შინაარსზე გადასვლა

სენ-დენი (რეიუნიონი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
სენ-დენი
ფრანგ. Saint-Denis
გერბი

ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტი რეიუნიონი
ოლქი სენ-დენი
კოორდინატები 20°53′00″ ს. გ. 55°27′00″ ა. გ. / 20.88333° ს. გ. 55.45000° ა. გ. / -20.88333; 55.45000
ქალაქის მერი ჟილბერ ანეტი
დაარსდა 1669
ფართობი 142,79 კმ²
ცენტრის სიმაღლე 0–2276
მოსახლეობა 145 238 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 1017,14 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+4
საფოსტო ინდექსი 97400
ოფიციალური საიტი ville-saintdenis-reunion.fr
სენ-დენი (რეიუნიონი) — საფრანგეთი
სენ-დენი (რეიუნიონი)
სენ-დენი (რეიუნიონი) — რეიუნიონი
სენ-დენი (რეიუნიონი)

სენ-დენი (არაოფიციალურად: ფრანგ. Saint-Denis de la Réunion) — ქალაქი, საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტ რეიუნიონის ადმინისტრაციული ცენტრი, საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიების ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტი. 2005 წელს სენ-დენიში ცხოვრობდა 133,7 ათასი ადამიანი, 2010 წელს მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა — 137 165 ადამიანს,[1] ხოლო 2012 წლის აღწერით 145 238 ადამიანს[2] მდებარეობს კუნძულ რეიუნიონზე ინდოეთის ოკეანეში.

ქალაქში კლიმატი ტროპიკული და ნოტიოა, წლის განმავლობაში ტემპერატურის საკმაოდ მცირე ცვალებადობით. წლის საშუალო ტემპერატურა შეადგენს 19 °С-ს, ნალექების წლიური დონეა – 5109 მმ. ყველაზე უფრო ხშირად წვიმიანი თვეებია – იანვარი და მარტი (ნალექების რაოდენობა 527 მმ), ყველაზე უფრო ნაკლებად წვიმიანი თვეებია – სექტემბერი და ნოემბერი (330 მმ). ყველაზე უფრო მაღალი დაფიქსირებული ტემპერატურაა: 30 °С, ყველაზე უფრო დაბალი: 8 °С.

სენ-დენი დააარსა ეტიენ რენიომ 1669 წელს კუნძულის ჩრდილოეთში, ხოლო 1738 წელს გახდა კოლონია რეიუნიონის ადმინისტრაციული ცენტრი.

წელი 1974 1982 1990 1999 2012
მოსახლეობა 103 512[3] 109 072[3] 121 999[3] 132 338[3] 137 687[3](სავარაუდო)

სენ-დენის ემსახურება როლან გაროსის სახელობის (ფრ. Aéroport de la Réunion Roland Garros) აეროპორტი, რომელიც მდებარეობს ქალაქიდან 8 კმ-ით აღმოსავლეთით. აქ მდებარეობს ავიაკომპანია Air Austral-ის შტაბ-ბინა. სრულდება რეისები პარიზში (ორლი), ანტანანარივუში, ბორდოში, ლიონში, ბანგკოკში, მორონიში, ნანტში, სიდნეიში, იოჰანესბურგში და ზოგიერთ სხვა ქალაქებში.

დამეგობრებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]