ჰაილე სელასიე I
ჰაილე სელასიე I (დ. 23 ივლისი, 1892, იჯერსო, ჰარარის პროვინცია — გ. 27 აგვისტო, 1975, ადის-აბება) — ეთიოპიის იმპერატორი 1930-1974 წლებში.
დაიბადა სახელმწიფო მოღვაწის მაკონენის ოჯახში. იმპერატორი ქალის ზაუდიტუს დროს 1916 წელს, გამოაცხადეს რეგენტად. ზაუდიტუს გარდაცვალების შემდეგ ეთიოპიის იმპერატორი გახდა (1930 წლის 2 ნოემბერი) ჰაილე სელასიე I-ის სახელით. შემოიღო ქვეყნის ცენტრალიზებული მმართველობა, გააუქმა მონობა და მონათვაჭრობა, გაატარა პროგრესული ღონისძიებები განათლებისა და ჯანმრთელობის სფეროში, გამოაცხადა ეთიოპიის პირველი კონსტიტუცია (1931). 1923 მიაღწია, რომ ეთიოპია მიეღოთ ერთა ლიგაში. ჰაილე სელასიე I იყო აფრიკის ერთობის ორგანიზაციის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. 1974 წლის 12 სექტემბერს ტახტიდან გადააყენეს რევოლუციური გადატრიალების შედეგად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 591.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Ethiopian Treasures - Emperor Haile Selassie I - The Ethiopian Revolution დაარქივებული 2008-12-27 საიტზე Wayback Machine.
- Imperial Crown Council of Ethiopia დაარქივებული 2005-02-07 საიტზე Wayback Machine.
- Speech to the League of Nations, June 1936 დაარქივებული 2015-10-22 საიტზე Wayback Machine. (full text)
- Marcus Garvey's prophecy of Haile Selassie I as the returned messiah დაარქივებული 2008-07-01 საიტზე Wayback Machine.
- Haile Selassie I and the Italo-Ethiopian war
- Haile Selassie I, the Later Years
- A critical look at the reign of Emperor Haile Selassie I of Ethiopia