ბამაკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დედაქალაქი
ბამაკო
ფრანგ. Bamako
Hilltop view over BamakoE.jpg
გერბი
Blason ville ml Bamako (Mali).svg

ქვეყანა მალის დროშა მალი
ოლქი ბამაკო
კოორდინატები 12°39′00″ ჩ. გ. 8°00′00″ დ. გ. / 12.65000° ჩ. გ. 8.00000° დ. გ. / 12.65000; -8.00000
ფართობი 245 კმ²
ცენტრის სიმაღლე 350[1]
მოსახლეობა 1 809 106 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 7384,11 კაცი/კმ²
აგლომერაცია 2 757 234
სასაათო სარტყელი UTC-0
ბამაკო — მალი
ბამაკო

ბამაკო (ფრანგ. Bamako) — მალის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. 2009 წლის აღწერის მიხედვით აქ ცხოვრობდა 1 809 106 ადამიანი. ბამაკო არის აფრიკაში მოსახლეობის მხრივ ყველაზე სწრაფად მზარდი ქალაქი (მსოფლიოში მეექვსე)[2]. ქალაქი გაშენებულია მდინარე ნიგერის ორივე სანაპირო ზოლში, მდინარეზე არის პორტი, რაც ხელს უწყობს ვაჭრობას. ბამაკო მდებარეობს მალის სამხრთ-დასავლეთ ნაწილში, ამ ტერიტორიიდან რამდენიმე კილომეტრში არის მალი-კოტ-დ’ივუარის ოფიციალური სახელმწიფო საზღვარი. ეს დასახლებული პუნქტი წარმოადგენს მალის პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრს, ამ ქალაქს ქვეყანაში განსაკუთრებული ადმინისტრაციული სტატუსი აქვს მინიჭებული.

ბამაკოდან 15 კილომეტრში მდებარეობს საერთაშორის აეროპორტი. მალის დედაქალაქი სარკინიგზო ხაზის მეშვეობით უკავშირდება ქვეყნის სხვადასხვა ქალაქს.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეგენდის თანახმად, ერთ-ერთი პირველი დასახლება დაარსდა მონადირის, სახელად ბამბას, გამო და შესაბამისად სახელად დაერქვა «ბამა კო», ანუ «მდინარე ბამბა». მეორე ვერსიის თანახმად, ქალაქის სახელი დაკავშირებულია სიტყვა «ბამა»-სთან, რომელიც ბამბარას ხალხის ენაზე ნიშნავს «ნიანგს». ამ თეორიის შესაბამისად «ბამაკო» ითარგმნება, როგორც «ნიანგების მდინარე». ეს თეორია ძირითადად ითვლება, რის გამოც ბამაკოს გერბზე გამოსახულია სამი ნიანგი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბამაკოს ტერიტორიაზე ადამიანი უძველესი დროიდან იყო დასახლებული. ამ ტერიტორიაზე ადამიანების ცხოვრებისთვის ხელსაყრელი პირობები იყო შექმნილი, ამას, უპირველეს ყოვლისა, განაპირობებდა მდინარე ნიგერი. ბამაკოს ვაჭრობის მხრივ მნიშვნელოვანი ფუნქციები ეკისრებოდა. XIX საუკუნისთვის ეს ტერიტორია შევიდა საფრანგეთის იმპერიის შემადგენლობაში. 1960 წელს მალიმ საფრანგეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ამ დროისთვის ბამაკოს მოსახლეობა 160 000 ადამიანს შეადგენდა.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბამაკოსათვის დამახასიათებელია საჰელის სამხრეთისთვის ტიპიური კლიმატი. მას აქვს სუბეკვატორული სარტყელის ნიშნები, მაგრამ ხასიათდება, როგორც ტროპიკული და საკმაოდ ცხელი, ჰაერის საშუალო ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში არ ეცემა 25 °С-ზე დაბლა. ყველაზე უფრო ცხელი თვეებია — მარტი, აპრილი და მაისი, როდესაც ტემპერატურის საშუალო მაქსიმუმი აღწევს 38-39 °С. ყველაზე უფრო ცივი თვეებია — ნოემბერი, დეკემბერი და თებერვალი. ნალექების რაოდენობის საშუალო წლიური დონე შეადგენს 880 მმ-ს და ნალექების ეს რაოდენობა თითქმის მთლიანად მოდის მაისიდან ოქტომბრამდე მონაკვეთში. დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით პერიოდში ნალექი საერთოდ არ მოდის.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი დიდი ხნის განმავლობაში განიცდის დემოგრაფიულ ბუმს: 2,5 ათასი მაცხოვრებელი 1884 წელს; 8 ათასი 1908 წელს; 37 ათასი 1945 წელს; დაახლოებით 100 ათასი 1960 წელს (მალის დამოუკიდებლობის მოპოვების წელი). ამ დროიდან ქალაქი აგრძელებს სოფლის მოსახლეობის მოზიდვას, რომლებიც დედაქალაქში მიემართებიან სამუშაოს მოსაძებნად. მოსახლეობის რაოდენობის ასეთი არაკონტროლირებადი ზრდა პროვოცირებას ახდენს ქალაქის ეკოლოგიის, კანალიზაციის, ავტოგზებზე საცობების, სასმელი წყლის და სხვა სერიოზულ პრობლემებზე.

დაკარიდან და აბიჯანიდან ათასი კმ-ის ან გვინეის სახელმწიფო საზღვრიდან 400 კმ-ის სიშორეზე მდებარე ქალაქი ბამაკო ბოლო წლებში გახდა დასავლეთი აფრიკის გზაჯვარედინი. ქალაქში ცხოვრობს მრავალფეროვანი ეთნიკური ჯგუფები, როგორც თვითონ მალიდან, ასევე მიმდებარე სახელმწიფოებიდან.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაციული თვალსაზრისით ქალაქი დაყოფილია 6 კომუნად:

კომუნა მოსახლეობა,[3]
ად. (2009)
ფართობი,
კმ²
კომუნა I 335 407 35,0
კომუნა II 159 805 18,3
კომუნა III 128 872 20,7
კომუნა IV 300 085 42,0
კომუნა V 414 668 42,0
კომუნა VI 470 269 87,0
სულ 1 809 106 245,0

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სარკინიგზო ხაზი დაკარი-ბამაკო დედაქალაქს ქვეყნის დასავლეთში მდებარე ქალაქ კაესის გავლით აკავშირებს სენეგალის დედაქალაქ დაკართან. ფუნქციონირებს საავტომობილო კავშირი ქვეყნის ისეთ მსხვილ ქალაქებთან, როგორებიცაა კულიკორო, კატი, სეგუ, სიკასო და სხვა.

1974 წელს გახსნილი ბამაკოს აეროპორტი (Bamako-Sénou International Airport) მდებარეობს დედაქალაქიდან 15 კმ-ში. ხელისუფლების მონაცემებით 2005 წლისთვის აეროპორტის ტრაფიკმა შეადგინა 516 000 ადამიანი. ასევე განსაკუთრებული სატრანსპორტო მნიშვნელობა აქვს მდინარე ნიგერს. ქალაქი მდებარეობს მდინარის ორივე სანაპიროზე, რომლებიც ერთმანეთთან შეერთებულია სამი ხიდით (პირველი აშენდა 1960 წელს, მეორე — 1992 წელს, მესამე 2011 წელს).

დამეგობრებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ ასევე ხელმოწერილია ფრანგულ ქალაქებთან: ლიონი, მარსელი და ბორდო, ასევე ბურკინა-ფასოს დედაქალაქ უაგადუგუსთან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]