis Ababa website). Addisababacity.gov.et. წაკითხვის თარიღი: 2013-12-11.
  11. Nifas Silk-Lafto page (Addis Ababa website). Addisababacity.gov.et. წაკითხვის თარიღი: 2013-12-11.
  12. Yeka page (Addis Ababa website). Addisababacity.gov.et. წაკითხვის თარიღი: 2013-12-11.
  13. 13.0 13.1 ეთიოპიის ცენტრალური სტატისტიკური სააგენტოს ოფიციალური შეფასება 2012 წლის 1 ივლისისათვის
  14. The Federal Democratic Republic of Ethiopia — Addis Ababa. Administrative units. Geohive
  15. Sub-Saharan Africa gets its first metro. The Economist (17 სექტემბერი 2015). წაკითხვის თარიღი: 23 სექტემბერი 2015.
  16. קשריםקשרים בין-לאומיים של העיר באר-שבע Hebrew. Beer-sheva.muni.il. წაკითხვის თარიღი: 5 May 2012.
  17. Tadias Magazine, "DC & Addis to Become Sister Cities", December 4, 2013, available at http://www.tadias.com/12/04/2013/dc-addis-to-become-sister-cities/