ჩუნცინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
ჩუნცინი
重慶
Chongqing montage newest 2013.png
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
შიდა დაყოფა Wanzhou, Fuling District, Yuzhong District, Dadukou District, Jiangbei District, Shapingba District, Jiulongpo District, Nan'an District, Beibei District, Qijiang District, Dazu District, Yubei District, Banan District, Qianjiang District, Changshou District, Jiangjin District, Hechuan District, Yongchuan District, Nanchuan District, Tongnan County, Tongliang District, Rongchang County, Bishan District, Liangping District, Chengkou County, Fengdu County, Dianjiang County, Wulong District, Zhong County, Kaizhou District, Yunyang County, Fengjie County, Wushan County, Chongqing, Wuxi County, Shizhu Tujia Autonomous County, Xiushan Tujia and Miao Autonomous County, Youyang Tujia and Miao Autonomous County და Pengshui Miao and Tujia Autonomous County
კოორდინატები 29°33′30″ ჩ. გ. 106°34′00″ ა. გ. / 29.55833° ჩ. გ. 106.56667° ა. გ. / 29.55833; 106.56667
მმართველი Huang Qifan
ფართობი 82,403 კმ²
ცენტრის სიმაღლე 243
მოსახლეობა 30,165,500 კაცი (2015)
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი +86 23
საფოსტო ინდექსი 4000
საავტომობილო კოდი 渝 A, B, C, F, G, H
ოფიციალური საიტი cq.gov.cn
ჩუნცინი — ჩინეთი
ჩუნცინი

ჩუნცინი, იუიჩენი, ბასიანი (ჩინ. 重慶) — ცენტრალური დაქვემდებარების ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში. 2015 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 30,165,500 ადამიანი. ფართობი 82,403 კმ². გაშენებულია ტერასებად მთის კალთაზე, მდინარეების იანძისა და ძიალინძიანის შესართავთან. სამდინარო ნავსადგური. წყლის გზით უკავშირდება შანხაის, რკინიგზით — ქალაქ ბაოძის და საზღვაო ნავსადგურ ჯანძიანს.

დიდი ინდუსტრიული ცენტრია. ჩუნცინსა და მის მიდამოებში იღებენ ქვანახშირს. მნიშვნელოვანია ენერგეტიკული ბაზა, მეტალურგიული კომბინატი, მრავალდარგიანი მანქანათსამშენებლო და ქიმიური მრეწველობა. საშენ მასალათა წარმოება. იხსენიება ძველი წელთაღრიცხვის XI საუკუნეში. ძველ დროში ქალაქი იყო ბას სამეფოს დედაქალაქი და ძანჯოუ ეწოდებოდა. სახელწოდება ჩუნცინი („ორმაგი ზეიმი“) წარმოიშვა 1189 წელს როდესაც იმპერატორ სიაო-ძუნის მესამე შვილი გახდა გუნჯოუს ოლქის უფროსი. ჩუნცინი უძველესი დროიდან იყო სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი. უცხოეთთან ვაჭრობისათვის გაიხსნა 1891 წელს. 1891 წელს ჩუნცინი ღია პორტი გახდა, სადაც საბაჟო იყო მოწყობილი, შეინიშნებოდა განვითარება ნაოსნობაში, ვაჭრობაში, საფინანსო საქმესა და გადამამუშავებელ მრეწველობაში. თანდათანობით ქალაქი გახდა საკვანძო პუნქტი, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთსა და იანძის ზემოთებს გარე ზღვასთან აკავშირებდა. 1913 წლიდან 1929 წლამდე ეწოდებოდა ბასიანი.

1938 წლის ოქტომბრიდან 1946 წლის დასაწყისამდე იყო ჩინეთის დროებითი დედაქალაქი. გომინდანელთა ხელისუფლებისაგან გაათავისუფლა ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელმა არმიამ 1949 წლის 30 ნოემბერს. 1929 წელს ჩუნცინს ოფიციალურად მიენიჭა ქალაქის სტატუსი. ჩუნცინს საფუძველი ჩაეყარა იმ ადგილში, სადაც მდინარე ძიალინძიანი ერთვის მდინარე იანძს. როდესაც დასრულდა 2006 წლის 20 მაისს სანსიანის კაშხლის მშენებლობა წარმოქმნილმა წყალსაცავმა ჩუნცინამდე მიაღწია, რამაც ხელი შეუწყო დიდი გემების გავლას საქალაქო პორტისაკენ.

ქალაქი შემოსაზღვრულია სამი მთის მასივით: დაბაშანით (ჩრდილოეთით), უშანით (აღმოსავლეთით) და დალუშანით (სამხრეთით). ბორცვიანი ლანდშაფტების გამო ჩუნცინს „მთიანი ქალაქი“ შეარქვეს. ქალაქი ვრცელდება ზღივის დონიდან 243 მეტრ სიმაღლეზე. აღმოსავლეთით ესაზღვრება ხუბეისა და ხუნანის, სამხრეთით გუიჯოუს, დასავლეთით სიჩუანის, ხოლო ჩრდილოეთით შენსის პროვინციები. ქალაქზე, გარეუბანსა და საოლქო რაიონებზე გაედინება 80 მდინარე, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია: იანძი, ძიალინი, უძიანი, ფუძიანი, ჩიძიანი და დანინხე.

ჩუნცინი მდებარეობს სუბტროპიკულ ზონაში. დამახასიათებელია შედარებით რბილი ზამთარი და ცხელი, ზაფხული. ოქტომბრიდან აპრილამდე მომატებული ჰაერის სინოტივე არის ხშირი ნისლის მიზეზი, რის გამოც ქალაქს მეტსახელიც შეერქვა — „ნისლიანი დედაქალაქი“. საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს 18,2 °C-ს. ზამთარში ტემპერატურა ეცემა 6-8 °C-მდე, ხოლო ზაფხულში 27-38 °C-მდე. შორის. ატმოსფერული ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა უდრის 1000-1100 მმ-ს. წლის ყველაზე კომფორტული თვეებია პერიოდი აპრილიდან ოქტომბრამდე.

ამჟამად იანძიზე 25 ხიდია გადებული, რომელთაგან ერთი — ჩაოტიანმენი არის მსოფლიოს უგრძესი თაღოვანი ხიდი, რომლის სიგრძეა 1,7 კილომეტრი. ჩუნცინის ცენტრიდან 21 კილომეტრშია ჩუნცინ ძიანბეის საერთაშორისო აეროპორტი. არის მეტროპოლიტენი, რომელშიც 4 ხაზი მოქმედებს, რომელთაგან 2 მიწისქვეშაა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]