იამუსუკრო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დედაქალაქი
იამუსუკრო
ფრანგ. Yamoussoukro
Cihotelprsidt2.JPG
ქვეყანა კოტ-დ’ივუარის დროშა კოტ-დ’ივუარი
ოლქი იამუსუკროს ავტონომიური ოლქი
კოორდინატები 6°50′00″ ჩ. გ. 5°15′00″ დ. გ. / 6.83333° ჩ. გ. 5.25000° დ. გ. / 6.83333; -5.25000
ფართობი 3500 კმ²
ცენტრის სიმაღლე 214
მოსახლეობა 212 670 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 80,50 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+0
ოფიციალური საიტი http://yamoussoukro.org/en/index.htm
იამუსუკრო — კოტ-დ’ივუარი
იამუსუკრო

იამუსუკრო (ფრანგ. Yamoussoukro) — კოტ-დ’ივუარის დედაქალაქი 1983 წლის მარტიდან. იგი ასევე იამუსუკროს ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული ცენტრიცაა. იამუსუკროში 2014 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემების მიხედვით ცხოვრობს 212 670 ადამიანი.[1][2] ქალაქი მდებარეობს ყოფილი დედაქალაქიდან და ქვეყნის უდიდეს ქალაქ აბიჯანიდან ჩრდილოეთით 240 კმ-ში, აბიჯანიდან ბურკინა-ფასოში მიმავალ ავტოსტრადაზე. მდებარეობს პრეზიდენტის რეზიდენცია, „პარტიის სახლი“.

იამუსუკრო არის ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ფელიქს უფუე-ბუანის მშობლიური ქალაქი, რითაც აიხსნება 1983 წელს აქ დედაქალაქის გადმოტანა აბიჯანიდან.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იამუსუკრო სატრანსპორტო კვანძია. ფუნქციონირებს საერთაშორისო აეროპორტი. ქალაქში მუშაობენ საკვები და ხე-ტყის გადამამუშავებელი საწარმოები. იამუსუკროს რაიონში მოჰყავთ ყავა, კაკაო, იამსი, ბანანი და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები; მოშენებულია მსხვილი რქოსანი საქონელი, ცხვარი, თხა.

ღირსშესანიშნაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქში მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე მაღალი ღვთისმშობლის ტაძარი, რომელიც აგებულია რომში მდებარე წმინდა პეტრეს ბაზილიკის სტილში. მისი მშენებლობა დაიწყო 1985 წელს და ოფიციალურად გაიხსნა 1990 წლის 10 სექტემბერს, რომის პაპ იოანე პავლე II-ის კურთხევით. 158 მეტრის სიმაღლის შენობაში დასაჯდომ ადგილებზე ეტევა 7000 მლოცველი და კიდევ 11 ათასი ფეხზე მდგომი, მისი მშენებლობისას მარმარილო შემოჰქონდათ იტალიიდან, ხოლო ფერადი შუშა საფრანგეთიდან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]