შინაარსზე გადასვლა

ასმერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დედაქალაქი
ასმერა
ኣስመራ / أسمرا / Asmara
გერბი

ქვეყანა ერიტრეის დროშა ერიტრეა
პროვინცია მაეკელი
მუნიციპალიტეტი 13 რაიონი
კოორდინატები 15°20′00″ ჩ. გ. 38°56′00″ ა. გ. / 15.33333° ჩ. გ. 38.93333° ა. გ. / 15.33333; 38.93333
ქალაქის მერი სემერე რუსომი
დაარსდა ძვ. წ. 800
ადრეული სახელები ასმარა
ამჟამინდელი სტატუსი 1890
ფართობი 45 კმ²
ცენტრის სიმაღლე 2325
მოსახლეობა 963,000 კაცი (2020[1])
სიმჭიდროვე 19,911 კაცი/კმ²
აგლომერაცია 1,258,001
სასაათო სარტყელი UTC+3
საავტომობილო კოდი ER
ასმერა — ერიტრეა
ასმერა

ასმერა (ტიგრ.: ኣስመራ ; არაბ.: أسمرا; ინგლ. Asmara) — ერიტრეის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. ქალაქის დასახელება ადრე წარმოითქმეოდა, როგორც «ასმარა», რაც ტიგრინიას ენაზე ნიშნავს აყვავებული ტყე. 2020 წლის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 963,000 ადამიანი, ხოლო ასმერას აგლომერაციაში: 1,258,001. ასმერა მდებარეობს ზღვის დონიდან 2325 მეტრ სიმაღლეზე. ეს დასახლება მდებარეობს ტექტონიკურად ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ რეგიონში, რომელიც მიეკუთვნება აღმოსავლეთ აფრიკის რღვევის ხაზს.

ქალაქი ასმერა შეიქმნა აქ არსებული ოთხი დასახლების გაერთიანების შედეგად. XII საუკუნისთვის გაიზარდა ამ დასახლების სავაჭრო ფუნქციები. ეს ტერიტორია მოგვიანებით — 1889 წლიდან იტალიის კოლონიას წარმოადგენდა, ასმერა გახდა იტალიური კოლონიის ადმინისტრაციული ცენტრი 1897 წელს. იტალიელთა მმართველობის პერიოდში 1930-იან წლებში მნიშვნელოვნად შეიცვალა ქალაქის არქიტექტურა და აშენდა ახალი შენობები, სწორედ ამიტომ ასმერას ხშირად „პატარა რომსაც“ (იტალ. Piccola Roma) უწოდებდნენ. უკვე მოგვიანებით ერიტრეა და მათ შორის ასმერაც ეთიოპიის შემადგენლობაში შევიდა, ეთიოპიელთა მმართველობის დროს ასმერამ თავისი მნიშვნელობა დაკარგა. ერიტრეის დამოუკიდებლობის ომში, ამ ქალაქზე ეთიოპიელთა არაერთი შეტევა განხორციელდა. ასმერის აეროპორტი ეთიოპელებისათვის მთავარ როლს ასრულებდა იარაღის მისაღებად. დამოუკიდებლობის ომის დროს ასმერა იყო ბოლო ქალაქი, რომელიც 1990 წელს ალყაში მოექცა და 1991 წლის 24 მაისს ეთიოპიის ჯარმა უბრძოლველად ჩააბარა ერიტრეის განთავისუფლების სახალხო ფრონტს.

ასმერაში სუბეკვატორული ხასიათის მთის კლიმატია. დღისით თბილა, ხოლო ღამით შედარებით სულ სიცივეა. ქალაქის ზღვის დონიდან დიდ სიმაღლეზე მდებარეობის გამო მშრალი სეზონების დროს ღამით ზოგჯერ ყინავს კიდეც. თოვლი საკმაოდ იშვიათად მოდის, რადგანაც მშრალ სეზონზე ნალექები პრაქტიკულად არ მოდის, მაგრამ ზოგჯერ მაინც მოდის. არსებობს საკმაოდ მოკლე (ივლისი-აგვისტო) გამოკვეთილი ნოტიო სეზონი. ტემპერატურის მერყეობა ცოტათი იკლებს ნოტიო სეზონის დროს და ძლიერდება მისი დამთავრების დროს, რომელიც აღწევს მაქსიმუმს იანვარში.

დედაქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 649 000 ადამიანს[2]. ძირითად ეთნიკურ ჯგუფებს შეადგენენ ტიგრაის (77 %) და ტიგრინიას (15 %) ხალხი. მოსახლეობის 60 %-ს შეადგენენ ერიტრეის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმდევრები, 15 %-ს — კათოლიკები, 25 %-ს — მუსულმანები (სუნიტები).

ასმერაში ძირითადი სალაპარაკო ენებია ინგლისური, იტალიური, არაბული და ტიგრინიული ენა.

ქალაქში მდებარეობს ერიტრეაში პირველი ლუდსახარში ქარხანა — Asmara Brewery.

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასმერა გამოირჩევა თავისი არქტიტექტურით. ასმერაში მდებარეობს ერიტრეის ეროვნული მუზეუმი. ქალაქი ცნობილია XX საუკუნის დასაწყისის შენობებით, რომელთა შორისაა კინოთეატრი «იმპერო» (Cinema Impero) «არტ-დეკოს» სტილში, პანსიონატი «აფრიკა» (Africa Pension) კუბიზმის სტილში, ერიტრეის მართლმადიდებელი ეკლესიის ეკლექტური მონასტერი (Eritrean Orthodox Tewahdo Church) და ოპერის ყოფილი შენობა (ინგლ. Opera House), «ფიატ ტალეროს» (ინგლ. Fiat Tagliero Building) შენობა ფუტურიზმის სტილში, ასმერის რომის კათოლიკური მონასტერი ნეორომანულ სტილში და გუბერნატორის სასახლე (Governor’s Palace) ნეოკლასიციზმის სტილში. ასმერის უნივერსიტეტის შორიახლოს დგას ალექსანდრე პუშკინის ბრინჯაოს ძეგლი, რომელიც მდებარეობს იმავე დასახელების მოედანზე. სხვა ღირსშესანიშნაობები მოიცავენ ბოულინგის ალეას და დიდ ბაზარს.

ასმერაში ასევე არსებობს ასმერის უნივერსიტეტი (ინგლ. University of Asmara) და XIX საუკუნის ციხესიმაგრე. ქალაქს ემსახურება ასმერის საერთაშორისო აეროპორტი. ერიტრეის რკინიგზა ასმერას აერთებს მასაუას პორტთან წითელი ზღვის სანაპიროზე.

ასმერა ასევე ერიტრეის მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარეპისკოპოსის ეპარქიაა, რომელიც 1993 წელს გახდა ავტოკეფალური. 1998 წელს მთავარეპისკოპოსმა მიიღო ერიტრეის საპატრიარქოს ხელდასხმა, რომელიც სტატუსით გაუთანაბრდა ეთიოპიის მართლმადიდებელ ეკლესიას (ინგლ. Ethiopian Orthodox Tewahdo Church).

ქალაქს ეძახიან «ახალ რომს» ან «იტალიურ ქალაქს აფრიკაში» რაც გამოიხატება არა მარტო არქიტექტურაში, არამედ ფართე ქუჩებში, მოედნებში და ყავახანებში. ასმერის ნებისმიერ ადგილას ადვილად მოიძებნება პიცა, ადამიანს ყველგან შეუძლია დალიოს ყავა, სადაც ასევე მიართმევენ კაპუჩინოს, ასევე ბევრია კაფე-სანაყინეები.

ასმერის კანდიდატურა წარდგენილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტების ჩამონათვალში შესვლაზე.

დამეგობრებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. CIA – The World Factbook. ციტირების თარიღი: 2 September 2012
  2. CIA - The World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 მაისი 2020. ციტირების თარიღი: 2 September 2012.