შინაარსზე გადასვლა

სამხრეთის ერების, ეროვნებების და ხალხების რეგიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეგიონი
სამხრეთის ერების, ეროვნებების და ხალხების რეგიონი
ამჰ. ደቡብ ብሔሮች ብሔረሰቦችና ሕዝቦች ክልል

დროშა გერბი

ქვეყანა ეთიოპიის დროშა ეთიოპია
ადმ. ცენტრი Hawaasa
კოორდინატები 6°30′00″ ჩ. გ. 37°06′00″ ა. გ. / 6.50000° ჩ. გ. 37.10000° ა. გ. / 6.50000; 37.10000
დაარსდა 1994
ფართობი 105 887,18 კმ²
მოსახლეობა 17 837 005 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 168,45 კაცი/კმ²
გაუქმდა 2023
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+3]]
ოფიციალური საიტი http://www.snnprs.gov.et/

სამხრეთის ერების, ეროვნებების და ხალხების რეგიონი – აბრევიატურა SNNPR (ამჰ. ደቡብ ብሔሮች ብሔረሰቦችና ሕዝቦች ክልል) — ეთიოპიის რეგიონი. ჩამოყალიბდა 1994 წლის არჩევნების შემდეგ 7, 8, 9, 10 და 11 რეგიონების გაერთიანების შედეგად. მისი დედაქალაქია — აუასა. მოსახლეობა — 17 837 005 ადამიანი[1] (2014 წელი), ფართობი — 105 887,18 კმ²[2].

რეგიონი ესაზღვრება კენიას სამხრეთში, სამხრეთ-დასავლეთში — ილემის სამკუთხედს, დასავლეთში — სამხრეთ სუდანს, ჩრდილო-დასავლეთში — გამბელის რეგიონს, ჩრდილოეთში და აღმოსავლეთში — ორომიის რეგიონს. მსხვილი ქალაქებია: აუასა, არბა-მინჩი, მიზან-ტეფერი და ჩენჩა.

2007 წლის მონაცემებით რეგიონის მოსახლეობა შეადგენდა 15 042 531 ადამიანს, ქალაქის მოსახლეობა შეადგენს — 10,28 %-ს (ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ქვეყანაში). მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვეა 142,06 ად./კმ². რეგიონში აღრიცხულია 3 087 567 ცალკეული მეურნეობა, ასე რომ, საშუალოდ 4,9 ადამიანი მოდის ერთ მეურნეობაზე. ძირითადი ეთნიკური ჯგუფებია: სიდამო — 19,38 %, ველაიტა — 10,59 %, ჰადია — 7,98 %, გურაგელები — 7,54 %, გამო — 7 %, კაფიჩო — 5,44 %, სილტე — 5,37 %, გედეო — 4,90 % და სხვა. ძირითადი ენებია: სიდამოს ენა — 19,59 %, ვოლაიტას ენა — 10,48 %, ჰადიას ენა — 8,00 %, გურაგული ენა — 7,13 %, გამოს ენა — 6,9 %, კაფას ენა — 5,36 %. სულ რეგიონში ცხოვრობს 45-ზე მეტი სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი. პროტესტანტები შეადგენენ რეგიონის მთელი მოსახლეობის 55,5 %-ს, ქრისტიანი-მონოფიზიტები — 19,9 %-ს, მუსულმანები — 14,1 %-ს, კათოლიკები — 2,4 %-ს; მოსახლეობის დაახლოებით 6,6 % მიეკუთვნება ტრადიციულ აფრიკულ რელიგიებს.

1994 წლის აღწერის მონაცემებით რეგიონის მოსახლეობა შეადგენდა 10 377 028 ადამიანს, ქალაქის მოსახლეობა იყო სულ 6,8 %. 2006 წლის მონაცემებით, მოსახლეობის მხოლოდ 54 %-ს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს სუფთა სასმელი წყლით, რაც მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე 15 წლის უკანდელი მაჩვენებლები (სულ 10-15 %). განათლების დონე შეადგენს 57 %-ს მამაკაცებისთვის და 22,4 %-ს ქალებისთვის. ბავშვთა სიკვდილიანობა შეადგენს 85 ბავშვს 1000 დაბადებულზე (რაც, ქვეყნის საშუალოზე მაჩვენებელზე მაღალია — 77 ბავშვი 1000 დაბადებულზე).

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონი იყოფა 13 ზონად, 8 განსაკუთრებულ რაიონად (ვორედა) და აუასის საქალაქო ადმინისტრაციად.

ზონები/განსაკუთრებული რაიონები (ქართ.)ზონები/განსაკუთრებული რაიონები (ლათ.)მოსახლეობა,[3]
ად. (2007 წელი)
1ბენჩ-მაჯიBenč / Bench Maji Zone654 046
2დაუროDawro / Dawuro Zone492 742
3სამხრეთი ომოDebub (South) Omo Zone577 673
4გამო-გოფაGamo Gofa Zone1 595 570
5გიდეოGide’o / Gedeo Zone879 749
6გურაგეGurage Zone1 280 483
7ჰადიაHadiya Zone1 243 776
8კეფაKäfa / Keffa Zone880 251
9კემბატა-ტემბაროKämbata / Kembata Tembaro / Timbaro Zone683 167
10შეკაSheka Zone199 671
11სიდამაSidama Zone2 966 652
12სილტიSəlṭi / Silti Zone751 159
13ველაიტაWälaytta / Wolayita Zone1 527 908
14ალაბა (განსაკუთრებული რაიონი)Alaba special woreda232 241
15ამარო (განსაკუთრებული რაიონი)Amaro special woreda149 384
16ბასკეტო (განსაკუთრებული რაიონი)Basketo special woreda56 678
17ბურჯი (განსაკუთრებული რაიონი)Burji special woreda56 523
18დირაშე (განსაკუთრებული რაიონი)Dirashe / Derashe special woreda142 678
19კონსო (განსაკუთრებული რაიონი)Konso special woreda234 987
20კონტა (განსაკუთრებული რაიონი)Konta (Ela) special woreda91 743
21იემი (განსაკუთრებული რაიონი)Yäm / Yem special woreda80 647
22აუასის საქალაქო ადმინისტრაციაHawassa City Administration-Zone259 803
სულ15 042 531

ზონები თავის მხრივ იყოფა 126 რაიონად (ვორედა) და 10 ქალაქ-ვორედად.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Federal Demographic Republic of Ethiopia Central Statistical Agency – Population Projection of Ethiopia for All Regions At Wereda Level from 2014 – 2017. 2014 Population and Housing Census of Ethiopia. CSA (2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ოქტომბერი 2015. ციტირების თარიღი: 1 October 2014.
  2. 2011 National Statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-23. ციტირების თარიღი: 2015-10-04.
  3. GeoHive; Ethiopia, Administrative units