პორტ-ლუი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
პორტ-ლუი
ფრანგ. Port Louis
პორტ-ლუი
პორტ-ლუი
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა მავრიკის დროშა მავრიკი
ოლქი პორტ-ლუის ოლქი
კოორდინატები 20°10′ ს. გ. 57°31′ ა. გ. / 20.167° ს. გ. 57.517° ა. გ. / -20.167; 57.517
დაარსდა 1735
ქალაქი 1966  წლიდან
ფართობი 42,7 კმ²
მოსახლეობა 149 226 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 3494,75 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+4
ოფიციალური საიტი mpl.intnet.mu/home.htm
პორტ-ლუი (მავრიკი)
Red pog.svg

პორტ-ლუი (ფრანგ. Port Louis) — მავრიკის დედაქალაქი. იგი ქვეყნის უმსხვილესი ქალაქი და ქვეყნის მთავარი ნავსადგურია ინდოეთის ოკეანეში. მდებარეობს პორტ-ლუის ოლქში. 2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქ პორტ-ლუის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 149 226 ადამიანს[1].

ისტორია[რედაქტირება]

1638 წლისთვის პორტ-ლუის უკვე იყენებდნენ როგორც პორტს. 1735 წელს, ფრანგული მმართველობის ქვეშ იგი მავრიკის ადმინისტრაციული ცენტრი და კეთილი იმედის კონცხის გარშემო მოგზაური გემების მთავარი შესასვენებელი ადგილი გახდა. ქალაქს სახელი მეფე ლუი XV-ის პატივსაცემად ეწოდა.

მოსახლეობა[რედაქტირება]

ქალაქის მოსახლეობა ძირითადად შედგება მუშების შთამომავლებისგან, რომლებიც კუნძულზე მოხვდნენ ინდოეთიდან XIX საუკუნეში. უფრო ადრე კუნძულზე ცხოვრობდნენ მონები, რომლებიც აქ შემოიყვანეს ინგლისელებმა და ფრანგებმა XVIII საუკუნეში. კუნძულის მოსახლეობის 75 %-ზე მეტს შეადგენენ შერეული წარმოშობის ინდოელები, ასევე: ჩინელები, აფრიკელები და ევროპელები.

ეკონომიკა[რედაქტირება]

ქალაქში არსებობს შაქრის, ზეთის და თამბაქოს საწარმოები.

განათლება და კულტურა[რედაქტირება]

ქალაქში არსებობს უნივერსიტეტი და რამდენიმე მუზეუმი.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]