ჯეიმზტაუნი (წმინდა ელენეს კუნძული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ჯეიმზტაუნი
ინგლ. Jamestown
St-Helena-Jamestown.jpg
ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
რეგიონი წმინდა ელენეს კუნძული
კოორდინატები 15°55′28″ ს. გ. 5°43′05″ დ. გ. / 15.92444° ს. გ. 5.71806° დ. გ. / -15.92444; -5.71806
ფართობი 3,6 კმ²
მოსახლეობა 714 კაცი (2008)
სიმჭიდროვე 198,33 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC0
ჯეიმზტაუნი წმინდა ელენეს კუნძულის რუკაზე

ჯეიმზტაუნი (ინგლ. Jamestown, 15°55′ ს. გ. 5°43′ დ. გ. / 15.917° ს. გ. 5.717° დ. გ. / -15.917; -5.717) — ქალაქი და პორტი, დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიისწმინდა ელენე, ამაღლება და ტრისტანი-და-კუნიას დედაქალაქი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი დააარსა ბრიტანეთის ოსტ-ინდურმა კომპანიამ 1659 წელს. ის მდებარეობს ჯეიმზის ყურის უბეში (James Bay), რომელსაც სახელი დაერქვა იორკის ჰერცოგის, მოგვიანებით ბრიტანეთის უკანასკნელი კათოლიკე მეფისჯეიმზ II-ის პატივსაცემად. ქალაქიდან 3 კმ-ით სამხრეთით მდებარეობს გუბერნატორის რეზიდენცია (Plantation House) და სენტ პოლის ტაძარი (Cathedral of St. Paul’s). 4 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს დასახლება ლონგვუდი, სადაც გადაასახლეს და 1821 წელს გარდაიცვალა ნაპოლეონ ბონაპარტი. ლონგვუდში მის სახლს იცავს საფრანგეთის ხელისუფლება.

ჯეიმზტაუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამორჩეული სახეა — ეგრედ წოდებული იაკობის კიბე, გრძელი დახრილი სიბრტყე სიგრძით 900 ფუტი (დაახლოებით 700 ნაბიჯი), რომელიც, როგორც აქ ამბობენ, «თქვენი გული იკუმშება მასზე ასვლისას და კისერი გეგრიხება დაშვებისას». ეს ნაგებობა აშენდა 1829 წელს, რომ დაეკავშირებინათ ჯეიმზტაუნი კიბის ბორცვზე მდებარე გარნიზონთან და გამოიყენებოდა სამხედრო აღჭურვილობის ტრანსპორტირებისათვის. მისი გამოყენება გრძელდება დღემდე, თუმცა ის სხვა მიზნებითაც გამოიყენება.

1998 წელს ჯეიმზტაუნის მოსახლეობამ შეადგინა 864 ადამიანი, ხოლო 2008 წლის აღწერით მისმა რაოდენობამ შეადგინა 714 ადამიანი, ანუ კუნძულის მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 1/6.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]