ბენიშანგულ-გუმუზის რეგიონი (ამჰარული:ቤንሻንጉል-ጉምዝ) — ეთიოპიისრეგიონი, ადრე ცნობილი როგორც რეგიონი 6. იგი ესაზღვრება სუდანს და სამხრეთ სუდანს. მისი დედაქალაქია — ქალაქი ასოსა. მოსახლეობა — 975 998 ადამიანი[1] (2014 წელი), ფართობი — 50 698,68 კმ²[2].
2007 წლის მონაცემებით რეგიონის მოსახლეობა შეადგენს 670 847 ადამიანს, ქალაქის მოსახლეობა შეადგენს — 14,6 %-ს. მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვეა — 13,23 ად./კმ². რეგიონში აღრიცხულია 985 654 ცალკეული მეურნეობა. ეთნიკური შემადგენლობა: ბერტა — 25,41 %, ამჰარები — 21,69 %, გუმუზი — 20,88 %, ორომოები — 13,55 %, შინაშა — 7,73 %, ავი — 4,22 %. ძირითადი ენებია — ბერტა — 25,15 %, ამჰარული — 22,46 %, გუმუზი — 20,59 %, ორომოს ენა — 17,69 %, შინაშა — 4,58 % და ავი — 4,01 %. მუსულმანები შეადგენენ რეგიონის მთლიანი მოსახლეობის 45,4 %-ს; მართლმადიდებელიქრისტიანები — 33 %-ს; პროტესტანტები — 13,5 %-ს; მოსახლეობის დაახლოებით 7,1 % მიეკუთვნება ტრადიციულ აფრიკულ რელიგიებს. 1994 წლის აღწერის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 460 459 ადამიანს.
CSA-ს 2004 წლის მონაცემებით, მოსახლეობის მხოლოდ დაახლოებით 27,23 %-ს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს სუფთა სასმელი წყლით (22,35 % სოფლებში და 58,53 % ქალაქებში). განათლების დონე შეადგენს 47,4 %-ს მამაკაცებისთვის და 23,2 %-ს ქალებისთვის. ბავშვთა სიკვდილიანობა შეადგენს 84 ბავშვს 1000 დაბადებულიდან (რაც, ქვეყნის საშუალოზე მაჩვენებელზე მაღალია — 77 ბავშვი 1000 დაბადებულზე).