მამუცუ
ქალაქი | |||
---|---|---|---|
მამუცუ შიკომორი Momoju ფრანგ. Mamoudzou | |||
მამუცუს პორტი | |||
| |||
ქვეყანა | საფრანგეთი | ||
ზღვისიქითა დეპარტამენტი | მაიოტა | ||
კოორდინატები | 12°46′50″ ს. გ. 45°13′40″ ა. გ. / 12.78056° ს. გ. 45.22778° ა. გ. | ||
ქალაქის მერი | მოჰამედ მაჟანი | ||
დაარსდა | 31 მარტი, 2011 | ||
ფართობი | 41,94 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 0–572 მ | ||
მოსახლეობა | 57 281 კაცი (2012) | ||
სიმჭიდროვე | 1365,78 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+3 | ||
საფოსტო ინდექსი | 97600 | ||
ოფიციალური საიტი | villedemamoudzou.fr | ||
მამუცუ (შიკომორი Momoju; ფრანგ. Mamoudzou) — საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტ მაიოტის დედაქალაქი. წარმოადგენს კომუნას და კუნძულ მაიოტის უმსხვილეს ქალაქს. გაშენებულია ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე, მოზამბიკის სრუტეში. დედაქალაქია 1977 წლიდან. მის სიახლოვეს მდებარეობს ქალაქი ძაუძი, რომელიც მაიოტის ყოფილ დედაქალაქს წარმოადგენს. მამუცუს კომუნა მაიოტის უდიდესი კომუნაა. იგი დაყოფილია 3 ოლქად, სადაც ქალაქის გარდა, აგრეთვე შედის 6 სოფელი. 2012 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 57 281 ადამაინს[1].
მამუცუს კომუნა ყველაზე დიდია კუნძულზე, ის დაყოფილია სამ რაიონად, რომლებშიც, თვითონ ქალაქ მამუცუს გარდა, შედის 6 სოფელი. კომუნის ადმინისტრაციული ცენტრის — ქალაქ მამუცუს — მოსახლეობა შეადგენს 5839 ადამიანს (2012 წელი), სოფელ კავენის — 13 276 ადამიანს (2012 წელი), მსაპერეს — 12 812 ადამიანს (2012 წელი), კავანის — 7491 ადამიანს (2012 წელი), პასამაინტის — 7026 ადამიანს (2012 წელი), ტრუნძუს (ტსუნძუ, რომელიც შედგება ორი დასახლებული პუნქტისაგან ტსუნძუ 1 და ტსუნძუ 2) — 6765 ადამიანს (2012 წელი), ვაჰიბეს — 4072 ადამიანს (2012 წელი). მთლიანად კომუნის მოსახლეობა შეადგენს 57 281 ადამიანს (2012 წელი)[2].
1977 წლიდან ქალაქი მაიოტას დედაქალაქია, რომელიც 2011 წელს გახდა საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტი. კომორის კუნძულების ადმინისტრაციული დაყოფის ფარგლებში, 2001 წლის რეფერენდუმზე მიღებული კომორის კუნძულების კავშირის მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, მაიოტა ოთხიდან ერთ-ერთი ავტონომიური კუნძულია, ქალაქ მამუცუს ჩათვლით.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „მამუცუ“ ვიკისაწყობში.
- მამუცუ – ოფიციალური საიტი (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|