ტიგრაის რეგიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტიგრაის რეგიონი
ამჰ. ትግራይ ክልል
დროშა
Flag of the Tigray Region.svg
ქვეყანა ეთიოპიის დროშა ეთიოპია
სტატუსი რეგიონი
მოიცავს 5 ადმინისტრაციული ზონა
ადმინისტრაციული ცენტრი მეკელე
მოსახლეობა (2014)
4 960 003 კაცი (5 ადგილი)
სიმჭიდროვე 119,78 კაცი/კმ²
ფართობი 41 409,95 კმ² (7 ადგილი)
ტიგრაის რეგიონი რუკაზე
დროის სარტყელი UTC+3
კოდი ISO 3166-2 ET-TI

ტიგრაის რეგიონი (ამჰ. ትግራይ ክልል) — ეთიოპიის რეგიონი. ადრე ცნობილი იყო როგორც რეგიონი 1. მისი დედაქალაქია — ქალაქი მეკელე. მოსახლეობა — 4 960 003 ადამიანი[1] (2014 წელი), ფართობი — 41 409,95 კმ²[2]. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ერიტრეა, დასავლეთიდან სუდანი, აღმოსავლეთიდან — აფარის რეგიონი და სამხრეთიდან — ამჰარის რეგიონი.

ადმინისტრაციულ ცენტრ ქალაქ მეკელეს გარდა, სხვა მსხვილი ქალაქებია: ადი-გრატი, ადუა და აქსუმი.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წლის მონაცემებით რეგიონის მოსახლეობა შეადგენს 4 314 456 ადამიანს, ქალაქის მოსახლეობა შეადგენს — 19,53 %-ს. მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვეა 50,54 ად./კმ². რეგიონში აღრიცხულია 985 654 ცალკეული მეურნეობა, ასე რომ, საშუალოდ 4,4 ადამიანი მოდის ერთ მეურნეობაზე (3,4 ადამიანი ქალაქის მოსახლეობაში და 4,6 ადამიანი — სოფლის). მოსახლეობის დაახლოებით 96,55 % მიეკუთვნება ტიგრაის ხალხს. სხვა ეთნიკური ჯგუფებია: ამჰარები — 1,63 %, ირობები — 0,71 %, აფარელები — 0,29 %, ორომოები — 0,17 % და სხვა. დღეისათვის ტიგრინიული ენა ყველაზე უფრო გავრცელებული ენაა რეგიონში, რაც შეადგენს რეგიონის მოსახლეობის სალაპარაკო ენის 96 %-ზე მეტს. მოსახლეობის 95,6 % — მართლმადიდებელი ქრისტიანია, 4 % — მუსლიმი, 0,4 % — კათოლიკე და 0,1 % — პროტესტანტია.

1994 წლის აღწერის მონაცემებით რეგიონის მოსახლეობა შეადგენდა 3 136 267 ადამიანს, საიდანაც 1 542 165 იყო მამაკაცი და 1 594 102 ქალი; ქალაქის მოსახლეობა იყო დაახლოებით 621 210 ადამიანი (14 %).

CSA-ს 2004 წლის მონაცემებით, მოსახლეობის მხოლოდ დაახლოებით 53,99 %-ს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს სუფთა სასმელი წყლით. განათლების დონე შეადგენს 67,5 %-ს მამაკაცებისათვის და 33,7 %-ს ქალებისათვის. ბავშვთა სიკვდილიანობა შეადგენს — 67 ბავშვს 1000 დაბადებულზე (რაც, ქვეყნის საშუალოზე მაჩვენებელზე დაბალია — 77 ბავშვი 1000 დაბადებულზე).

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის მეურნეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წლის მონაცემებით რეგიონში არსებობს 2 713 750 სული მსხვილი რქოსანი საქონელი (ეთიოპიის საერთო რაოდენობის 7 %), 72 640 ცხვარი, 208 970 თხა, 1200 ცხენი, 9190 ჯორი, 386 600 ვირი, 32 650 აქლემი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Federal Demographic Republic of Ethiopia Central Statistical Agency – Population Projection of Ethiopia for All Regions At Wereda Level from 2014 – 2017. 2014 Population and Housing Census of Ethiopia. CSA (2014). წაკითხვის თარიღი: 1 October 2014.
  2. 2011 National Statistics