აბუჯა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დედაქალაქი
აბუჯა
Abuja
ქვეყანა ნიგერიის დროშა ნიგერია
კოორდინატები 9°03′ ჩ. გ. 7°29′ ა. გ. / 9.050° ჩ. გ. 7.483° ა. გ. / 9.050; 7.483
დაარსდა 1828
ფართობი 713 კმ²
ზღვის დონე 840
მოსახლეობა 778 567 კაცი (2006)
სიმჭიდროვე 1091,96 კაცი/კმ²
აგლომერაცია 1 400 000
სასაათო სარტყელი UTC+1
ოფიციალური საიტი www.fct.gov.ng
აბუჯა (ნიგერია)
Red pog.svg

აბუჯა (ინგლ. Abuja, იორუბა Abùjá) — ნიგერიის დედაქალაქი 1991 წლის 12 დეკემბრიდან. მანამდე დედაქალაქი იყო ლაგოსი. აბუჯა მდებარეობს ყოფილი დედაქალაქიდან 800 კმ-ით ჩრდილოეთით. 2006 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 778 567 ადამიანს, აგლომერაციის მოსახლეობა — დაახლოებით 1,4 მილიონი ადამიანი (2005 წელი).

აბუჯა მდებარეობს ნიგერიის ცენტრალური ნაწილის ულამაზეს ხეობაში, ჯოსის პლატოზე. ეს რაიონი შედარებით სუსტადაა განვითარებული და ეთნიკურად ნეიტრალურია. ახალი დედაქალაქის ადგილის არჩევისას, ნიგერიის პრეზიდენტი მურტალა მუჰამედი ცდილობდა შექმნილიყო ქალაქი, სადაც არ იქნებოდა დომინანტი არც ერთი ეთნიკური, სოციალური ან რელიგიური ჯგუფი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბუჯა დაარსდა 1828 წელს აბუ ჯას მიერ, რომელიც იყო ზარიას სახელმწიფოს ჰაუსანის დინასტიის წარმომადგენელი. თავდაპირველად ეს იყო გამაგრებული ბანაკი, საბოლოოდ მიიღო ქალაქის სახე და უწოდეს დამაარსებლის სახელი. 1976 წელს მიღებული იქნა გადაწყვეტილება ამ ქალაქში ლაგოსიდან სახელმწიფოს დედაქალაქის გადმოტანის შესახებ. აბუჯის განვითარების მნიშვნელოვანი სტიმული გახდა ლაგოსის დემოგრაფიული აფეთქება, რომელმაც გამოიწვია მოსახლეობის გადაჭარბებული სიმჭიდროვე და საცხოვრებელი პირობების გაუარესება.

ახალი დედაქალაქი აშენდა იაპონელი არქიტექტორის კენძო ტანგეს პროექტის მიხედვით. მშენებლობა დაიწყო 1980 წელს. მოქმედი დედაქალაქი აბუჯა გახდა 1991 წლის დეკემბერში, მშენებლობის პირველი სამი ეტაპის დამთავრების შემდეგ, რომელიც მოიცავდა მთავარი სამთავრობო დაწესებულებების გადმოტანას. დამამთავრებელი მეცხრე ეტაპი უნდა დამთავრდეს 2020 წლისათვის. პირველი სამი ეტაპის რეალიზაციისთვის ნიგერიის ხელისუფლებამ გახარჯა დაახლოებით $4,8 მილიარდი, ამასთან მშენებლობას თან სდევდა კორუფცია.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით აბუჯა იმყოფება Aw (სავანის კლიმატი) ზონაში. შეიმჩნევა სამი გამოკვეთილი კლიმატური სეზონი — თბილი და ნოტიო წვიმიანი სეზონი (აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით), ძალიან ცხელი მშრალი სეზონი და მათი გამყოფი მოკლე პერიოდი — ჩრდილოაღმოსავლეთური პასატების ჰარმატანი, რომელსაც მოაქვს სიმშრალე და მტვრიანი ჰაერი.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი დაყოფილია 6 რაიონად. ცენტრალურ რაიონში მდებარეობს პრეზიდენტის რეზიდენცია.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბუჯა ავტომაგისტრალებით დაკავშირებულია ქვეყნის რაიონების უმრავლესობასთან. მოქმედებს საერთაშორისო აეროპორტი. მსხვილი სამრეწველო ობიექტები ქალაქში არ არის; არსებობს საკვები დაწესებულებები, ასევე სავაჭრო დაწესებულებები და მომსახურების სფეროები.

გეგმარება და მშენებლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეჩეთი აბუჯაში

აბუჯის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს სამთავრობო შენობების კომპლექსი, ასევე საერთაშორისო კონფერენც-ცენტრი, ცენტრალური ბანკი, რადიოს სახლი, ჯანდაცვის ცენტრი, ქალაქის ყველაზე დიდი მეჩეთი. საცხოვრებელი კვარტლები უპირატესად აშენებულია ერთსართულიანი შენობებით; განაშენიანება სწრაფი ტემპებით ვითარდება ქალაქის ცენტრიდან პერიფერიებისკენ.[1]

სოციალური სფერო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქში მოქმედებს უნივერსიტეტი (დაარსდა 1988 წელს), ნიგერიის საგზაო-სამშენებლო ინსტიტუტი, ფარმაცევტული კვლევების ეროვნული ინსტიტუტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. World Bank Conference: African Regional Roundtable on Upgrading Low-income Settlements. www.citiesalliance.org. World Bank, 3–5 October 2000, Johannesburg, South Africa, p. 16. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2007-09-28. წაკითხვის თარიღი: 2007-08-10.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=აბუჯა&oldid=3281143“-დან