ვიქტორია (სეიშელის კუნძულები)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვიქტორია.
ქალაქი
ვიქტორია
ინგლ. Victoria
Port-victoria Seychelles.jpg
ქვეყანა სეიშელის დროშა სეიშელის კუნძულები
სტატუსი დედაქალაქი
კუნძული მაე
კოორდინატები 4°37′00″ ს. გ. 55°27′00″ ა. გ. / 4.61667° ს. გ. 55.45000° ა. გ. / -4.61667; 55.45000
დაარსდა 1841
ადრეული სახელები პორტი-ვიქტორია
ფართობი 21,2 კმ²
მოსახლეობა 26 450 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 1247,64 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+4
ვიქტორია (სეიშელის კუნძულები) (სეიშელის კუნძულები)
Red pog.svg

ვიქტორია (პორტი-ვიქტორია) (ინგლ. Victoria) — სეიშელის კუნძულების დედაქალაქი — ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქი, მდებარეობს კუნძულ მაეს ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე. 2010 წლის მონაცემებით დედაქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 26 450 კაცს.[1][2]

დაარსდა 1841 წელს როგორც პორტი და ინგლისის დედოფლის პატივსაცემად პორტი-ვიქტორია ეწოდა. ვიქტორია წარმოადგენს საწვავით გასამართ ბაზას აფრიკიდან-ინდოეთისკენ მიმავალი ხომალდებისთვის.

ქალაქში თითქმის არ არის 3 სართულიანზე მაღალი შენობა, რადგან კანონი კრძალავს პალმებზე მაღალი სახლების მშენებლობას, რომ არ მოხდეს პეიზაჟის გაფუჭება.

ქალაქში არსებობს პოლიტექნიკუმი, უნივერსიტეტი, საავადმყოფო, 1971 წელს აშენებული საერთაშორისო აეროპორტი, ისტორიის და ბუნებისმეტყველების მუზეუმი.

კლიმატი[რედაქტირება]

ვიქტორია კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით მიეკუთვნება ეკვატორულ კლიმატურ სარტყელს ჩვეულებრივი თბილი ტემპერატურიდან ცხელი ტემპერატურის ჩათვლით მთელი წლის განმავლობაში. დედაქალაქში აღინიშნება შესამჩნევად უფრო ნოტიო და მშრალი პერიოდები მთელი წლის განმავლობაში, ივნისი და ივლისი მშრალი თვეებია, ხოლო დეკემბერი და იანვარი წვიმიანი თვეები. მაგრამ, რადგანაც ვიქტორიაში არც ერთ თვეში ნალექების თვიური საშუალო რაოდენობა არ ეცემა 60 მმ-ზე დაბლა, ქალაქში არ არსებობს ნამდვილი მშრალი თვე, რაც იმის ძირითადი მიზეზია, რომ კლიმატი ხვდება ტროპიკული ეკვატორული კლიმატური სარტყლის კატეგორიაში. დედაქალაქში ნალექების საშუალო რაოდენობა შეადგენს 2000 მმ-ზე მეტს წელიწადში.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება]

ოლქები კუნძულ მაეზე,
წითელი ნომრები — დიდი ვიქტორია

ქალაქი ვიქტორია შედგება სეიშელის კუნძულების სამი ოლქისგან:

  1. ლა-რივიერ-ანგლეზი (ინგლიშ-რივერი)
  2. სენ-ლუი
  3. მონ-ფლორი

დიდი ვიქტორია მოიცავს ამ სამ და კიდევ ხუთ ოლქს სეიშელის კუნძულების ყველა 25 ოლქიდან:

  1. მონ-ბაქსტონი
  2. ბელ-ერი
  3. როშ-კაიმანი
  4. ლე-მამელი
  5. პლეზანსი
ოლქი
(ქართ.)
ოლქი
(ფრანგ.)
ადმ. ცენტრი
(ქართ.)
ადმ. ცენტრი
(ფრანგ.)
ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,[2]
აღწერა
2010 წელი, ად.
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
09 ბელ-ერი Bel Air ბელ-ერი Bel Air 4,7 2857 607,87
16 ლა-რივიერ-ანგლეზი (ინგლიშ-რივერი) La Rivière Anglaise
(English River)
ლა-რივიერ-ანგლეზი English River 1,7 4196 2468,24
17 მონ-ბაქსტონი Mont Buxton მონ-ბაქსტონი Mont Buxton 1,2 3089 2574,17
18 მონ-ფლორი Mont Fleuri მონ-ფლორი Mont Fleuri 6,1 3419 560,49
19 პლეზანსი Plaisance პლეზანსი Plaisance 3,4 3781 1112,06
22 სენ-ლუი Saint Louis სენ-ლუი Saint Louis 1,1 3209 2917,27
24 ლე-მამელი Les Mamelles ლე-მამელი Les Mamelles 1,8 2667 1481,67
25 როშ-კაიმანი Roche Caïman როშ-კაიმანი Roche Caïman 1,2 3232 2693,33
სულ 21,2 26 450 1247,64

დამეგობრებული ქალაქები[რედაქტირება]

სეიშელის კუნძულების დედაქალაქი ვიქტორია დამეგობრებულია ქალაქებთან:

ქვეყანა ქალაქი
ჯიბუტის დროშა ჯიბუტი Coat of arms of Djibouti.svg ჯიბუტი
ვიეტნამის დროშა ვიეტნამი Hanoi Logo.png ჰანოი[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. SEYCHELLES. City Population. წაკითხვის თარიღი: 15 June 2015.
  2. 2.0 2.1 Geohive - 2010 წლის მოსახლეობის აღწერა
  3. Thủ tướng Nguyễn Tấn Dũng hội kiến Tổng thống Seychelles. BÁO ĐIỆN TỬ CỦA CHÍNH PHỦ NƯỚC CỘNG HÒA XÃ HỘI CHỦ NGHĨA VIỆT NAM. წაკითხვის თარიღი: 29 August 2013.