დოდომა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
დოდომა
Dodoma
Gaddafi Mosque.jpg
ქვეყანა ტანზანიის დროშა ტანზანია
ოლქი დოდომის ოლქი
კოორდინატები 6°10′23″ ს. გ. 35°44′31″ ა. გ. / 6.17306° ს. გ. 35.74194° ა. გ. / -6.17306; 35.74194
ფართობი 2576 კმ²
სიმაღლე 1290
მოსახლეობა 213 636 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 82,93 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+3

დოდომა მდებარეობა ტანზანია

Red pog.svg

დოდომა (ინგლ. Dodoma; სუაჰ.: Dodoma) — ტანზანიის დედაქალაქი[1]. დოდომის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი.

გეოგრაფია[რედაქტირება]

მდებარეობს ტანზანიის ცენტრალურ ნაწილში, პლატოზე, რომელიც ზღვის დონიდან 1290 მეტრზეა. ინდოეთის ოკეანის სანაპიროდან დაშორებულია 320 კმ-ით. ქალაქისა და მისი შემოგარენის ბუნებრივ პირობებს განსაზღვრავს სუბეკვატორული მუსონური კლიმატი. ჰაერის საშუალო თვიური ტემპერატურაა იანვარში +26 °C, ივლისში +17 °C. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობაა — დაახლოებით 1000 მმ.

წვიმების სეზონი ნოემბერი-მაისია, ხოლო მშრალი სეზონი, რომლის პერიოდში ნალექები საერთოდ არ მოდის ივნის-ოქტომბერი. გაზაფხულის თვეებში საკმაოდ დიდი რაოდენობით ნალექები მოდის თითქმის ყოველდღიურად და მაღალი ფარდობითი ტენიანობა მაღალ ჰაერის ტემპერატურასთან ერთად საკმაოდ ცუდ კლიმატს ქმნის დოდომაში და მის შემოგარენში.

ქალაქი მდებარეობს დაბალი სიმაღლის ზონის სავანაში, რომლისთვისაც ყველაზე უფრო ტიპიურია აკაციები და ეკლიანი ბუჩქები. ბუნებრივ მცენარეულობას ასევე წარმოადგენს ქაფურის ხე და ფიჭვის ჯიშის ხეები. დედაქალაქის შემოგარენში გვხვდება ბევრი ველური აფრიკული ფაუნის წარმომადგენელი: ანტილოპების სხვადასხვა სახეობა, პრიმატები, ჟირაფები, სპილოები, მარტორქები, ლომები, ჯიქები, ავაზები, ბეჰემოთები, ზებრები და სხვები. აქ გვხვდება ბევრი ფრინველი ეგზოტიკური ბუმბულით და აფრიკული სირაქლემა.

ისტორია[რედაქტირება]

ქალაქი დაარსდა XIX საუკუნის დასასრულს, როგორც გერმანიის აღმოსავლეთი აფრიკის კოლონიური დასახლება. XX საუკუნის პირველ ათწლეულში გერმანელებმა დაიწყეს რკინიგზის სადგურის მშენებლობა და რკინიგზის ხაზით დააკავშირეს მსხვილ დასახლებებთან, მათ შორის ქვეყნის კულტურულ და ეკონომიკურ ცენტრ დარ-ეს-სალამთან.

პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ქალაქი გადავიდა ბრიტანელების მმართველობაში. მაგრამ ქალაქელები, რომლებიც გერმანელ დასახლებულებთან ერთად შედგებოდნენ ასევე ადგილობრივი აფრიკული ტომებისაგან და არაბებისაგან, საკმაოდ ნეგატიურად მიუდგნენ ბრიტანულ ხელისუფლებას. 1930-იანი წლების ეკონომიკურმა კრიზისმა საბოლოოდ დაანგრია ბრიტანული კოლონიალური სისტემა, რომელიც არსებობდა ტანგანიიკის ტერიტორიაზე, ხოლო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დოდომა შევიდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამეურვეო ტერიტორიის შემადგენლობაში, რომელსაც ასევე დიდი ბრიტანეთი მართავდა.

1950-იან წლებში ქალაქში, ისევე როგორც მთელს ტანგანიიკაში დაიწყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც 1961 წელს დამთავრდა დამოუკიდებლობის მიღებით. 1964 წელს, მას შემდეგ რაც გაერთიანდა ტანგანიიკა და ზანზიბარის სასულთნო, დოდომამ მიიღო იმავე დასახელების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრის სტატუსი.

1993 წელს დოდომა გახდა ქვეყნის ოფიციალური დედაქალაქი. ქვეყნის პრეზიდენტისა და მთავრობის რეზიდენცია გადატანილ იქნა დოდომაში, მაგრამ საელჩოების უმრავლესობა, ბანკები და ზოგიერთი სხვა სახელმწიფო უწყება კვლავ დარ-ეს-სალამში მდებარეობს.

მოსახლეობა, ენა, სარწმუნოება[რედაქტირება]

2012 წლის აღწერის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 213 636 ადამიანს[2]. ქალაქში ცხოვრობენ აფრიკული ტომების წარმომადგენლები: ნიამვეზი, ჯაგა, ჰაია, ვაგოგო, მასაი და სხვები. ისინი შეადგენებ ქალაქის მთლიანი მოსახლეობის თითქმის 99 %-ს. დანარჩენები არიან არაბული და ევროპული ქვეყნებიდან წამოსულების შთამომავლები.

სახელმწიფო ენებია — ინგლისური (გავრცელებულია საქმიან სფეროში) და სუაჰილი ენა. დოდომის მორწმუნე მოსახლეობას შორის ჭარბობენ ქრისტიანები (უპირატესად კათოლიკები) და მუსულმანები. დედაქალაქის მოსახლეობის უმნიშვნელო ნაწილი — ტრადიციული ადგილობრივი სარწმუნოებების მიმდევარია.

კულტურული მნიშვნელობა[რედაქტირება]

ტანზანიის თანამედროვე დედაქალაქი ღარიბია არქიტექტურული ძეგლებით: ისინი უპირველეს ყოვლისა თავმოყრილია დარ-ეს-სალამში. დოდომის მცირე რაოდენობის ღირსშესანიშნაობებს შორის უნდა აღინიშნოს პრეზიდენტის და სამთავრობო რეზიდენციის და ასევე სარკინიგზო ვაგზალის შენობები, რომლებიც აშენებულია XX საუკუნის დასაწყისში გერმანელი მუშების მიერ.

ამას გარდა, ქალაქში მდებარეობს სიქჰების საღვთო მონასტერი, რომლის მასპინძლები მოგზაურებს უმასპინძლდებიან ტკბილი ჩაით ნუგბართან ერთად, რომელსაც აქ პრასადს ეძახიან. დოდომაში ასევე გახსნილია გეოლოგიური მუზეუმი.

2007 წელს დაარსდა ორი უმაღლესი სასწავლებლის დაწესებულება: ტანზანიის წმინდა იოანეს უნივერსიტეტი[3] (ეკუთვნის ტანზანიის ანგლიკანურ ეკლესიას) და სახელმწიფო დოდომის უნივერსიტეტი[4]. საწყისი განათლების მიღება შეიძლება უფასოდ, საშუალო სკოლებში სწავლა ფასიანია. ტელევიზიის და რადიოს სამსახურები მდებარეობენ ყოფილ დედაქალაქ — დარ-ეს-სალამში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]