ამჰარის რეგიონი
რეგიონი | |||
---|---|---|---|
ამჰარის რეგიონი ამჰ. አማራ | |||
![]() | |||
| |||
ქვეყანა |
![]() | ||
ადმ. ცენტრი | ბაჰრ-დარი | ||
კოორდინატები | 11°39′39″ ჩ. გ. 37°57′28″ ა. გ. / 11.66083° ჩ. გ. 37.95778° ა. გ. | ||
დაარსდა | 1992 | ||
ფართობი | 154 708,96 კმ² | ||
ოფიციალური ენა | ამჰარული ენა | ||
მოსახლეობა | 20 018 988 კაცი (2014) | ||
სიმჭიდროვე | 129,40 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+3 | ||
![]() | |||
ამჰარის რეგიონი (ამჰ. አማራ) — ეთიოპიის რეგიონი, რომლის ძირითადი მოსახლეობაა ამჰარები. დედაქალაქია ბაჰრ-დარი. მოსახლეობა — 20 018 988 ადამიანი[1] (2014 წელი), ფართობი — 154 708,96 კმ²[2].
გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რეგიონში მდებარეობს ეთიოპიის უდიდესი ტბა ტანა. აქაა ასევე სიმენის ეროვნული პარკი ქვეყნის უმაღლეს მწვერვალ რას-დაშანით.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
იმპერატორის ეთიოპიის დროს რეგიონი დაყოფილი იყო რამდენიმე პროვინციად, რომლებსაც მართავდნენ ნეგუსები. ამ პროვინციების დიდი ნაწილი 1995 წელს გაერთიანდა ერთ რეგიონში.
მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2007 წლის მონაცემებით რეგიონის მოსახლეობა შეადგენს 17 214 056 ადამიანს, ქალაქის მოსახლეობა შეადგენს — 12,27 %-ს. მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვეა — 111,27 ად./კმ². რეგიონში აღრიცხულია 3 953 115 ცალკეული მეურნეობა, ასე რომ, საშუალოდ 4,3 ადამიანი მოდის ერთ მეურნეობაზე. მოსახლეობის დაახლოებით 91,48 % მიეკუთვნება ამჰარების ეთნიკურ ჯგუფს. სხვა ჯგუფებია: არაუელები — 3,46 %, ორომოები — 2,62 % და სხვა. რეგიონის მოსახლეობის 91,47 % საუბრობს სემიტური ენების ჯგუფის ამჰარული ენაზე, დანარჩენი მოსახლეობის უმეტესობა ლაპარაკობს აფრაზიულ ენებზე, მათ შორისაა: აგავური ენები (ავი), აგავური ენები (კამირი), ორომოს ენა და არგობა. მოსახლეობის 82,5 % — ქრისტიანი-მონოფიზიტია; 17,2 % — მუსულმანია; 0,2 % — პროტესტანტია; 0,1 % — სხვა რელიგიების მიმდევარია. 1994 წლის აღწერის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 13 834 297 ადამიანს, ხოლო ქალაქის მოსახლეობა სულ 9,15 %-ს.
CSA-ს 2004 წლის მონაცემებით, მოსახლეობის მხოლოდ დაახლოებით 28 %-ს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს სუფთა სასმელი წყლით (19,89 %-ს სოფლებში და 91,8 %-ს ქალაქებში). განათლების დონე შეადგენს 54 %-ს მამაკაცებისთვის და 25,1 %-ს ქალებისთვის. ბავშვთა სიკვდილიანობა შეადგენს 94 ბავშვს 1000 დაბადებულიდან (რაც, ქვეყნის საშუალოზე მაჩვენებელზე გაცილებით მაღალია — 77 ბავშვი 1000 დაბადებულზე).
ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აგევ-ავი (Agew Awi)
- ბაჰირ-დარი (Bahir Dar)
- აღმოსავლეთ გოჯამი (Misraq Gojjam)
- ჩრდილოეთ გონდარი (Semien Gondar)
- ჩრდილოეთ შევა (Semien Shewa)
- ჩრდილოეთ ვოლო (Semien Wollo)
- ორომია (Oromia)
- სამხრეთ გონდარი (Debub Gondar)
- სამხრეთ ვოლო (Debub Wollo)
- ვაგ-ჰემრა (Wag Hemra)
- დასავლეთ გოჯამი (Mirab Gojjam)
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- http://www.ethiopar.net/type/English/basinfo/infoamra.htm დაარქივებული 2011-05-24 საიტზე Wayback Machine.
- http://www.africaguide.com/culture/tribes/amhara.htm
- http://www.ocha-eth.org/Maps/downloadables/AMHARA.pdf
- http://www.dppc.gov.et/downloadable/map/administrative/Atlas_Amhara.pdf დაარქივებული 2008-10-31 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Federal Demographic Republic of Ethiopia Central Statistical Agency – Population Projection of Ethiopia for All Regions At Wereda Level from 2014 – 2017. 2014 Population and Housing Census of Ethiopia. CSA (2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ოქტომბერი 2015. ციტირების თარიღი: 1 October 2014.
- ↑ 2011 National Statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-23. ციტირების თარიღი: 2015-10-02.
|